2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.

საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.


სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.

64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.


თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) -  მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)

უელსი - საქართველო 43:14

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 98 /
ჰეიგმა ვერ შეძლო ახალი თაობის გაზრდა (პრობლემები სად და რაში იმალება მას უნდა გამოეაშკარავებინა და არა ჩვენ,ზუსტად მაგისთვის იღებს ჯამაგირს ჩვენი ბიუჯეტიდან)
როდესაც გუნდიდან წასული"პენსიონერი" გორგოძის დაბრუნების ამბავი გავიგე მივხვდი რომ ახალი თაობა არ არსებობს და ქართული რაგბი კრიტიკულ მდგომარეობაშია პროგრესის მაგივრად,,,,
ვოვა
25 სექტემბერი 2019 15:26
3
კი გამოჩნდს რაგბი ვისი თამაშიც არის ! უელსის და ინგლისის, ხო და კიდევ ფეხბურთელებს ნუ ადარებთ , საფრანგეთთან ფრე, ესპანეთთან მოგება , იტალიასთან ფრე, გვაქვს ფაქტიაბეს შედები, რაგბიში კი ვერასროს ვერ მოვუგებთ ბობილებს !! თუნდაც ტესტმატჩებში მეცხრე შემადგენლობა რომ გამოყავთ !! ადე რომ რუსეთი და რუმინეთის მეტი არც გვეკუთვნის !!! ფაქტია , დისლაიქებით თუ რამე შეიცვლება წერეთ რანდენიც გინდათ
დოდო
25 სექტემბერი 2019 11:49
8
ესპანეთთან სამარცხვინო და ანტიფეხბურთის თამაშს ასეთი წაგება მირჩევნია რაგბში.
გიორგი
26 სექტემბერი 2019 00:08
0
დიახ მეგობრებო გამოჩნდა რომ არაა ჩვენი საქმე ბაქიბუქი! იქ ვართ სადაც ვართ!! ყველა ვინც მართლა რაგბს თამაშობს უშანსოდ გვიგებს, რუმინეთის და გერმანიის დამარცხება არ ნიშნავს რომ მაგრები ვართ! არ ვართ და ვაღიაროთ !!! მაგარი გუნდები არიან უელსი, ირლანდია,ძელანდია , საშუალო გუნდები არიან , ფიჯი, იტალია, არგენტინა ! ჩვენ ვართ სუსტები და ვართ კიდეც სუსტებთან !!! მოგვცეს რაგბის მამებმა 100 შანსი მაგრამ ყველასთან უშანსოდ დავმარცხდიყ ! ასე რომ დიდი არაფერი გუნდი არ ვართ მოდი შევთანხმდეთ
დათა
24 სექტემბერი 2019 12:37
10
დემაგოგი ხარ შენ და ეს ცბიერი ბუხრიკა და მეტი არაფერი , ვითომ არ იცით რაგბი და ქართველთა წარმატებები და პოტენციალი ამ ყველაზე ვაჟკაცური სპორტში , აბაა ,,სუსტები,, ვართ რაგბში, ხომ ?! და უნდა დავანებოთ თავი, არაა ?! - ცნობისათვის- რაგბს მრავალი ერი ვ ე რ თამაშობს- განსაკუთრებული, სიმამაცე, ენერგია, თავდადება, შემართება, ინტელექტი, გონი ჭირდება ... ასე რომ ნუ ინერვიულებთ, და შეურავყოფ სიტყვებს შეეშვით,აჯობებს თქვენთვის!
გლახუნა
25 სექტემბერი 2019 01:32
3
გეთანხმები 100 პროცენტით.საქართველო არის საშუალოზე დაბალი დონის გუნდი და დაეშვით მიწაზე რეიტინგში იმიტომ ვარ 13 ადგილზე რო უბრალოდ ბევრ ქვეყანაში რაგბს საერთოდ მოყვარულის დონეზე თამაშობენ რეალობა ესაა რაცაა.რა 6 ერი ამათ 6 ერში რაუნდათ.ეგ იგივეა ფეხბურთში სანმარინო გააქანო და ჩასვა მსოფლიოზე.ვინმე უყურებთ სანმარინოს თამაშს.ესეთი დაბალი დონის გუნდები ინტერესს კლავენ.6 ერი იმიტომ არის კარგი საყურებელი რო იქ არიან გუნდები რომლებიც ასევთქვათ კარგ სანახაობს ქმნია და ეს სანახაობა იყიდე ამიხსენით საქართველოს მორაგბეები რა სანახაობას ქმნია.რატო უნდა უყურო ამათ თამაშს თუ ქართველი არ ხარ.ვინმეს მოგწოონთ ამათი თამაშიი?
Buxrika
24 სექტემბერი 2019 15:50
7
აუ რა გლოვაა გამოცადდა, ზარი ჩამოიკრა, ძაძით შეიმოსნენ, სახენი დაიხოკეს, და მიდის დოდება თუ ტირილი - ეს როგორ მოგვიგო უელსმა.

მოგვიგო იმიტომ, რომ ქვეყანა ათასჯერ განვითარებულია ყველაფრით, მათ შორის რაგბით და დიდი ხნის წინ გაიარა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ. თან თვითონაც ვითარდებია, გუშინდელს კი არ თამაშობენ.

აბა შოტლანდიამ რა თქვას - ლელო ვერ დადაე და პირიქით - ოთხჯერ დაულელოეს ირლანდიელებმა.

ცუდი ის არის, რომ მიდის რარძლიანი ლანძღა მწვრთნელის თუ მოთამაშეების. აბა ერთი გაიხსენეთ ტქვენ რაში ჩადეთ ამდენი შრომა და გული, რომელ თქვენს საზოგადო საქმეში?

ლევანი
24 სექტემბერი 2019 09:47
9
სს- განვითარებული რომ არის გერმანია, ესპანეთი და რომ ვერ გვიგებს- ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ სერიოზული პოტენცია გვაქვს ,მთავარია ეროვნულ ჩემპიონატში დიდი ფული ჩავდოთ , კონკურენტული, მით - ძლიერი გავხადოთ და ...ტოპ-10-ულში შევალთ. - მაინც ასე არა-ადეკვატურად რატომ მსჯელობთ, ანუ უკუღმა ?!
გლახუნა
25 სექტემბერი 2019 01:45
0
ლევანი - მართლა ვერ ხვდები - რუსული დემაგოგია - პროპაგანდის მანქანა ამ ვაჟკაცური სპორტის სახეობის წინააღმდეგა-ც რომ დაიწყეს ?! ჩეულებრივ უკიდურესი ცბიერებით და ცინიზმით მისი დაუსუსურებისათვის - კრემლს ყელში აქვს გაჩხერილი ქართული რაგბი და ... აბა კარგად დააკვირდი- კრიტიკა კი აღარ არის - ღვარძლი, სიძულვილის ნთხევა , თან სიტყვები როგორ ეპარებათ - ,,თქვენი თამაში არ არის რაგბი,, და ,,თქვენ,, ,,ესენი,, ,,არ
იცით რაგბი,, ... - რომ ხმარობენ -ეს ჩვეულებრი ქართული ენის მცოდნე, ან გვარებგადმოკეთებული საქართველოს სახელმწიფოს მტრები არიან, შეიძლება ვლადიკავკაზიდანაც - ნუ ვიქნებით ბრიყვები - ასეთი სიბრიყვე უკვე დაუშვა ერმა 2012 წელს და მე-7-ე ,,სუპერ წელს -რა დღეში არის ქართველობა და ,,სახელმწიფო,, უკვე 700 000 ქართველი გავიდა საქართველოდან, 1500 000 ბავშვი შიმშილობს, უკიდურესად დაუსუსურებული სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩამოშლილი ყოველგვარი სახელმწიფო უსაფრთხოება, მით მოშლილი ეკონომიკა და ... სრული უპერსპექტივობა. სწორად დაუსუსურებულ - დაკნინებული რაგბი ჭირდება-თ ამათ ,რადგან რაგბი ხომ შემართებაა, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ენერგია, ინტელექტი , გუნდურობა ...ერის პოტენციის მაგალითია, რაც ერს მხოლოდ აძლიერებს და ამტკიცებს და ეს ა რ ჭირდებათ - მტრებს და უკვე ,,მუშაობენ,, ჩვეული რუსული დემაგოგია- პროპაგანდით. პ.ს. დღეს ეს დასკვნა შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენო-თ, მაგრამ -აბათუნდაც - რ ო გ ო რ ახსნი - ბოლო დროს ამოქმედებულ არსებულ ღ ვ ა რ ძ ლ ს ქართული რაგბის სამყაროს, რაგბისტების წინააღმდეგ (?!) - კრიტიკა, თან ძალიან მწვავე მისაღები და აუცილებელია, მაგრამ ღვარძლი- სიძულვილი ?! აბა რ ა ტ ო მ - რა მიზეზით და მიზნით ?!

გლახუნა
24 სექტემბერი 2019 14:08
1
ყველა გამოხმაურება
ფეხბურთელების სინდრომი არ გადაეცეს ჩვენს რაგბისტებს - მერამდენე თამაშია უაზროდ ვთმობთ პირველ ტაიმს, მერე დიდი ძალისხმევით უნდა ამოვქაჩოთ, როგორმე, რომ ანგარიში პრესტიჟული სხვაობით დავასრულოთ.
პანაცეას ვერ შემოვთავაზებ ვერავის, რაგბში ბევრად ჩახედული ხალხი გვყავს საქართველოში, მაგრამ მწვრთნელი და ფედერაციის ხელმძღვანელი შესაცვლელია. ნაკრების რეგრესი სახეზეა. სამწუხაროდ!!!
მერაბი
24 სექტემბერი 2019 09:32
3
გმადლობთ ასეთი აკადემიური შეფასებისთვის.
ზაზა
24 სექტემბერი 2019 11:19
0
ამ თამაშშიც აშკარად გამოჩდა,რომ ჩვენი ნაკრების სისუსტეა ხაზის მოთამაშეები,ხოლო მორკინალეებთან ბობოლებიც კი ვერაფერს ხდებიან.რამდენი ხანია ამ პრობლემას ვერ ან არ ვაგვარებთ.რა გახდა ასეთი მოუგვარებელი?
+
24 სექტემბერი 2019 08:57
0
შოტლანდია რომლემაც ერთი ამოსუნტქვით მოგვიგო 2 თამაში ირლანდიასთან მხოლოდ 3 ქულა აიღო. ძალიან დაბალი დონე გვაქვს როგორც ჩანს. ისევ ევროპელები თუ გვიშველის და მე-7 ერს დაამატებენ, რომ მათთან ჭიდილში რამე ვისწავლოთ. მეორე საკითხია საქართველოში რა ხდება გვყავს შესაბამისი მმწრთვნელები ვინც ბავშებს ასწავლის თამაედროვე რაგბს?
სოლომონი
24 სექტემბერი 2019 07:22
2
შოტლანდია რომ ჩვენზე ძლიერია რათ უნდა მტკიცება, ვითვალოთ ეხლა ლელეობი?
kico
24 სექტემბერი 2019 15:15
0
შესაშური ლოგიკაა, მეტი რომ არ შეიძლება.
ირლანიამ ოთხი ლელო დაუდო შოტლადიას ფა შოტლანდიამ ვერცერთი - სხვაობა 4 ლელო ნულის წილ. ჩVენ უელსს დავუდეთ 2 ლელო (რაც ვერ გააკეთა შოტლანდიამ) და აქაც სხვაონაა 4 ლელო.

აქედან დასკვნა - შედეგით გავუტოლდით შოტლანდიას და არ არის საჭირო პანაშვიდების გამოცხადება. წინ გველოდება წარმატებებიც.

პატივისცემით
იდალგო
24 სექტემბერი 2019 11:25
3
საქართველოს მსოფლიო დონის მორაკბე არ ყავს და არც ყოლია არასდროს და რაღაც ზღაპრებში და ღრუბლებში ნუ ხართ.ერთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდია რო.ელსაც არც ტემპი არც კლასი არც ტექნიკა და არაფერი აქვს ნორმალურიი.
Dato
24 სექტემბერი 2019 04:49
11
ჩილაჩავა არ მიყავდათ მსოფლიოზე, მეორე ტაიმში როგორც კი შემოვიდა ცეცხლი დაანთო ამ ბიჭმა, შერკინება მსოფლიო დონის გვყავს, აი უკანა ხაზი ძალიან სუსტია, ლობჟანიძე ნაკრებში თამაშს საერთოდ არ იმსახურებს, თედოს კიდე პირველ ტაიმში რა ჭირდა ვერ მივხვდი... უელსთან წაგება არაა ტრაგედია დიდი ანგარიშითაც, მთავარია ჩვენი მოსაგები მოვიგოთ...
musenbezi
24 სექტემბერი 2019 00:44
1
ფედერაციის პრეზიდენტია პირველ რიგში შესაცვლელი,რაც ეს კაცი აირჩიეს პრეზიდენტად,მის მერე ნაბიჯით არ წავწეულვართ,უფრო მცოდნე და რაგბის მოყვარული ხალხი უნდა მოვიდეს სათავეში,პოტენციალი კი არის ამ ქვეყანაში.
ზას.
23 სექტემბერი 2019 22:42
5
მართალია. რაგბის კავშირის პრეზიდენტი ძალიან დაბნეული და ინერტულია.
გიორგი
24 სექტემბერი 2019 09:01
0
ზას. 100% ხარ,სვანიძე მარტო ატკატებზე ფიქრობს,აბა რატომ ,,აფინანსებს,, მკვდარ სულებსა და გუნდებს, რომლის ,,მოთამაშეებს,, თამაშის კრებენ 12 -13 კაცს და188-0-ს 111-3-ს. 125-0-ს აგებენ.პოტენციალი გვაქვს,ფედერაციააგასაწმენდი და გასაკონტროლებელი...
Gurilo
24 სექტემბერი 2019 08:37
0

სიახლეები პოპულარული