დღეს, 29 სექტემბერს, იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის ეროვნული გუნდი დაამარცხა და მატჩის, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ქართველთა 9 ნომერი, გელა აფრასიძე იყო, რომელმაც შეხვედრის პირველ ტაიმში ძალიან ლამაზი მომენტი შემოგვთავაზა.
სწორედ ამ გარღვევას მოჰყვა "ბორჯღალოსანთა" პირველი შედეგიანი შეტევა და სანდრო თოდუას მიერ დადებული ლელო.
სასიხარულოა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, ორი ისეთი კარგი 9 ნომერი ჰყავს, როგორებიც გელა აფრასიძე და ვასილ ლობჟანიძე არიან. თან, აღსანიშნავია ის, რომ ორივე ძალიან ახალგაზრდაა.