"ბორჯღალოსნების" იაპონელი თარჯიმანი: თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე გაუწევს თარჯიმნობას, რომელმაც სოციალურ ქსელში ქართულად ეს სასიამოვნო წერილი გამოაქვეყნა და სურათიც თან დაურთო:

"მოკლედ, თარჯიმანი გახლავართ რაგბის ეროვნული ნაკრებისა მსოფლიოზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია და კიდევ, დიდი პასუხისმგებლობაც ქართველი ხალხის წინაშე, რადგანაც ჩემი მოვალეობაა ის, რომ "ბორჯღალოსნებმა" თავისი თავი უნდა იგრძნონ ისე კარგად, როგორც საქართველოში გრძნობენ, და რაღაცნაირი ისეთი შედეგები ჩამოიტანონ, როგორიც თქვენს გულს გაახარებს.

ამისთვის მზად ვარ, რომ ჩემი მთელი ენერგია დავხარჯო ყველაფერში, რაც შემიძლია. აქედან გამომდინარე, მე ყველაზე ახლო
გულშემატკივარი ვიქნები ფიზიკურად.

ერთი სიტყვით, თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
Bevr qartvelze ki ara, 90 procentze uket. Tan isetebze, pretenzia ro aqvt pilologobaze. Zalia kargi qartvelologia da vajas erterti sauketeso mcodne.
Zuka
10 სექტემბერი 2019 12:54
0
ქართველი იაპონელია თუ იაპონელი ქართველი, ბევრ ქართველ ქართველ ჟურნალისტზე უკეთესად რომ წერს გრამატიკულად, ეს ფაქტია?! მადლობა ჰაიატე ძმაო.
ბმბ
10 სექტემბერი 2019 11:44
0
ჯიგარო! ოღონდაც მთავარია ახლა შე ჩემაზე არ გადავიდეს :)))
irakli81
10 სექტემბერი 2019 11:44
5
ქართული არამარტო საუბარი ცოტაც ღრმად ჩაუხედავს. წარმატებები ორთავე ერს. ფინალშიშეხვედდრამდე.)))
იბერიელი68
10 სექტემბერი 2019 11:43
0
"თქვენს ძმობას ვფიცავარ" - ეს კარგი უსწავლებიათ :)
"ჩემი კაი ნიკალაის" როდის ასწავლიან? :)
:)
10 სექტემბერი 2019 11:09
4
ცხვირზე ეტყობა რომ ქართველოლოგია :)))
gizo
10 სექტემბერი 2019 10:43
0
საქართველოს და იაპონიას გაუმარჯოს!
paata
10 სექტემბერი 2019 10:31
0
გაიხარე ჰაიატე,გულიანი კაცი ჩანხარ,მაგრამ უფრო მეტად გამოხარდება და ალბათ შენც,თუ ბორჯღალი გაგვახარებს..თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო,თქვენი იმედი გვაქვს და მჯერა, გაგვიმართლებთ.
სოსო
10 სექტემბერი 2019 09:54
0
ეს თარჯიმანი მამით ქართველია. მამამისი გვარად შაიშმელაშვილია, ირაკლი. სოტომე კი დედამისის გვარია.
გო ია
10 სექტემბერი 2019 09:36
2
ქართველოლოგი კი არა ქართველია! იაპონელი ქართველი
Shen genacvale
10 სექტემბერი 2019 08:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული