მხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 სექტემბერს, მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა.

პირველი შეხვედრის წინ, შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა არ დამალა, რომ მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა და მისი ნაკლოვანებები ჩინებულად გამოიყენა კიდეც.

ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი აღმოჩნდა, თორემ ანგარიში რეალურად ნამდვილად არ ასახავდა გუნდებს შორის კლასში რეალურ სხვაობას, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებობს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დადებული ლელოს შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც მრავალ სხვა შეხვედრაში, ბოლოს სკოტებსაც გავტეხავდით, რაც არ მოხდა.

აქედან გამომდინარე, ედინბურგულ მატჩში პირველ რიგში მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ მილტონ ჰეიგის და მისი კრებულის შეცდომებზე სწორი რეაგირება გახლდათ და ის, აქვთ თუ არა ამის უნარი და მომატების პოტენციალი.

პირთამდე სავსე 67-ათასიან "მარიფილდზე" პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას მე-17 წუთზე პრაისმა სწრაფი კონტრშეტევისას ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. საპასუხო იერიშისას ჩვენმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა და აბჟანდაძემ ანგარიში 3:5 გახადა. ამას მასპინძელთა ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გაცილებით დისციპლინირებულად თამაშობდა (ნაკლებად ჯარიმდებოდა), მეტოქეც აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში შოტლანდია უპირატესობას დაეუფლა, ჩვენი გუნდის შეცდომების შედეგად ოთხი ლელო და სამი გარდასახვა მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა სახიფათოს შეტევაც ვერ შეძლო, ლელოს შანსიც არ ჰქონია და 9:36 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ლონდონიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. ლონდონში გუნდს მამუკა გორგოძე შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 68 /
დროა ლეგიონერები დავიმატოთ.
რა პოზიციებზე ყველამ კარგად ვიცით.
მათი დამატებით ახალ თაობასაც უკეთ გავზრდით.
დიმა
08 სექტემბერი 2019 22:30
1
მარცხი დიდი გამოცდილება და მოტივაციაა შემდეგი გამარჯვებისათვის რასაც გისურვებთ. ამ თამაშებში გამოჩნდა ის თუ რაა გამოსასწორებელი
იბერიელი68
07 სექტემბერი 2019 15:33
1
პირველ ლელოზე - ვასკას და ძნელაძის მოქმედებები ნახეთ (შებოჭვის მცდელობაც არ ქონდა).
მეორე ლელოზე - კვლავ ძნელაძის მოქმედება - სად აიწია და მერე ვისზეც აიწია სეირნობით რატომ გამოატარა.
მესამე ლელოზე - სანამ ლელო დაიდებოდა ძნელაძის 11 ნომერზე გამოხტომა და მოდებაძის შეცდომა.
მეოთხე ლელოზე - კვლავ ძნელაძე.

მზად იყო ეს ბიჭი იაპონიაში წასაყვანად? ან მოდებაზე მზად არის ძირითადისთვის? ვასკას თამაშის ტემპი და გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებს - აჩრდილია 4 წლის წინანდელის. მოკლედ ჰეიგმა მაღალი და ფიზიკურად სუსტი ბიჭების დაყენება დაიწყო ხაზში და ამით შექმნა ილუზია რომ ხელით და ტექნიკურ თამაშზე გადავიტანეთ აქცენტი. არ არიან ეს ბიჭები მაღალ დონეზე თამაშისთვის მზად და დაცვითი უნარებიც არ აქვთ შესაბამისი - ამიტომ ვუშვებთ ამდენ ლელოს.
???
07 სექტემბერი 2019 14:59
0
რა კარგია ტრამვა რომ არავინ მიიღო ამ ვარჯიშის დროს.
ნ.მ.
07 სექტემბერი 2019 13:59
1
კიდევ ერთხლ ვამბობ: ჰეიგი არის სუსტი მწვრთნელი, არასდროს არცერთ სერიოზულ გუნდთან (არც საკლუბო, არც სანაკრებო დონეზე მას არ უთამაშია). მის ხელში ნაკრებმა თავისი კოზირი: დომინაცია შეკინებაში, დაკარგა, ხოლო ხელით თამაში ვერ ისწავლა. ჩვენს მოედანზე ბურთით ვერ გამოვდივვართ, არ ვცით რა უნდა ვქნათ და უსუსურად გამოვიყურებით, ასე მივიღე გუშინ 3 ლელო.
ნაკრებოი აშკარად პროგრესს განიცდის: 2011 წ მსოფლოზე შოტლანდიასთან სულ 9 ქულით წავაგეთ, ხოლო 2007 წელს ირლანდიას კინაღამ მოვუგეთ (მგონი 4 ქულით წავაგეთ). ის გუნდი ჯობდადღევანდელს
დათი
07 სექტემბერი 2019 13:42
5
ისე ბატონი მილტონი მართლა გამოაცხობს მე მგონი სენსაციას. ყველა თამაშს წავაგებთ.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 13:21
6
ორივე ტაიმს ასე რომ ითამაშებენ და რაც სამხრეთ აფრიკის გუნდთან გააკეთეს, ბოლო 15 წუთი მოწინააღმდეგე დაღლილი იყო და თამაში შემოაბრუნეს, ამის შემდეგ სერიოზულ წარმატებაზეც შეიძლება ფიქრი. ამის სწავლა შეიძლება და ამ გაზაფხულზე "ყოჩებმა" ეს შეძლეს და დამსახურებულად გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში. ვისაც არ სჯერა, რომ ამის სწავლება შემიძლია ვეტყვი, რომ არც "ყოჩების" რაგბისტებს სჯეროდათ როდესაც შევთავაზე, მაგრამ მთავარ მწვრთნელს და ხელმძღვანელობას სჯეროდა და ბოლოს სპორტსმენებიც კმაყოფილები დარჩნენ.
გუჯა კახაძე
07 სექტემბერი 2019 12:39
4
გუჯა ძალიან მიხარია,რომ დაიმტერესდნენ ბოლო ბოლო.კიდევ უფრო გამიხარდება,თუ შედეგები ძალიან კარგი გექნება.ძალიან გვჭირდება ასეთი მეთოდი.
სოსო
08 სექტემბერი 2019 12:37
1
ამ ნაკრებს ვინც აკრიტიკებთ რაგბის გარტყმაში არ ხართ რატომ ეხლავე გეტყვით ეს ის ნაკრებია რომელიც ხელით გაშლილ თამასს ვერ ისწავლის რადგან ამის სწავლებახ დება ბავშობიდანვე ჩვენი მორაგბეები კიდევ რა გარემო პირობებში ვარჯიშობდნენ კარგადმოგეხსენებათ შესაბამისად ხელით თამაშს ეს ნაკრები ვერ ისწავლის და ყველაფრისთვისმადლობა უნდა უტხრათ ბიჭებს აი 20 წლამდელებს გადახედეთ და ხელით თამაშს იქ ნახავთ უაზრო კრიტიკა რომელიც იცი ვერ გამოსწორდება არაფრის მომტანია ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე
baroni555
07 სექტემბერი 2019 12:35
3
ხელით თამაშს რომ ვერ ისწავლის და ეგ კოზირი არ არის დღეს ჩვენი, მაგრამ ბოლო წლებია რომ ვითომ ამას ვცდილობთ და შედეგად ელემენტარულად მოლს ვეღარ ვაყენებთ და ძვლებისმმტვრეველ ბოჭვებს მაგაზე ვწუხვართ.
?
07 სექტემბერი 2019 14:21
3
არ უნდა ბევრი ანალიზი ჩვენ თამაშს...
არ ყავდა შოტლანდიას ძირითადის 9 ნომერი და როგორ თამაშობდა კი ვნახეთ წინა თამაშიდან განსხვავებით....
და ჩვენ 9 ნომერი გვყავს საერთოდ???? აბუსერიძე რო დააბრუნო ის უფრო სწრაფად გამოიტანს და გაშლის ბურთს ვიდრე....
სისწრაფე ანადგურებს მეტოქეს ,, რაც ჩვენ არ გვაქვს....
მიყოლა არ გვაქვს ...
14 ნომერი მაჟორიტარივით რო დასეირნობდა ამოსაგდებია განაცხადიდან...
მოკლედ ნაკრების პრობლემა არის ღერძის 9 ნომრის მიერ ბურთის უნელესი გამოტანა და უფანტაზიო გაშლა...
სპორტ ფაზა
07 სექტემბერი 2019 11:51
1
აბა კიდე ფიქრობთ რო ექვსი ერში უნდა ვითამაშოოთ?
Buxrika
07 სექტემბერი 2019 11:44
11
უფრო მეტად,ვიდრე აქამდე.თანაც ყველა ასაკში.
სოსო
08 სექტემბერი 2019 12:39
1
უნდა ვითამაშოთ ჯიგარო...და სწორედ ამ დონის გუნდებთან თამაშით იმაღლებ კლასს! აბა რუმინეთი-რუსეთი-პორტუგალია-ესპანეთის ფონზე რეგრესი რო დაგვეწყება ეგ გარდაუვალია.
მიროსან
07 სექტემბერი 2019 12:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული