საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის წაგების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნებს" 73.29 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება.

ქართველი მორაგბეების წინსვლა ფიჯის ნაკრების ურუგვაისთან წაგებამ განაპირობა. ამ მარცხის შემდეგ ფიჯის 4 ქულა დააკლდა, ხოლო ურუგვაის დაემატა და 19-დან მე-17 ადგილზე აღზევდა.

ფიჯის ნაკრები აქამდე მე-10 ადგილზე იყო, თუმცა სენსაციური მარცხის შემდეგ მე-12 ადგილზე დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს მსოფლიოს თასზე ჯგუფში მეორე მატჩს ურუგვაისთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფიჯიმ ავსტრალიას დიდი ბძოლა გაუმართა და პირველი ტაიმი 14-12 დაამარცხა!გაოცებული დავრჩი ფიჯელების პირველ ტაიმში მაღალი დონის რაგბის თამაშით.მათ ხომ ტოლსწორად ეთამაშეს კლასით გაცილებით მაღლა მდგომ მოწინააღმდეგეს და ტაიმიც კი მოუგეს!მაგრამ ვოლაბების კლასმა მეორე ტაიმში მაინც თავისი ქნა 39-21 ავსტრალიელების სასარგებლოდ.ურუგვაისთან კი ფიჯიმ ბევრი მორაგბე დაასვენა?ზუსტად აქედან სჩანს,რომ ფიჯელერბი ურუგვაისთან თამაშს დიდ მნიშვნელობას არ აძლევდნენ!

0
ფიჯის ნაკრების მიზანია ტიერ1 გუნდებთან ბრძოლა და კარგი თმაში,სხვაგვარად რომ იყოს ურაგვაისთან არ დაასვენებდა ავსტრალისთან ნათამაშევ ძირითადის მორაგბეებს.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული