გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
სუყველაფერი პოლიტიკაში და ზოგად ლექციებში ნუ გადაგვყავთ. ყველანაირად არასწორია ის რაც ჩხაიძემ გააკეთა. ერთი რომ წაიყვანო მეკო არ უნდა წაიყვანო ვიღაც ვინც დღეს უკეთესია და რატო? უსამართლობა არ იქნება? და მეორე თუ ასეთი ცუდი მწვრთნელი და ცუდი კაცია ეს მილტონი ახლა დაინახა? მსოფლიოს წინ? არ შეეძლო აქამდე გაეკრიტიკებინა?! უბრალოდ არასწორია ეს ყველაფერი და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეობს
დათო
03 სექტემბერი 2019 19:48
0
ამდენი წელია ნაკრების მწვრთნელია შენც ამ ნაკრების წევრი იყავი თუ თავიდანვე "გადაჭრილი ცუდი კაცი" იყო ამდენი ხაბ სად ხარ რას გვალოცინებ ამ კაცს? თუ ერთი არასწორი(ჩემი აზრით სწორი) გადაწყვეტიოების გამო ესე ლპარაკობ შენ ვერ გქონია საქმე კარგად კაცობასთან ორ ლულიანო გადაუჭრელო
გფ
03 სექტემბერი 2019 14:11
7
კომენტარებიდან კარგად ჩანს რომ წერილმა რა დათვური სამსახური გაუწია მექოს.კაცს ისედაც დიდი პრობლემები აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან და რა დიდი მნიშვნელობა აქვს მეხუთედ წავა თუ არა მსოფლიოზე მითუმეტეს რო წარმატების შანსი არა გვაქვს.თან წესიერ კაცს ჰეიგს დაუმსახურებელ შეურაცყოფას აყენებს. ჩხაიძემ ან არაფხიზელ მდგომარეობაში დაწერა და ბოდიში მოიხადოს ან მთლად ნორმალური არ არის.
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების
03 სექტემბერი 2019 13:36
3
არარის მილტონი კაიკაცი. მეკოს ავარია რომ მოუვიდა, მაშინ უნდა მოეკვეთა ნაკრებიდან.
gakomo
03 სექტემბერი 2019 09:41
9
მოდი რა შენ გენაცვალე რა მეკო რის მეკო . მეკო კი არა ბევრი ვინც წაიყვანა ისიც არ უნდა წაეყვანა და ახალგაზდები უმდა წაეყვანა სულ თითქმის ვინც მომავალზეც ითამაშებდა, მაგაში მარტლა გასამტყუვნები არიან. მარა 3 5 აქვს ნათამაშები და მაგიტო დზაან ბავშურია მემგონი, მაშინ მერე 6 ზე არ ტეხავს რო არ წაიყვანონნ)))??
ვალკა
03 სექტემბერი 2019 09:25
2
ამას ქვია უმადურობა და სულში ჩაფურთხება მართლა. შენ ჩხაიძე, რაც გინდოდა ის გელაპარაკა მარა მილტონას ქართველობას არ უნდა შეხებოდი მაგდენი შეგნება არა გაქვს და ვქნა
Bidza.
03 სექტემბერი 2019 05:35
10
ეს ლანძღვა და შეურაწყოფა რა კაცის საქმეა, მითუმეტეს მორაგბის.
ლაშა
03 სექტემბერი 2019 13:32
1
მელიტონა როგორც მწვრთნელი მეც არ მომწონს, თითქოს ნაკრები ერთ დონეზე გაიყინა კარგია რომ მწვრთნელს ვიცვლით, მაგრამ სანამ მოქმედი მწვრთნელია პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ასე დამმცირებლად ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ყოფილი რაგბისტი არ უნდა მიმართვდეს.
semi
03 სექტემბერი 2019 17:19
1
აბა ჰე, მოსვარეთ ეხლა ერთადერთი მეტ-ნაკლებად ნათელი და სუფთა წერტილი საქართველოს ყოფაში! აბა რა, ქართველებს ხომ სხვანაერად არ შეგვიძლია ვინმე ან რამე მძღ..რში რომ არ ამოვსვაროთ!!!
soxumeli veterani
03 სექტემბერი 2019 17:48
4
Es erti sportiga iyo saqartveloshi darchenili,risi imedic gvqonda da mivadeqit amasac? sircxvilia kacebo,sircxvili.
Misha
03 სექტემბერი 2019 11:47
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული