გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
უზრდელობა და სხვისი უპატივცემულობა როგორი მოდური გახდა, მაგრამ მე მგონი, სიმთვრალეში აქვს ეს ნაბჟუტურები ჩხაიძეს და ვიღაცამ გამოუქვეყნა...
ცუგო
03 სექტემბერი 2019 10:02
2
დაუმსახურებელი კრიტიკაა და ავტორის უმადურუბაზე მიუთითებს
თემური
03 სექტემბერი 2019 09:57
2
მილტონასაც მივწვდეთ ეხლა და იმდენი სიკეთის მერე რაც აკეთა აუცილებლად ვაგინოთ. აბა რისი ქართველები ვიქნებით ბოლოს მაინც თუ არ ვაგინეთ და ვლანძღეთ კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი საქართველოს სიყვარულით ემსახურა. ცოტა გვაქვს ასეთი მაგალითები, რომ ბოლოს ტალახი უნდა ასხან საქმის გამკეთებელ ადამიანებს?! ესეც ერთგვარი სამარცხვინო ქართული ტრადიციაა!!!
joi zaza
03 სექტემბერი 2019 09:46
2
მილტონა კი არა, ილია რო მოკლეს საქართველოს დიდი ნაწილი ბედნიერი იყო, საერთოდ ქართველს ბევრი კარგი თვისება აქვს, მარა ეს შურია რო სახეს გვახევს:))))
nika
03 სექტემბერი 2019 13:21
1
უზრდელია ეს ბინგოა თუ ვიღაც, ეს უკვე ღვარძლი და ბოღმიანი ტიპის ნაჩხაპნია და არა გუნდის ქომაგის. ალბათ კვირიკაშვილს უნდა რო შეუძვრეს ერთ ადგილას.
რაგბი
03 სექტემბერი 2019 09:45
3
არც მე ვეთანხმები, მაგრამ თუ ქართულ რაგბიში ცოტა მაინც ერკვევი, ბინგო გეცოდინებოდა და ასე არ დაწერდი...
ლევანი
03 სექტემბერი 2019 11:51
7
კაცების სპორტად წოდებულ ნაკრებში 5 კაცის მკვლელი არ უნდა იყოს. უბრალოდ სირცხვილია.
კაცების სპორტი
03 სექტემბერი 2019 09:42
6
არარის მილტონი კაიკაცი. მეკოს ავარია რომ მოუვიდა, მაშინ უნდა მოეკვეთა ნაკრებიდან.
gakomo
03 სექტემბერი 2019 09:41
9
ნაკრებში თუ რამე ხდებოდა,იქვე რჩებოდა აქამდე და ნაკრები ერთიანობას ინარჩუნებდა.ეს გამოსვლა ძალიან ცუდი სიმპტომია და ვფიქრობ,გუნდში არსებულ დაძაბულობაზე მიუთუთებს,რაც ჩემპიონატის წინ,შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.მეკოს ტრავმაზე კი გუნდის ექიმებს უნდა ეზრუნათ და არა მგონია, ამაზე ჰეიგის ბრძანება იყოს საჭირო.
სოსო
03 სექტემბერი 2019 09:36
0
მასეთი ლოგიკით ფეხბურთში არველაძე რომ ვგყოლოდა ამდენი ხანი ნაკრებში 300 თამაშზე მეტი დაუგროვდებოდა. ხოდა დავჯდებოდით და ვიამაყებდით. მოუხსნელი რეკორდი იქნებოდა. არ დამავიწყდება ერთხელ დიდ ხნის წინ ბომბარდირთა დავაში მგონი მეგრელაძემ 12 გოლი გაიტანა ერთ თამაში. რომ ევროპის მასშტაბით ბომბარდირი გამხდარიყო. ხოდა ვიგაც ესტონელს მაინც უფრო მეტი გოლო დაუგროვდა. მაშინ სხვანაირად ითვლებოდა ბომაბარდირობა, ხოდა მის შემდეგ საერთოდ გააუქმეს ევროპის ბომაბრდირობა))
Geo_Dinamo
03 სექტემბერი 2019 09:28
3
მოდი რა შენ გენაცვალე რა მეკო რის მეკო . მეკო კი არა ბევრი ვინც წაიყვანა ისიც არ უნდა წაეყვანა და ახალგაზდები უმდა წაეყვანა სულ თითქმის ვინც მომავალზეც ითამაშებდა, მაგაში მარტლა გასამტყუვნები არიან. მარა 3 5 აქვს ნათამაშები და მაგიტო დზაან ბავშურია მემგონი, მაშინ მერე 6 ზე არ ტეხავს რო არ წაიყვანონნ)))??
ვალკა
03 სექტემბერი 2019 09:25
2
სიმბოლური თვალსაზრისით კარგი იქნებოდა კვირიკაშვილის წაყვანა, მაგრამ ჩემი აზრით მისი ადგილი არც არასდროს არ ყოფილა ძირითადში.
შეტევა
03 სექტემბერი 2019 09:07
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული