მსოფლიოს თასის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსანმა" ბექა გორგაძემ გააკეთა.
"პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ქულა გავუშვით და მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ. შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის შეცდომები გამოვასწოროთ.
პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში ვთქვით, რომ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა და შესვენების შემდეგ მოედანზე ყველაფერი დავდეთ. ძალიან კარგია, ორი ლელოს გატანა რომ მოვახერხეთ და იმედია, მომავალში უფრო მეტს გავიტანთ", - ციტირებს გორგაძეს საქართველოს რაგბის კავშირის საიტი.
უელსელები პედლიდან აღებული ფეხით 2 ულამაზეს ლელოს იტანენ
მელიტონის გაწვრთნილი გუნდი კი,,,,, ეჰ ამით ამაყობს და იმედზეა რომ წარმატებები შემდეგ მოსახვევებში ელოდებათ :(