გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
ნაკრებში გამოსაძახებელი მოთამაშეების რაოდენობა რომ ლიმიტირებული არ ყოფილიყო იქნებ მხარიც დამეჭირა მისთვის მაგრამ დავიჯერო ჩხაიძემ არ იცის რომ ლიმიტირებულია ეს რაოდენობა და ტრამვის შემთხვევაში ან თუნდაც ტაქტიკური სქემის შეცვლის შემთხვევაში საჭირო კაცს საქართველოდან ვეღარ დაუძახებ? არა მგონია არ იცოდეს, ნაკრებში თვიტონაა არაერთხელ გამოძახებული. ამიტომ მე მგონია რომ ჰეიგის პირადი ბოღმა ჰქონდა და მომენტი არ გამოტოვა, მოკლედ, კვირიკაშვილი გამოიყენა. აბა სხვა რა ვიფიქრო როცა კაცი ნაკრებში ნათამეშები კაცი რასაც სთავაზობს ნაკრებს არის პირდაპირი მავნებლობა ამოფარებული ვითომ პატრიოტობას? არა ჰეიგი არ არის ცუდი კაცი, ეს მაგის საქციელია შეუფერებელი კარგი და კომპეტენტური კაცისთვის.
გიორგი
03 სექტემბერი 2019 13:30
3
მელიტონას კვალიფიკაცია თუ დაეწუნება, უნდა გააკრიტინო ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ცალკე აღებული მოცემულობა, და არა იმიტომ რომ მეკო არ წაიყვანა. რომ წაეყვანა, აღარ იქნებოდა ფიზკულტურის მასწავლებლის დონის? ამ ვაჟბატონის პრეტენზია კონკრეტული მორაგბის, თან ისეთის, რომელიც არ არის ფორმაში, წაყვანა-არწაყვანამ გამოიწვია, და არა მელიტონას კვალიფიკაციამ, ამაშია საქმე, თორემ მელიტონა რომ არ არის ტოპ-3-ში შემავალი მწვრთნელი, ეს ისედაც ვიცით
გიორგი
03 სექტემბერი 2019 16:17
2
მეკო ძალიან დაგვაკლდება (აქამდე რა უნდოდა ძირითადშიო რომ წერთ, საერთოდ რა პრინციპით აფასებთ?), მაგრამ არ იყო ეს "კარგი გამოსვლა". თუ რამე ხდება გაგვაგებინეთ ჩამოყალიბებულად. ჟვანიამაც გაუგებრად თქვა რაღაც. ისე ჟვანიას სისხარტე და ენერგიაც სანატრი გაგვიხდება :{
ირაკლი
03 სექტემბერი 2019 10:17
7
ოოოო ეს უკვე რაღაცის სიმპტომია ჯერ ჟვანია ეხლა ჩხაიძე.ჰეიგი ისეც და ასეც კი მიდის მარა მაინც.
ნიკა
03 სექტემბერი 2019 04:29
11
დაწერა კაცმა თავისთვის ორი სიტყვა და გამოთქვა აზრი საჯაროდ - ნუ ავტეხავთ ამაზე კაკაფონიას და ნუ ჩავარდებით პანიკაში. საწინააღმდეგო არგუმენტი დავპოსტოთ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე. თავისუფლება თუ გვინდა ეს არის. არ არის ლანძღვა-გინების კორიანტელი საჭირო და ამან ეს რატომ თქვაო. ვიღაცას ვიღაცა მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს - ეს გემოვნების საკითხია და უნდა მივეჩვიოთ საწინააღმდეგო აზრის არსებობის ლეგიტიმურობას. თუ პრობლემის გადაწყვეტა გვინდა, გადავიტანოთ ყველა საკითხი ცივილური დისკუსიის ფორმაში.
თენგაბი
03 სექტემბერი 2019 06:35
25
თვითონ ჩხაიძემ დაწერა უზრდელულად და აქ მპოსტავებს რას ერჩი. ჩხაიძისთვის მიგეწერა ეგ პოსტი
123456
03 სექტემბერი 2019 09:47
4
იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? პატარა კლოუნი, გადაჭრილი კაცი...ეს ბოღმაა თუ აზრის გამოთქმა??
ragby
03 სექტემბერი 2019 13:26
0
ბევრმა შეიძლება არც იცის რომ წინა მსოფლიოზე თითო მოთამაშემ დაახლოებით 40000 ევრო მიიღო და ბუნებრივია ბევრჯერ მსოფლიოზე მოხვედრა და ამით რეკორდების მოხსნა მიზეზია მხოლოდ.
David
03 სექტემბერი 2019 19:39
0
ბინგომ არასწორი დრო და ადგილი შეარჩია მილტონის გასაკრიტიკებლად,ისე კი ვეთანხმები იმას,რომ კვირიკაშვილი სულ მცირე ნაკრებთან ერთად უნდა იყოს.ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ესეთი მაღალი დონის თამაშებისას,ამხელა გამოცდილების მქონე მოთამაშის გვერდში დგომა თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.ბევრი მაგალითია ამის მსოფლიოში,თუნდაც სხვა სპორტის სახეობებში.რაც შეეხება იმას,რომ მეკო ციხეში უნდა იჯდეს თუ არა,ვინც ამაზე ეხლა აპელირებთ ხართ პატარა ადამიანები,მე საერთოდ არ ვიცნობ მეკოს,მაგრამ რაც ამ ადამიანმა გადაიტანა ღმერთმა გვაშოროს ის სიმწარე ყველას და სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო ეს მოსამართლის კისერზეა,დანარჩენს ღმერთი განსჯის.ამიტომ უადგილო ჭორაობას მოეშვით,ტეხავს ამ ადამიანის და რაც მთავარია ღმერთის წინაშე.წარმატებები საქართველოს ,ქართული რაგბს და ქართულ სპორტს.
სამწუხაროა
03 სექტემბერი 2019 04:48
7
არ უთქვია,რომ მსოფლიოში საუკეთესო არისო,ისტორიაში შევიდოდა 5მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილედო,თავისი აზრი გამოთქვა სადღაც ვეთანხმები,კვირიკაშვილს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ქართული რაგბისათვის.
გოჩა
03 სექტემბერი 2019 07:39
26
ვერ ხვდებით რომ მართლა შემოტენილია მელიტონა ჩვეულებრივი ფიკზკულტურის მპედაგოგი იყო ალბათ ახ ზელანდიაში. მეგა პირველი ხაზი რომ გყავს და მაგათი ჯანის და ფიზიკურობით რომ ვიგებთ სულ ვერ ამჩნევთ. რამდენი წელია იმას გაიძახიან დიდი მცოდნეები რომ ხაზი ხელით ათამაშდაო. სად ნახეთ ბოლო ორ ტესტზე ხაზის თამაში. მე უზომოდ მიხარია რომ მიდის ამ მსოფლიოს შემდეგ და გული მწყდება რომ შარშან არ გაუშვეს ფიჯიმ რომ გადაგვიქროლა ქარიშხალ დორიენივით
13
03 სექტემბერი 2019 15:26
28
მეკოს არ წაყვანას ვეთანხმები, მაგრამ ზუსტად იმ ნაცნობობობა ახლობლობა და სამწვრთნელო შტაბთან კარგი ურთიერთობის მონაპოვარია რომ ჟვანია დატოვეს და სხვა წაიყვანეს. ამ მომენტისათვის ჟვანია საუკეთესო თუ არა ერთერთი საუკეთესოა ქართველ მორაგბეებში და ტეხავს რომ ვერ დაალაგეს თემა გუნდში ისე რო ეს კაცი არ დაეტოვებინათ.
გიორგი
03 სექტემბერი 2019 11:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული