საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
ეხ ბიძო ეგ 80 000 000 მილიონი სხვა რამეში ჩაგედო უკეთესი იქნებოდა
ქართველი
03 ოქტომბერი 2019 11:30
29
ავსტრალიას რომ მოუგოთ გვაქვს რაიმე შანსი?
jaba
03 ოქტომბერი 2019 11:29
16
რადრადრდა
03 ოქტომბერი 2019 11:35
0
რაგბი თურმე ჩვენი თამაში არ ყოფილა.. არადა ყველა პროფესორი გახდა- რაგბის!!!წაგების ყურება თუ არ შეგიძლიათ ნუ უყურებთ საერთოდ, სხვა სპორტს უყურეთ... რა ყველაფერი იცით ამ ქვეყანაზე... იმედია პროფესიონალები გამოვლენ და გვეტყვიან სწორად რატომ წავაგეთ.. რა უნდა გამოვასწოროთ..
zaali
03 ოქტომბერი 2019 11:29
23
ურუგვაიმ მოუგო ფიჯის.:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) არა კაცო,სადაა სპორტში თამაშების ჩაწყობა და ტოტალიზატორი? ზოგიერთებს,ნუთუ არ გრცხვენიათ თქვენი ნაწერის ამ მატჩის შემდეგ,რომ თითქოს ჩვენ რაღაც გველანდება.
+
03 ოქტომბერი 2019 11:28
16
არაფერს გერჩი ფიჯელო რადრადრა. მწვრთნელებო მიპასუხეთ რად? რად? რა?!!!...
SL
03 ოქტომბერი 2019 11:26
1
1.ზოგჯერ უკან უნდა დაიხიო რომ ძალიან წინ გაიქცე..
2.ჰეიგი ჯადოქარი არაა..
3.მათიაშვილს კვირიკაშვილი ჯიბეში ჩაისვავდა..
4.მამუკა ყველა თამაშში კი არ ამხნევებდა ბიჭებს არა!ედ ბევრა ლაპარაკობდა და ეს ახალბედებს აკომოლექსებს..
5. კაჭარავა,გორგაძე,მამუკა,თოდუა,ხმალაძე,აფრასიძემალაღურაძე მაგრაბი ხართ..
6მამუკაშვილი არასდროს მესიმპატურებოდა შერკინებაში ჟვანია ბევრად ჯობდა..
7.ჩილაჩავას და მჭედლიძეს რას ერჩიან?
აბჟანდაძე საუკეთესოხარ
შიო
03 ოქტომბერი 2019 11:25
8
ოღონდაც მადლობას და კმაყოფილები რითი ხართ.გადაგვირბინეს
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 11:25
3
რაგბი ჩვენი თამაშიაო - ამის თქმის უფელბას თავს არ აძლევენ ზელანდიელები, ავსტრალიელები, სამხრეთაფრიკელები და მოკლედ ვისაც შეიძლება ქონდეს რეალურად ამის თქმის ამბიცია.

მოკლედ მარტო ქართული სიმჩატე თუ იტყოდა ამას, მაშინ როცა მსოფლიოს ათეულშიც კი არ არ ვართ. არა უშავს, კარგი გაკვეთილია. მეტი მუშაობა, ნაკლები თავში ავარდნა, მეტი თავმდაბლობა და შედეგიც იქნება. გავამხნევოთ ბიჭები, გულით ითამაშეს მაგრამ თავზევით ძალა არ არის.
ლევანი
03 ოქტომბერი 2019 11:24
3
Rugby chveni tamashia......
Gio
03 ოქტომბერი 2019 11:23
17
შოტლანდიასთან ტესტებზე ეტყობოდათ კოჭებში რაც იქნებოდა ასე რომ არც გამკვირვებია დროა ახალგაზრდება ჩაანაცვლოს ძველები მამუკა რომ კიდევ საუკეთესო იქნება ამ გუნდში უკვე რაღაც ცვლილებების დროა.
dato
03 ოქტომბერი 2019 11:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული