"ბორჯღალოსნების" შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე ამბობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის სასტარტო მატჩს, რომელსაც უელსის ნაკრების წინააღმდეგ გავმართავთ, გუნდი დიდი მუხტით და შემართებით ხვდება.

საქართველოს ნაკრები მე-9 მსოფლიო თასს, რომელიც 20 სექტემბერს გაიხსნა, ხვალ, საქართველოს დროით 14:15 საათზე იწყებს:

„ამხელა გზა იმისთვის გამოვიარეთ, რომ ჯერ უელსთან მატჩს შევხვდეთ სრულ მზადყოფნაში და შემდეგ მომავალ თამაშებში გადავიტანოთ მოედანზე ის ყველაფერი, რისთვისაც ვემზადებოდით. გუნდში ძალიან დიდი მუხტია და ყველანი შემართებით ვართ“, - ამბობს გორგაძე.

23 წლის გორგაძისთვის ეს პირველი მსოფლიო თასია და რადგან მილტონ ჰეიგმა უელსთან მატჩში სასტარტო რაზმში დაასახელა, ხვალ მე-20 სანაკრებო კეპსაც მოიხვეჭს. ბექა მოედანზე მამუკა გორგოძესთან ერთად გავა, რომლის მაგალითზეც თავად იზრდებოდა:

„ყველამ კარგად იცის, რამდენს ნიშნავს მამუკას ნაკრებში ყოფნა და მისი პირველივე გამოჩენიდან გუნდში მუხტი ავტომატურად აიწია. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვენთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია, ის იოლად შეეწყო სათამაშო სქემას. მას შემდეგ, რაც გორგოძემ ნაკრებში თამაშს თავი დაანება, სისტემაში ბევრი არაფერი შეცვლილა და პრინციპში, გახსენება არც გასჭირვებია. ჩვენც ყველანი ვეხმარებით, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსენოს სისტემის ნაწილები. რაც შეეხება ფიზიკურობას, ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ისეთ ფიზიკურ ფორმაშია, რომ არაფერი ეტყობა, ჩვენთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი თუ არ გაუვლია. მან "ტულონში" სამი თამაშის ჩატარება მოასწრო და რა თქმა უნდა, მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში ხვდება“.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორი თამაში

გორგაძეს იაპონიაში წარმატების იმედს კარგი მოსამზადებელი ეტაპიც აძლევს, რომლის დასკვნით ნაწილში, "ბორჯღალოსნები" თბილისსა და ედინბურგში ორჯერ ეთამაშა შოტლანდიის ნაკრებს. ბექა ორივე ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო:

„ასეთი მოსამზადებელ ეტაპის შემდეგ შოტლანდიასთან გასამართ თბილისურ მატჩს ჩვენც და გულშემატკივარიც განსაკუთრებული იმედებით ველოდით, მაგრამ ეს იმედები ვერ გამართლდა, რასაც ჩემი აზრით, რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. შოტლანდიასთან თამაში იოლი არასდროს არაა. ის იყო პირველი ტიერ1-ის გუნდი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, „დინამო არენა“ თითქმის ბოლომდე შეივსო და ჩვენზე ძალიან დიდი წნეხი იყო. გარდა ამისა, "საუზერნ კინგსთან" ნათამაშები შემადგენლობა თითქმის სრულად შეიცვალა და შეთამაშების პრობლემა გვქონდა. ამ დროს შოტლანდიას უკვე ჩატარებული ჰქონდა ორი მაღალი დონის თამაში საფრანგეთთან და ბევრად დალაგებული გუნდი იყო. ისე გამოვიდა, რომ შესათამაშებლად პირველივე შეხვედრა გამოცდილ მეტოქესთან გვქონდა და ვერ შევძელით იმ ტაქტიკის მოედანზე გადატანა, რაზეც მთელი ეს პერიოდი ვვარჯიშობდით“.

„მეორე თამაშს ბევრ ასპექტში დალაგებული შევხვდით და ვნახეთ კიდეც, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ 1 ქულით ვმარცხდებოდით. მატჩის მიწურულს რაღაც დაგვემართა და ჩვენი დაშვებული შეცდომებით ლელოები მივიღეთ, რამაც სამწუხაროდ, ასეთი სხვაობა განაპირობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს თამაშები იყო მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი და ასეთი მნიშვნელობის ორმა შეხვედრამ უდიდესი გამოცდილება შეგვძინა. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდა ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, ეს გაკვეთილები უელსთან გამოგვადგება“.

„მსოფლიო თასის წინ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ასეთი დონის გუნდთან თამაში და თანაც, ზედიზედ ორჯერ. ანგარიშზე მეტად მნიშვნელოვანი იყო, თუ რას ვისწავლიდით ჩვენ ამ შეხვედრებიდან. ახლა ყველაფერი ცუდი უნდა დავივიწყოთ, ამ შეხვედრებიდან კარგი ამოვიღოთ და ჩავდოთ მომავალ თამაშებში“.

„მარიფილდზე“ გამართული მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" იაპონიაში გაემგზავრა და ერთი კვირა ტოკუშიმას პრეფექტურაში ივარჯიშა, მერე კი ნაგოიაში გადავიდა. ახალგაზრდა ქართველი მესამეხაზელი იაპონელთა სტუმართმოყვარეობით კმაყოფილი დარჩა:

„ნამდვილად არ ველოდით ამდენ სითბოს და სიყვარულს იაპონელი ხალხისგან. როგორც გავიგეთ, ჩვენი იქ ყოფნა ხელს უწყობდა რაგბის პოპულარიზაციას ტოკუშიმას რეგიონში და ამან ორმაგად გაგვახარა, რადგან ეს ჩვენი ნაკრების საშუალებით ხდებოდა. ყველამ ვიცით, რომ იაპონელები შრომისმოყვარენი არიან და ეს შრომისმოყვარეობა გადმოტანილი აქვთ სტუმართმოყვარეობაში, რაც ქმნის ძალიან დიდ ჰარმონიას“.

„ახდენილი ოცნებების სამყარო“

ყველა მორაგბის ოცნებაა, რომ მოხვდეს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში და მერე მასთან ერთად გაემგზავროს მსოფლიო თასზე. გორგაძე "ბორჯღალოსანთა" გაფართოებულ შემადგენლობაში 2015 წლის მსოფლიო თასის წინაც იყო, მაგრამ მაშინ უდიდეს სარაგბო ფორუმზე ვერ გაემგზავრა, ახლა კი იაპონიაშია და პირველი თამაშისთვის ემზადება:

„მსოფლიო თასს შეგვიძლია „ახდენილი ოცნებების სამყარო“ დავარქვათ. თითოეული მორაგბის ოცნებაა, რომ ამ სამყაროში მოხვდეს. ახლა რთულია იმის გაანალიზება, რომ სწორედ ამ სამყაროში ვიმყოფები და ვფიქრობ, ბოლომდე ვერც გავაანალიზებ. ჩემთვის ეს გამოცდილება პირველია და ემოცია, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ჯერ, ალბათ, ყველაფერი წინ მაქვს და მთავარი განცდა ის იქნება, რაც პირველი თამაშის დაწყების შემდეგ დამეუფლება“.

პირველ სასტვენამდე კი ერთი დღეღა დარჩა და "ბორჯღალოსნების" მეტოქე წლევანდელი ექვსი ერის გამარჯვებული უელსის ნაკრები იქნება, რომელსაც პირველად 2 წლის წინ კარდიფში, „მილენიუმზე“ შევერკინეთ და ფრემდე (6:13) სულ ცოტა დაგვაკლდა:

„მოლოდინი დიდია, განსაკუთრებით, გულშემატკივრებში. მაგრამ ის, რაც 2017 წელს იყო, წარსულში დარჩა. ახლა სულ სხვა ადგილას ვართ, მსოფლიოს ჩემპიონატია და აქ წინასწარი პროგნოზირება ძალიან რთულია. უელსის შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის - წლევანდელი ექვსი ერის გამარჯვებულია, მოსამზადებელი პერიოდიც კარგად გაიარა, დაამარცხა ინგლისის ნაკრები და ჰქონდა კარგი ტესტები ირლანდიასთან“.

მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ამბიციური მორაგბე ფიქრობს, რომ საქართველო უელსთან უშანსოდ არ იქნება:

„გავარჩიეთ მათი და ჩვენი თამაში. ვცდილობთ, ყველა კომპონენტს მოვუყაროთ თავი და მაქსიმალურად ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ მათ გაუჭრელ დაცვის ხაზს და საუკეთესო შეტევას. წინასწარ პროგნოზზე, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის და გულშემატკივრისთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდეს. მოედანზე აქაც და დანარჩენ თამაშებშიც მოსაგებად გავალთ, მით უმეტეს, შოტლანდიასთან მატჩში ვნახეთ, რომ როცა ბურთს ვიჭერთ, საკმაოდ სახიფათოები ვართ და შევეცდებით, მაქსიმალურ წნეხში გვყავდეს მეტოქე“.

ელოდეთ სიურპრიზებს

მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" მთავარი კოზირი ძლიერი შერკინება რომ უნდა იყოს, სიახლე არავისთვისაა. ეს მეტოქე გუნდებმაც იციან და ჩვენი ძლიერი მხარის განეიტრალებას ეცდებიან, თუმცა ბექა ამბობს, რომ მეტოქეებს სიურპრიზები ელით:

„ჩვენი მიზანი ისაა, რომ თამაში კვლავ შერკინებაზე იყოს აწყობილი, მაგრამ ეს მეტოქეებმაც იციან და ყველანი სწორედ ამ იარაღის წინააღმდეგ იბრძვიან. დარწმუნებული ვარ, როდესაც მეტოქეები ჩვენს თამაშს არჩევენ, პირველი მოლი და შერკინებაა, რასაც ყურადღებას აქცევენ. იმედი მაქვს, რომ ამ კომპონენტებში ჩვენი უპირატესობა მაინც უპირობო იქნება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული სიურპრიზები, რომელთაც მოედანზე იხილავთ“.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში ოთხი წლის წინანდელი შედეგის გამეორებას, ანუ ორი თამაშის მოგებას, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურის ნაადრევად მოპოვებას გეგმავს. მაგრამ წელს ჩვენი გუნდი აღარავისთვისაა სიურპრიზი და „მოსაგებთა კატეგორიაშიც“, ურუგვაისთან ერთად ფიჯის ძალიან ძლიერი ნაკრები შეგვხვდა:

„ფიჯი წელს ისეთ ფორმაშია, რომ ჯგუფიდან გასვლაზე აქვს პრეტენზია, რაც ჩვენთვის ზედმეტი საფრთხეა. მათ ჰყავთ ინდივიდუალურად ძალიან მაგარი მოთამაშეები, მაგრამ კოლექტიური თამაში უჭირთ. ისინი არეულ თამაშში არიან ძლიერები, მაგრამ თუ შევძელით მათთან ბურთის დაჭერა, სტატიკურ ფაზებში უპირატესობის მოპოვება, რაც ჩვენი კოზირი უნდა იყოს, შედეგი აუცილებლად იქნება. თუმცა ეს სამომავლო საქმეა. ფიჯიმდე ორი რთული თამაში გველის, ამ ეტაპზე კი, მთავარი ყურადღება უელსზე გვაქვს გამახვილებული“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს