ფოტო: Hagiwara Yasuo

2019 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე "ბორჯღალოსანთა" ფორვარდი ვანო კარკაძეა. ოთხი წლის წინ, 2015 წლის მსოფლიო თასზე, ყველაზე ახალგაზრდა ასევე "ბორჯღალოსანი" ვასილ ლობჟანიძე იყო. ტონგასთან მატჩის დღეს ის 18 წლის და 340 დღის იყო, რითაც მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა.

"მსოფლიო რაგბიმ" მე-9 მსოფლიო თასის გახსნის წინ 22 წლის ქართველ მორაგბეზე სტატია მოამზადა და განვლილ 4 წელიწადში მისი კარიერის განვითარებით დაინტერესდა:

"2015 წლიდან საფრანგეთში გადავედი და "ბრივს" შევუერთდი, სადაც დიდი გამოცდილება შევიძინე. ასევე დიდი გამოცდილება მომცა ნაკრებში ჩატარებულმა შეხვედრებმა (45 კეპი, 8 ლელო). ამ ოთხ წელიწადში ბევრი რამ ვისწავლე და პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა."

"2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი ჩემს კარიერაში. ჩვენი სახელები მთელმა საქართველომ იცოდა, განსაკუთრებით, ჩემი, რადგან ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასზე ოდესმე უთამაშია."

"ამან თავდაჯერებულობა შემმატა და პასუხისმგებლობაც გაიზარდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, თუმცა ვცდილობ, გამოცდილება გამოვიყენო და ისე მოვიქცე, როგორც უფროსი ასაკის მორაგბე."

2015 წლის შემდეგ დიდი ცვლილება მოხდა ვასილ ლობჟანიძის პირად ცხოვრებაში. ის დაოჯახდა და შარშან ვაჟი შეეძინა:

"ჩემი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა, დავოჯახდი და შემეძინა შვილი ნიკოლოზი. ის მაშინ დაიბადა, როდესაც იაპონიაში ვიყავი (2018 წელს). შვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვნახე, ნიკოლოზი უკვე 4 დღის იყო. ამის შემდეგ საფრანგეთში მომიწია წასვლა და დაახლოებით სამი თვე დამჭირდა საბუთების მოსაწესრიგებლად, ვიზის ასაღებად და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვიდნენ ისინი ბრივში. შვილის შეძენამ დიდი მოტივაცია მომცა, ახლა უფრო მონდომებით ვთამაშობ და ვიმედოვნებ, რომ მამის მსგავსად, ისიც ითამაშებს რაგბის."

ლობჟანიძეებს დიდი ოჯახი ჰყავთ. ისინი ხუთი დედმამიშვილი არიან და ოჯახში უკვე 8 ბავშვია:

"მყავს ტყუპისცალი და, რომელზეც დაახლოებით 10 წუთით უფროსი ვარ. ასევე მყავს ორი უფროსი და და ერთი უფროსი ძმა, რომელთაც ბევრი შვილი ჰყავთ. ერთ დას ორი გოგო ჰყავს, მეორეს - სამი ბიჭი, ძმასაც ორი გოგო ჰყავს. ასე რომ, ახლა სულ ოჯახში 8 ბავშვია. დიდი ქართული ოჯახი ვართ."

ყველაზე გამოცდილი ახალგაზრდებში

2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" 31-კაციან განაცხადს თუ გადავხედავთ, 26 წლამდე მორაგბეებს შორის ვასილ ლობჟანიძეს ყველაზე მეტი კეპი აქვს. მან 2015 წლიდან დღემდე უდიდესი გამოცდილება შეიძინა, თუმცა თავს სხვებზე უკეთესად არ თვლის:

"დაახლოებით იმ ასაკის ვარ, რა ასაკისაც გუნდის სხვა ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, მაგრამ სულაც არ ვგრძნობ, რომ ვინმეზე უფროსი ან უკეთესი ვარ. ვცდილობ გამოცდილების გამოყენებას, უფროსი ასაკის მოთამაშესავით მოქმედებას, თუმცა მთლიანობაში, ყველა ერთ დონეზე ვართ. ყველა ერთად ვვარჯიშობთ და ერთად ვასრულებთ რთულ სამუშაოს. ზოგჯერ ისინი მეხმარებიან, ზოგჯერ მე ვეხმარები მათ. ჩვენს შორის არანაირი იერარქია არაა."

"ბრივში" ქართველმა მორაგბეებმა გაამართლეს, რამაც ჩვენებურთა მიმართ ნდობის ზრდა განაპირობა და 2019/20 წლების ტოპ 14-ის სეზონშ, ამ გუნდის ღირსებას ერთბაშად 8 ქართველი დაიცავს:

"ჩვენთვის უფრო იოლია ნაკრებში თამაში, რადგან ერთ კლუბში ვვარჯიშობთ. ახლა "ბრივში" 8 ქართველი ვართ და მთელ დღეს ერთად ვატარებთ. ჩვენ ახლო მეგობრები, ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვართ."

ლობჟანიძე ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, უკვე აქვს დასამახსოვრებელი თამაშები. საკლუბო დონეზე ასეთი რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც "ბრივმა" ტოპ 14-ში ასასვლელი პლეი-ოფი მოიგო:

"მძიმე თამაში იყო, რადგან მის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა "ბრივისთვის". ჩვენ ყველამ მაქსიმუმი გავიღეთ და გამარჯვება მოვახერხეთ. მოცემული მომენტისთვის საკლუბო რაგბიში ეს ჩემი საყვარელი მოგონებაა. ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესოდ მახსენდება ჩემი პირველი თამაში, 2015 წელს გერმანიასთან."

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
მონდომებაც ამას ჰქვია - ჩავიმ ნიდერლანდელებს ასეთი პირობა დაუდო
"ამჯერად ჩემს თავს ვითამაშებ" - დვალიშვილი იანთან რემატჩის წინ
რას ველით ვილისგან? ევსტრესი თუ მედიკამენტი სიკვდილის შემდეგ...
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან