2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.

საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.


სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.

64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.


თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) -  მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)

უელსი - საქართველო 43:14

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 98 /
საქართველოს მსოფლიო დონის მორაკბე არ ყავს და არც ყოლია არასდროს და რაღაც ზღაპრებში და ღრუბლებში ნუ ხართ.ერთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდია რო.ელსაც არც ტემპი არც კლასი არც ტექნიკა და არაფერი აქვს ნორმალურიი.
Dato
24 სექტემბერი 2019 04:49
11
ეს ვითომ " რაგბის პროფესიონალები" მაგრები ხართ რა)) უელსთან როგორ წააგეს ასე ადვილადო. უელს, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას ვერასდროს ვერ გავუტოლდებით რაგბიში გინდა 6 ერში ვითამაშოთ და გინდა წელიწადში 10 ტესტ მატჩი ვატაროთ. ნაკრებმაც იცოდა დღევანდელ თამაშს რომ წააგებდნენ და ძალები დაზოგეს
moqalaqe
23 სექტემბერი 2019 20:27
23
რა თქმა უნდა ბობოლებთან გატოლება ჯერ ადრეა და მაგაში გეთანხმები. მაგრამ იმაში რო ძალები დაზოგეს ვერა ძმაო. რაც შეეძლოთ მთელი ძალით კი ითამაშეს მარა თავს ზემოთ რო ძალა არაა ის თემაა რა... თან უელსი წელს მაგარ ფორმაშია და გასაკვირი არაფერია.
მიროსან
23 სექტემბერი 2019 21:02
3
ცა და დედამიწა...
თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი იღონეს... თავს ზემოთ ძალა არაა... და კიდევ - ახალი მწვრთნელი გვჭირდება!
ILIA
23 სექტემბერი 2019 20:22
7
ვერ გავიგე რას ნიშნავს რაგბი მსოფლიოში კიდევ სამოყვერულო დონეზეა? რა პროფესიონალი რაგბისტები არ არსებობენ შენი გაგებით? ათას სისულელეს წერენ ხოლმე ამ კომენტებში
glot
23 სექტემბერი 2019 16:51
5
Jer gatishet myvdeo arayirebiebt xalxs ert imeds emigrantebs ro ragbs vuyurot...shemdeg xalxno unda sheignot argvyavs cjven imdonis gundi ro liderebs konkurencia gauwiot didi 10 gundebis 3_4 sastavs tu movugebt tore rusetis da belgiis da germaniis garda chven visvugebt fuli cjado bizinam mivesalmebiii magram sanam ragbisti sigarets mowevs planis qeshi ilnebaa arciocnebot did gundebtan mogebebiii nakrebshiii arian bicjebiii romlebic ewevian mosawevvs da magann raunda itamshosss xalxooooo mitxarittt
Germaniidan
23 სექტემბერი 2019 16:44
8
ინტერნეტში ნახეთ 1 ტვ.გე.ის აჩვენებს საქართველოში,მაივიდეოზე კი ბლოკირებულია ხოლმე.
სოსო
23 სექტემბერი 2019 17:01
3
შოტლანდია რომლემაც ერთი ამოსუნტქვით მოგვიგო 2 თამაში ირლანდიასთან მხოლოდ 3 ქულა აიღო. ძალიან დაბალი დონე გვაქვს როგორც ჩანს. ისევ ევროპელები თუ გვიშველის და მე-7 ერს დაამატებენ, რომ მათთან ჭიდილში რამე ვისწავლოთ. მეორე საკითხია საქართველოში რა ხდება გვყავს შესაბამისი მმწრთვნელები ვინც ბავშებს ასწავლის თამაედროვე რაგბს?
სოლომონი
24 სექტემბერი 2019 07:22
2
შესაშური ლოგიკაა, მეტი რომ არ შეიძლება.
ირლანიამ ოთხი ლელო დაუდო შოტლადიას ფა შოტლანდიამ ვერცერთი - სხვაობა 4 ლელო ნულის წილ. ჩVენ უელსს დავუდეთ 2 ლელო (რაც ვერ გააკეთა შოტლანდიამ) და აქაც სხვაონაა 4 ლელო.

აქედან დასკვნა - შედეგით გავუტოლდით შოტლანდიას და არ არის საჭირო პანაშვიდების გამოცხადება. წინ გველოდება წარმატებებიც.

პატივისცემით
იდალგო
24 სექტემბერი 2019 11:25
3
შოტლანდია რომ ჩვენზე ძლიერია რათ უნდა მტკიცება, ვითვალოთ ეხლა ლელეობი?
kico
24 სექტემბერი 2019 15:15
0
Afrasidze. kveseladze.
Iva
23 სექტემბერი 2019 17:18
1
და ჩილაჩავა
გიორგი
24 სექტემბერი 2019 10:24
0
ვინერვიულე და გული მწყდება ძალიან, მაგრამ სულ ასე იქნება, ვიდრე უსამართლობა რაგბიში არ დასრულდება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

გვაკლია გამოცდილება დიდ გუნდებთან თამაშისა და მორჩა რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გია
23 სექტემბერი 2019 17:08
6
კი გამოჩნდს რაგბი ვისი თამაშიც არის ! უელსის და ინგლისის, ხო და კიდევ ფეხბურთელებს ნუ ადარებთ , საფრანგეთთან ფრე, ესპანეთთან მოგება , იტალიასთან ფრე, გვაქვს ფაქტიაბეს შედები, რაგბიში კი ვერასროს ვერ მოვუგებთ ბობილებს !! თუნდაც ტესტმატჩებში მეცხრე შემადგენლობა რომ გამოყავთ !! ადე რომ რუსეთი და რუმინეთის მეტი არც გვეკუთვნის !!! ფაქტია , დისლაიქებით თუ რამე შეიცვლება წერეთ რანდენიც გინდათ
დოდო
25 სექტემბერი 2019 11:49
8
ესპანეთთან სამარცხვინო და ანტიფეხბურთის თამაშს ასეთი წაგება მირჩევნია რაგბში.
გიორგი
26 სექტემბერი 2019 00:08
0
ჰეიგმა ვერ შეძლო ახალი თაობის გაზრდა (პრობლემები სად და რაში იმალება მას უნდა გამოეაშკარავებინა და არა ჩვენ,ზუსტად მაგისთვის იღებს ჯამაგირს ჩვენი ბიუჯეტიდან)
როდესაც გუნდიდან წასული"პენსიონერი" გორგოძის დაბრუნების ამბავი გავიგე მივხვდი რომ ახალი თაობა არ არსებობს და ქართული რაგბი კრიტიკულ მდგომარეობაშია პროგრესის მაგივრად,,,,
ვოვა
25 სექტემბერი 2019 15:26
3

სიახლეები პოპულარული