გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
კაცების სპორტად წოდებულ ნაკრებში მოთამაშე უნამუსოს, კაცი, რომ ყოფილოყო 5 კაცის მკვლელობისთვის მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოეხად გარდაცვლილების ახლობლებისთვის და არ უნდა იღრიცებოდეს სასამართლო პროცესებზე!
კაცურად მოქცევა, რომ გერჩია შენი მეგობარი მეკოსთვის, ეგ იქნებოდა შენი მხრიდან მეგობრობაც და გვერში დგომაც, ამჟამად მხოლოდ ჭორაობ ჯიგარო!
მილტონს არაჰერი ეტყობა ცუდი კაცობის, აი შენზე ვერ ვიტყვი?!
03 სექტემბერი 2019 10:48
3
ტიპიური ჩამყაყებული საბჭოთა საქართველოსდროინდელი აზროვნება, რა მნიშვნელობა აქვს როგორ ფორმაშია, მთავარია ეს კაი ტიპად თვლის და უნდა წაიყვანონ. ამ მიდგომამ დაღუპა ქართული სპორტი და გაანადგურა ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენის კარიერა, როცა მთავარია ფული გქონდეს ან ახლობლები გყავდეს და ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს. ან უფროს კაცზე და ყოფილ მწვრთნელზე ასეთი ტონით ლაპარაკი რა ვაჟკაცობაა. და ბოლოს, კი მართალია სასამართლომ გაამართლა, მაგრამ მაინც დიდი კითხვის ნიშანია კვირიკაშვილის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ახლა წიოკობის ატეხა, მსოფლიოზე რატომ არ მიყავთო, ვერ მგონია მთლად მართებული
saba
03 სექტემბერი 2019 17:58
1
უზრდელობა და სხვისი უპატივცემულობა როგორი მოდური გახდა, მაგრამ მე მგონი, სიმთვრალეში აქვს ეს ნაბჟუტურები ჩხაიძეს და ვიღაცამ გამოუქვეყნა...
ცუგო
03 სექტემბერი 2019 10:02
2
დაუმსახურებელი კრიტიკაა და ავტორის უმადურუბაზე მიუთითებს
თემური
03 სექტემბერი 2019 09:57
2
უზრდელია ეს ბინგოა თუ ვიღაც, ეს უკვე ღვარძლი და ბოღმიანი ტიპის ნაჩხაპნია და არა გუნდის ქომაგის. ალბათ კვირიკაშვილს უნდა რო შეუძვრეს ერთ ადგილას.
რაგბი
03 სექტემბერი 2019 09:45
3
არც მე ვეთანხმები, მაგრამ თუ ქართულ რაგბიში ცოტა მაინც ერკვევი, ბინგო გეცოდინებოდა და ასე არ დაწერდი...
ლევანი
03 სექტემბერი 2019 11:51
7
ვერ ვარ ექსპერტი ამ სპორტის სახეობაში მაგრამ იმას შევაფასებ რაც წავიკითხე. არასწორ დროს არასწორ ადგილას არის ეს სიტყვები ნათქვამი,პიროვნულად არავის არ ვიცნობ ასე რომ ვერც შევაფასებ მაგრამ თამაშით არც აქამდე მომწონდა მეკო , ალბათ სხვა არ გვყავდა რახან ეს იყო სასტავის მოთამაშე, რამდენი მსოფლიო აქვს ნათამაშები და ვისი ვინ არის ამით არ უნდა იყოს ესეთი დონის შეჯიბრზე წაყვანა, ზუსტად ეს მსოფლიო აძლევს გამოცდილებას, ამ მსოფლიოთი მიიღებენ და დადგებიან უკეთესი მოთამაშეები ჩვენი ახალგაზრდები.ხომ გვინდა მაგარი თაობა ? ესეთ თამაშებში იზრდებიან და სწავლობენ ეს არის შანსი იმისა რომ ახალ თაობას ჰქონდეს ესეთი გამოცდილება და შემდეგ მსოფლიოზე ეს პერიოდი რაც იქნება მომზდებულები იყვნენ იმ თამაშისთვის რაც აქ ვნახეთ ნამდვილი რაგბი შოტლანდიელების მიერ. ერთმანეთს პატივი ვცეთ, ბოღმა და ღვარძლი წინ ვერ წაგვწევს, ერთმანეთის წარმატება გვიხაროდეს. ბოლოს მინდა ვთქვა რომ შეიზლება ჩვენ მოგვწონდეს უფრო რომელიმე მათგანი ვინც აქ დატოვა მაგრამ ეს ტრენერის გადაწყვეტინებაა იმ მომენტისთვის ის უფრო ჯდება ალბათ იმ მონახაზში და ტაკტიკაში რითაც იქ უნდა ითამაშოს, იმ კაცზე მეტი ნამდვილად არ გვეცოდინება მოყვარულებს . იქ შედეგს და შემდეგ ეტაპზე გასვლას ალბათ არავინ მოთხოვს ჩვენ გუნდს, მაგრამ რაც მთავარია ღირსეულად წარმოაჩინონ თავისი თავი და ქვეყანა,მსოფლიოს დაამახსოვრონ თავი კარგი მომენტებით რაც დარწუმენული ვარ იქნება, წარმატებები.
მსოფლიო თასი
03 სექტემბერი 2019 10:52
0
ინტერნეტით ადვილია არა სხვისი ლანძღვა-კრიტიკა-დამცირება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანს ფიზიკურ ნაკლზე როგორ უნდა დასცინოს ადამიანმა საჯაროდ?? "სტუმარ-მასპინძელი" გამახსენდა ახლა. ----"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო"---.................
ნაცნობი
03 სექტემბერი 2019 20:58
2
ნაკრებში თუ რამე ხდებოდა,იქვე რჩებოდა აქამდე და ნაკრები ერთიანობას ინარჩუნებდა.ეს გამოსვლა ძალიან ცუდი სიმპტომია და ვფიქრობ,გუნდში არსებულ დაძაბულობაზე მიუთუთებს,რაც ჩემპიონატის წინ,შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.მეკოს ტრავმაზე კი გუნდის ექიმებს უნდა ეზრუნათ და არა მგონია, ამაზე ჰეიგის ბრძანება იყოს საჭირო.
სოსო
03 სექტემბერი 2019 09:36
0
აი უზრდელი.. გაბუნიაზე ნაკლებად არ მიმაჩნიხარ.. ნუ დამაკარგვინებ რაგბზე წარმოდგენას.. წავა ის კაცი და გეშველებათ მერე, მაგრამ შენ რომ უზრდელი ხარ-ვიღაცა ხარ, ამას აღარაფერი ეშველება..
გრიშო
03 სექტემბერი 2019 08:02
5
ჩხაიძე ხარ თუ დადეშქელიანი მაგას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ააქვს! ა ბატონო კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული დაუნახაობა და ღვარძლიანობა, ეხლა არის ცუდი კაცი მილტონი, ეხლა გახდა არაპროფესიონალი და უარგისი ტრენერი?? შეხედეთ ფეხბურთს რას დაამსგავსა "ფედერაციამ" და გენიოსმა ქართველმა ტრენერებმა! დაანებეთ თავი მილტონს, რაც იცის ამ კაცმა იცის, არსად არ მოდის არცერთ ქვეყანაში, ვგულისხმომ გრანდების ქვეყნებს, ტრენერმა თქვა მორჩა, ბასტა, ასეა საჭირო და იმიტომ! თუ ძმა ხარ დაანებეთ ამ ვითომ ქართულ "ძმაკაცობებს" სპორტში და სამსახურში, ძმაკაცობა ქუჩაში, ოჯახში და რესტორანში! საქმეში ძმაკაცობა კატასტროფის ტოლფასია! იმიტომ რომ ვიღაცას პირად საქმეში ჩაეწეროს რომ ხუთჯერ იყო მსოფლიოზე ამიტომ ისინი უნდა დავტოვოთ ვისაც შეუძლია კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაგვწიოს!!! მოკლედ რა, მიდი მილტონ, შენ საქართველოს ისტორიის ერთი ფურცლის ნაწილი ხარ უკვე, კაცი ხარ და მადლობას გიხდი იმ სიხარულის ცრემლებისთვის, რომლებიც შენი დამსახურებით ბევრჯერ წამომსვლია!!
გურული ლელო!
03 სექტემბერი 2019 11:33
1
ჩვენს ნაკრებს დიდ წარმატებებს ვუსურვებ, რაც შეეხება შედეგებს, მასზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვნახოთ, როგორ ხასიათზე ვიქნებით.
გიზოგ
03 სექტემბერი 2019 15:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული