მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასისთვის შემადგენლობა გამოაცხადა - მამუკა გორგოძე ოფიციალურად დაბრუნდა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ის 31 "ბორჯღალოსანი" დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

საქართველოსთვის მიჯრით მეხუთე მსოფლიო თასი, მეოთხე იქნება ორი ჩვენი მორაგბისთვის – "ბორჯღალოსნების" ყველა დროის მელელოვისა და გამორჩეული კაპიტნისთვის, მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა, რადგან გუნდს დასჭირდა, იგი დაბრუნდა. მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზებს ასევე ცენტურიონი დავით კაჭარავა, რომელმაც შოტლანდიასთან თბილისში გამართულ ტესტში 115-ე კეპი მოიხვეჭა.

იაპონია 2019 მე-5 მსოფლიო თასი იქნებოდა პირველი ქართველი ცენტურიონისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რომელმაც შეკრებაზე საზარდული დაიზიანა და ამის
გამო გამოაკლდა გუნდს.

რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი. იმავეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა.

გორგოძე ნაკრებს ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და გულშემატკივართა გასახარად, "ბორჯღალოსნების" თხოვნას - ნაკრებში დაბრუნებულიყო, დათანხმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს. ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც წელს გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ, ფორს-მაჟორში შეუერთდება (თუ "ტულონის" ინტერესები არ გადაიკვეთება).

31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე "ნათლობას" მიიღებს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახან შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.

იაპონიაში გამგზავრებამდე, "ბორჯღალოსნები" ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან "მარიფილდზე" დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
უბრალოდ ვერ ვხვდები ასეიშვილი რატომ არ წაიყვანა?! დღეს საუკეთესო პირველი ნომერია ნაკრებში. რამხელა გამოცდილება აქვს, როგორი ტექნიკურია! კიი ნარიაშვილი წლების განმავლობაში პირველი ნომერი იყო და დღესაც ასე არის ალბათ, მაგრამ ეტყობა, რომ ტრამვამ დიდი დაღი დაასვა. ფაქტიურად მთელი სეზონი გაუცდა მონპელიეში. გოგიჩაშვილი კარგია, მაგრამ ახალგაზრდაა და კარლენის გამოცდილება ძალიან წაადგებოდა გუნდს. რატომ არავინ ჰკითხავს ჰეიგს, რომ რატომ არ წაიყვანა ასეიშვილი? მაგრამ ხომ თავიანთ თბილი ადგილებს უნდა გაუფრთხილდნენ ეს ვითომ რაგბზე მწერალი ჟურნალისტები! თუ ასე არ არის და ვცდები, მაშინ რატომ არაფერს წერთ, არ მსჯელობთ? სტატისტიკას მეც დავწერ, ვინ სად ითამაშა და ვინ რა თქვა თამაშის შემდეგ . . .
ანდრო
04 სექტემბერი 2019 12:01
0
ბოდიში შემეშალა, ჭყონია არა ჭყოიძე! იცი რას გეტყვი, კრიტიკა არ არის თვითმიზანი, მაგრამ რა შუაშია მე ვითამაშებ თუ რა. მაგ შენს მოწონებულ მილტონას თუ მელიტონას 2015 წლის შემდეგ, როცა მომავალ მსოფლიო თასზე გუნდმა გაინაღდა გამოსვლა, სწორედ როტაცია უნდა განეხორციელებინა მეთოდურად. ჩაენაცვლებინა ძველი გვარდია ახლებით, მადლობა ეთქვათ. მთელი ოთხი წელი ჰქონდა. რამდენი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა 18-წლამდელების და 20-წლამდელების გუნდებში და რა არ შეეძლო რომ დროთა განმავლობაში წინ წამოეწია ახლები? ისიც ამ გუნდების მწვრთნელების დამსახურებაა რომ ახალი ძალა შემატეს გუნდს ახალგაზრდებმა. გორგოძემ და ზერაქამ დაანებეს თავი ნაკრებში თამაშს და ახალგაზრდებს გზა დაუთმეს, რა რომელი სჯობს დღეს გორგოძეს, ან ზერაქას, ლომიძე თუ მელიქიძე-გიგაშვილი? მაგრამ მიხვდნენ რომ წლებს თავისიც მიაქვს და კაცურად წავიდნენ. რომელ როტაციაზე არის საუბარი 40 წლის მეკო მიყავდა ნაკრებში, რომ არ დამტვრეულიყო და ზოგიერთი ჭკვიანი იმასაც ამბობდა რომ წაეყვანა რა მოხდებოდა მეხუთე ჩემპიონატი იქნებოდა და რეკორდსმენი გვეყოლებოდა. 8 წლის წინ რომ მოვიდა ჰეიგი, მთელი ფედერაცია იმას გაიძახოდა, რომ ახალი სისტემით ითამაშებდა ნაკრები, სამხრეთული სტილით. მახსოვს ნიჟარაძემ შემოგვიბღვირა კიდეც (ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძველი ყაიდის მიმდევრებს მისდგა), დამთავრდა ძველი ბუღრაობაო და ახალი დრო დადგა, ახლებურად უნდა ვიაზროვნოთო! მერე სად არის დაპირებული მაორული რაგბი?! ჰეიგმა, რომ ამოწურა თავის შესაძლებლობები, ეს ნათლად ეტყობა ნაკრებს და ამას დიდი პროფესორობა არ სჭირდება, დილეტანტის თვალითაც კარგად ჩანს. ედი ჯონსმა თქვა, რომ მსოფლიოს შემდეგ ინგლისის ნაკრების პოსტს დატოვებდა, შედეგის მიუხედავად, როცა ფედერაციაში დაიწყო მსჯელობა, კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. ჯონსმა თქვა, რომ ერთი - ოთხ წლიანი ციკლი სრულიად საკმარისია და შემდეგ ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდებაო!!!
ანდრო
04 სექტემბერი 2019 10:43
0
ჟვანიას და ასიეშვილის არ წაყვანას არ ვეთანხმები!
დიმა
03 სექტემბერი 2019 16:28
1
მოკლედ, ისეა თუ ასეა ჯერ შოტლანდიასთან თამაშზე ვკონცენტრირდეთ და მერე მსოფლიო თასზე "ტყუილად ხო მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება"ლელო ლელო საქართველოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
იმედი საერთოდ არ კვდება
03 სექტემბერი 2019 13:37
0
რომ ამბობთ, ოპტიმალური შემადგენლობაა, ასეიშვილი რატომ არ წაიყვანა, ერთადერთი ლელო მან დადო შოტლანდიასთან. მარტო ლელოში არ არის საქმე, მაგარი მოძრავი პირველი ნომერია, გამოცდილი. რა კარკაძე სჯობს? მანამდე ჟვანიაც მოიძულა, რომელიც მთელი სეზონი თამაშობდა ინგლისის პრემიერშიპში. ასევე ძალიან სწრაფი, მოძრავი. მას კვაჭადაც შეუძლია თამაში. იქ არავინ გათამაშებს ტყუილად ძირითადში თუ მარქაფაში. თან ეს საფრანგეთი არაა, სადაც ქართველ ბურჯებზე მაინც სხვა წარმოდგენაა. ჭყონია, მამუკაშვილი, ბრეგვაძე არსად დაეკარგოს. რამდენი შეცდომები დაუშვევს ამ ორ თამაშში! ეს ბრეგვაძე რატომ მიჰყავს, საერთოდ ვერ ითამაშა ზე-რაგბში, იაპონიის გუნდში. აშკარაა რომ ფორმაში არ არის. არცერთ თამაშში არ გამოცადა, თუ ბოლოს შოტლანდისთან ათამაშებს? ეს ბებრები კი არ მოიშორა: რა უნდა გუნდში ხმალაძეს, ლომიძეს, თოდუას? კაჭარავაც არ არის ფორმაში, სისწრაფეც დაკარგა, ადრე დაცვაში მაინც კარგი იყო, ეხლა ვერც ბურთის რაკიდან ამოღებაზე ჩადის, ვერც ხაზს ჭრის. და საერთოდ ეს პრობლემა ყველას ეხება, ხაზის გაჭრა. ვერც ერთს ვერ მიაქვს ბურთი და ტერიტორიას ვერ იგებენ. ეს ნათლად სწორედ შოტლანდიასთან გამოჩნდა. ეს მელიტონა 2015 წლის შემდეგ უნდა მოეშორებინათ თავიდან. ამოწურა თავისი შესაძლებლებები და გუნდსაც ეტყობა. მაგრამ თვითონ ხომ არ წავიდოდა, ისეთ თბილ ადგილასაა. საქართველოში ეს ერთადერთი კაცია, რომელსაც კრიტიკა არ ეხება. დანარჩენებს ამ ქვეყანაში სპორტში თუ პოლიტიკაში წაღმა უკუღმა დედას აგინებენ და ლანძღავენ, სამართლიანად თუ უსამართლოდ. თვით ახალგაზრდების სტაგნაციაც სახეზეა. (ერთადერთი გიორგაძე და მოდებაძე მომეწონა ამ ორ თამაშში) სამწუხაროა, რომ ლობჟანიძემ ბოლო წლებში რეგრესი განიცადა. დააყენოს აფრასიძე ძირითადში, ბურთიც სწრაფად გამოაქვს და სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს. მოკლედ, ძალიან მინდა ვცდებოდე ჩემს დილეტანტურ შეფასებაში, მაგრამ როგორც რიგით გულშემატკივარს ასეთი შეხედულება მაქვს.
ანდრო
03 სექტემბერი 2019 13:22
6
ჭყონია სად ნახე? სია არ წაგიკითხავს? აბა ამის მერე რა დაგიჯერო?

მამუკაშვილი, ბრეგვაძე, ლომიძე, თოდუა, კაჭარავა, ლობჟანიძე, კარკაძე თუ სხვებიც - არ მოწონს და მაშინ თავად შენ გადი მოედანზე და მარტო შეერკინე შოტლანდიას.
მილტონი
03 სექტემბერი 2019 15:11
2
ასეიშვილი ძალიან მძლავრი მორაგბეა- დიდი შეცდომაა მისი ა რ წაყვანა...
გლახუნა
03 სექტემბერი 2019 12:56
0
ოპტიმალური , კარგი შემადგენლობაა.. ცუცქირიძეზე ყველაზე მეტად დამწყდა გული თუმცა კი გირგოძის დაბრუნება ალბათ ზე მოტივაციაა გუნდისთვის.. ფულბეკი ფაქტიურად არ გვყავს მათიაშვილი არ არის სანაკრებო დონის, თუმცა კი სხვა შემცვლელი არ გვყავს.. წარმატებები გუნდს და დიდი იმედებით მსოფლიო თასზე.
რიგითი
03 სექტემბერი 2019 02:54
1
მათიაშვილი არ არი და მეკო იყო? ფრთა გვყავს? თოდუაა ფრთა? მჭედლიძე? ვინ?
zuka
03 სექტემბერი 2019 19:34
0
შოტლანდიასთან რომ ვითამაშეთ, ეგრე თუ გავაგრძელეთ, მამუკა კუ არა ჯონა ლომუ ვერ გვიშველის.
მე მაინც უკეთესის იმედად ვარ.
წარმატებები ბიჭებო!
Irakliy
02 სექტემბერი 2019 23:40
0
მამენტ ჯონა ლომუ გვიშველიდა ალბათ :))
ვინმე მორაგბე
03 სექტემბერი 2019 10:56
0
ეს მსოფლიო იქნება სრული კატასტროფა ჩვენი ნაკრებისთვიის.ერთ თამაშსაც ვერ მოიგებენ.
Buxrika
02 სექტემბერი 2019 23:21
40
ერთს კი არა 2ს მოიგებენ და უელსთანაც მაგრად იბრძოლებენ
გიო
02 სექტემბერი 2019 23:34
3
ასეიშვილი ?
ნიკა
02 სექტემბერი 2019 22:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული