მილტონ ჰეიგი: საქართველო ჩვენი სახლი იყო და გადასვლის პროცესი რთული იქნება

AutoSharing Option
"მსოფლიო რაგბიმ" "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებს, სტატია მიუძღვნა:

"მწვრთნელისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრების 8 წელიწადი "ბორჯღალოსნებს" მიუძღვნა, უსიამოვნო მომენტი დგება. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად იაპონიაში გადადის, სადაც ახალი გამოწვევები ელოდებათ.

2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსთან განცდილი მარცხის მეორე დღეს ჰეიგი ჯერ კიდევ სრულადაა კონცენტრირებული საქართველოს ნაკრების თამაშზე, რომლის მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო დღეებს ატარებს. მისი მიზანი D ჯგუფში ორი თამაშის მოგებაა, რათა 2023
წლის მსოფლიო თასზე ავტომატური კვალიფიკაცია მიიღოს.

თუ მოლოდინი გამართლდა, ოთხი წლის შემდეგ საქართველოს საფრანგეთში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რადგან 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ მილტონ ჰეიგი იაპონიის ტოპ-ლიგის კლუბ "სანტორი სანგოლაიტს" ჩაიბარებს.

ახალზელანდიელმა მეუღლე ანჟელიკთან და ორ გოგონასთან - მოლი და ლილისთან ერთად, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ ქართულად, საქართველოში 8 წელი გაატარა.

"საქართველო ჩვენი სახლი იყო და გადასვლის პროცესი რთული იქნება. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მწამს, ჩემი დრო მოვიდა. ვფიქრობ, ქართველ მორაგბეებს ახლა ვინმე სხვა სჭირდებათ" - ამბობს ჰეიგი, რომელმაც "ლელო" მებრძოლი გუნდიდან კონკურენტუნარიან გუნდად აქცია.

2015 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლების მოპოვების შემდეგ ის ტკბებოდა ტონგასთან ცნობილი გამარჯვებით, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ჰეიგის თქმით, 14 წლის განმავლობაში გამომცემლობით ბიზნესსა და კორპორატიულ სამყაროში მუშაობა მას დაეხმარა იმ ფილოსოფიის შემუშავებაში, რომელსაც ის სამწვრთნელო კარიერაში იყენებს:

"ადრეულ ასაკში ჩემმა ყოფილმა მენეჯერმა მასწავლა - "მნიშვნელოვანია ის მემკვიდრეობა, რომელსაც თქვენ შემდეგ დატოვებთ და არა ის, რას აკეთებთ ამჟამად". საქართველოს ნაკრებიდან კმაყოფილების შეგრძნებით მივდივარ, რადგან ყველაფერი გავიღე იმისათვის, რომ ეს ბიჭები უკეთესები გამხდარიყვნენ. თავი სრულად დავუთმე სამსახურს. ჩემი ოჯახი სრულად შეერწყა ქართულ კულტურას და ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილნი გავხდით".

ჰეიგმა 2017 წელს იაპონურ კლუბ "ქენონ იგლსისგან" ხელსაყრელი წინადადება მიიღო და "ლელოს" დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადააფიქრებინა.

მისმა მეგობარმა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაცვის უფროსია, ჰეიგს სთხოვა, რომ მათთან მისულიყო და რაგბიზე შეყვარებულ 170 თანამშრომელს გასაუბრებოდა:

"ისინი გამუდმებით მადლობებს მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს სამუშაოს შესანიშნავად ვასრულებ. ისინი ამბობდნენ - "ჩვენ ვხედავთ, როგორ უდგებით საქმეს. ეს თქვენთვის უბრალოდ სამუშაო არ არის. თქვენი ოჯახი აქაა და საქართველოს სახლად თვლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ ქართველი ხართ".

მაშინ მივხვდი, რომ თუ მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე გუნდს დავტოვებდი, ვერ შევასრულებდი ჩემს საქმეს და ბევრ ადამიანს დავაღალატებდი. ამის გაკეთება არ მინდოდა. როდესაც ამ შეხვედრიდან წამოვედით, ჩემმა ცოლმა მითხრა: "არსადაც არ მივდივართ, ჩვენ ვრჩებით". და სულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო".

მას შემდეგ ორი წელიწადი გავიდა და ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედო ჯოუნსთან მეგობრობამ ჰეიგი სხვა იაპონური კლუბის წინადადებასთან მიიყვანა, რასაც ახალზელანდიელი ამჯერად დათანხმდა:

"ედისთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ "სანტორისგან" საინტერესო წინადადება იყო. იაპონიაში მუშაობა ყოველთვის მინდოდა და ეს ჩემი მეორე შანსი იყო".

სამშობლოსთან შედარებით ახლოს ყოფნა, სადაც ცხოვრობენ მისი დედა და ნათესავები, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ასევე, შესაძლებლობა მისი გოგონებისთვის, გასცნობოდნენ ახალ კულტურას. ისინი უკვე ცხოვრობენ და სწავლობენ ტოკიოს საერთაშორისო სკოლაში.

ჰეიგს "სანტორისთან" 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მან ივნისში კლუბთან ერთად უკვე გაატარა ერთი კვირა:

"მსურდა, საკუთარი თვალით მეხილა, როგორ მუშაობს კლუბი; გავცნობოდი პერსონალს, რადგან მსოფლიო თასის დასრულებიდან ორ თვეში, იაპონიის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ორი თვეა. მე მათ ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინათ, სანამ შევუერთდები და ეს ყველაფერი უკვე სრულდება, "სანტორის" რამდენიმე მწვრთნელი თბილისში იყო ჩამოსული, რათა ენახათ, როგორ ვმუშაობთ".

ჰეიგმა არ იცის, ვინ შეცვლის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შესაბამის კანდიდატურას მიიზიდავს.

"იაპონიაში ყველა ზრდილობიანი და მოწესრიგებულია, ყველაფერი სტრუქტურულადაა აწყობილი. საქართველოში ასე არ არის. მაგალითად, მიძრაობას თუ შეხედავთ, საქართველოში ეშმაკებივით დადიან, მაგრამ მაინც სულ მოძრაობენ. ქვეყანაც სულ მოძრაობს. შესაძლოა, ეს ქაოტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მოძრაობას განაგრძობს".

იაპონიაში ჰეიგი მოუთმენლად ელოდება გოლფის თამაშს, თუმცა ოჯახი მის პრიორიტეტად რჩება:

"ჩვენ მხოლოდ ცოლ-ქმარი კი არა, საუკეთესო მეგობრებიც ვართ. ის და ორი ქალიშვილი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ამის შემდეგ უმნიშვნელოვანესი გუნდია, რომლის მოთამაშეები უკეთესი უნდა გავხადო".

"რაც შეეხება საქართველოს, კიდევ ერთი კარგი მსოფლიო თასი უნდა ჩავატაროთ, რათა ქართული რაგბი წინ წავწიოთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობა გაწეული სამსახურისთვის, მოთმინებისთვის და ჯაფისთვის.
წარმატებებს გისურვებთ!
ლადო
26 სექტემბერი 2019 11:52
2
მე მგონი ყველაზე კეთილსინდისიერი უცხოელი სპეციალისტია,ვისაც კი საქართველოში უმუშავია.კაცმა აქ გაატარა 8წელი.აბა ვაისია---ტურისტად რომ ჩამოდის.თვითონ კი დადის ჩვენს ხარჯზე ევროპაში,რა ენაღვლება.ერთი აშშ-ი ვერ ჩამოვიდა,რომ დააკვირდეს ვაკოს და კაშიას.ეტყობა დიდ გზას ვერ იტანს....ეროპაში იცოცხლე.
კახა ქ.
26 სექტემბერი 2019 01:34
6
მილტონ მადლობა ესეთი თბილი სიტყვებისთვის კაი პიროვნება ხარ ეჭვიც არ მეპარება მაგრამ როგორც მწვრთნელი მსუბუქათ რომ ვთქვა სუსტი ხარ და არ ხარ შენ რაგბის სპეციალისტი ! გუნდი მოუმზადებელი ატარებს მსოფლიო ჩემპიონატს მთელი მსოფლიო გვიყურებს ერთი შერკინება გვყავდა ძლიერი რგოლი და ეგეც მოშლილია ! ინგლისში საფრანგეთში სად აღარ ჩაატარე შეკრება ?
8 წელია გუნდი ჩაიბარე გუნდს სათამაშო სისტემა ვერ მოარგე!!!!! :|
ჩემი ეროვნული ნაკრების “მწვრთნელი” ხარ სამი თამაში დაგრჩა და წარმატებებს გისურვებ!
წარმატებები ბიჭებო !



Best
25 სექტემბერი 2019 23:20
24
ეგრე ვიძახდით კოკოშკოვზე წავიდეს ჩვენი დონე აღარ არისო და ჩვენ ვერცერთი პრინციპული თამაში ვერ მოვიგეთ მაგის მერე და იმ კაცმა სლოვაკეთს ევროპა მოაგებინა. ნუ ვიქნებით უმადურები და კარგად დავაფასოთ ადამიანების შრომა.
ქარ
25 სექტემბერი 2019 22:12
4
სლოვენიას
გია
26 სექტემბერი 2019 00:56
0
სლოვენიას და არა სლოვაკეთს:დ დიდი განსხვავებაა
თემო
25 სექტემბერი 2019 23:16
2
გორგოძე კიარა..

ათი, თხუთმეტი - აბჟანდაძე, აფრასიძე და მოდებაძე გვჭირდება!


ჩვენი ლოზუნგიც ისევ უკან(წარსულში) იყურება ვიდრე წინ(მომავალში) - "მიაწვა"(და ხოხვა მოედდანზე)
მიაწვა კიარა, "გაიქცა" - "იფრინა" !
Biannkoneri
25 სექტემბერი 2019 20:13
7
ოდნავ ვინც თამაშობს რაგბს ყველა ხვდება მსოფლიოზე დაჟე რუსეთიც.მე ვკითხე სხვადასხვა დროს იტალიელს(სპორტულ ჟუტნალისტს) რუსს (პეტერბურგელ მათემატიკოსს და ზენიტის ქომაგს)და არგენტინელს (რასინგის ფანს)რომლებსაც სპორტი კარგად ესმოდათ, დამისახელეთ თქვენი ქვეყნის მთავარი მორაგბე-მეთქი და ვერც ერთმა ვერ მითხრა რადგან უბრალოდ არ აინტერესებთ,ძალიან არაპოპულარული სპორტია. იტალიელმა მითხრა წარმოდგენა არ მაქვს რაგბის წესებზეო ფეხბურთზე კალათბურთზე ხელბურთზე ფრენბურთზე ჩოგბუთზე ვწერ და არც კი მინახავს რაგბის თამაშიო.იგივე პასუხებია რუსეთში, არგენტინაში.ურუგვაელი არ მინახავს მაგრამ ზუსტად იმავეს მეტყვის, თუ ვიღაც კემბრიჯდამთავრებულ გამონაკლის ურუგვაელს არ გადავეყარე სადმე.ასე რომ მსოფლიოზე მოხვედრა დიდი ამბავი არ არის,ვისაც სპორტი ესმის და ერთ ოვალურ ნაჭუჭში არ იკეტება, ყველა დამეთანხმება ამაში.ოცი გუნდი თამაშობს ფინალურ სტადიას და კითხვა მაქვს ამ ოცი ყვეყნიდან რამდენში თამაშობენ სერიოზულად რაგბს?და რომელ ნომრად არის ეს სპორტი ვთქვათ ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ა.შ.შ. კანადა რუსეთი ურუგვაი არგენტინა იაპონია .. ვინც რაგბს თამაშობს და ვისმა მოქალაქემაც ზეპირად იცის თავის ნაკრების მორაგბეები ყველა თავზე გახევს იმ ოვალურ ბურთს და ასე შვეიცარიამაც შეიძლება იძახოს ჰოკეი ჩვენი თამაშიაო, უკეთესი მიღწევები აქვს ბევრად ვიდრე ჩვენ რაგბის მსოფლიოებზე.
იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება უფრო ადვილია თუ სამთო ქიმიაზე?კონკურსში 10 000- ადგილზე 10 ადგილი როა იქ უფრო ადვილად აბარებ თუ 200 მსურველზე 100 ადგილი როცაა?
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
25 სექტემბერი 2019 17:44
63
ჰეიგის ადამიანობაში და სიკეთეში ეჭვს ვერ დავიბადებ
არც პირადად ვიცნობ და ვერც დახასიათებას გაუწევ
პროფესიონალიზმში დიდი ეჭვი მაქვს რაც ჩაიბარა იმას(ან ცოტათი უარესს)ტოვებს
პროგრესს ვერ ვხედავ ახალ თაობას ვერ ვხედავ
მისი მოსვლაც გამეხარდა და წასვლამაც ახალი მომავლის იმედები გამიჩინა
გორგოძეს ვისურვებდი მომავალ მწვრთნელად!!!
ვოვა
25 სექტემბერი 2019 17:43
42
ჰეიგი კაცური კაცია , ვაფასებ და წარმატებები მას.
temo
25 სექტემბერი 2019 16:57
1
მადლობა გაწეული სამსახურისთვის!!!

Biankoneri
25 სექტემბერი 2019 16:46
1
საგზაო მოძრაობა მართლა კატასტროფული გვაქვს...ჰეიგ შენ კი არა ჩვენც შეწუხებულები ვართ მაგით. არ დაადგა საშველი რა. ვერ ვხვდები რა გახსა ასეთი პრობლემა რო ნელა ვიაროთ. სად გვეჩქარება. დღე არ გავა ვინმე არ მოკვდეს ან დაშავდეს ავარიით
თემო
25 სექტემბერი 2019 16:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული