საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასზე მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 12:17 დამარცხდა.

შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ შეტევებით დაიწყო და მატკავას რეალიზებული საჯარიმოთი დავწინაურდით. ქართველი მორაგბეები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ფიჯელებმა ანგარიშის გათანაბრების შანსი მე-14 წუთზე გაუშვეს, როდესაც საჯარიმო ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ შემდეგ საჯარიმო შორიდან ზუსტად შეასრულა ნინიაშვილმა. აქედან მოყოლებული მეტოქე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, 31-ე წუთზე კი ნინიაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბოლოს სწრაფი კონტრიერიშისას ტაბუცაძის დადებული ლელო არ ჩაითვალა
და პირველი ტაიმი 9:0 მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტრავმები მიიღეს ზამთარაძემ და ჯაიანმა და შეცვალეს.

შესვენების მერე მსაჯმა ფიჯელი რადრადა გაასინბინა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ლელო აქეთ მივიღეთ, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. მერე ფიჯელებმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენეს და წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ვიზავიმ ლელო-გარდასახვით ანგარიში გაზარდა. მე-80 წუთზე მეტოქის მორაგბე ტუისოვა გაასინბინეს, მატკავამ საჯარიმო ზუსტად შეასრულა, შეხვედრის დასასრულს ლელოს გატანის შანსი დავკარგეთ და წავაგეთ.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“
საქართველო – ფიჯი 12:17
საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 96 /
პრეზიდენტად - პრარაბი (გასაგებია ვისიც), გამგეობის თავმჯდომარედ - პარლამენტარი/ყოფილი მორაგბე, გამგეობის წევრი - პარლამენტარის (კობახიძის) მამა, მწვრთნელად - პრეზიდენტის ქვისლი, ჯამურად - აბსოლუტური ნეპოტიზმი!!!
ჰოდა, მგონი ყველაფერი გასაგებია თუ რატომ ვართ ...-ში. გამოსავალი? დავწერ მაგრამ აზრი არ აქვს, არარეალურია - მამუკა გორგოძე საჭიროა იყოს გამგეობის თავმჯდომარე, ილო ზედგენიძე პრეზიდენტად (ან ვისაც აირჩევს სარაგბო თემი), ჯამში - უნდა მოხდეს რაგბის კავშირის სრული დეპოლიტიზაცია და დაკომპლექტება პროფესიონალი მენეჯერებითა და მორაგბეებით. ეეჰ, სად ვარ, სად ვბანაობ ხომ? ოცნებებში წავედი... რა ვქნა, მე ასეთი საქართველო მინდა - სადაც ძმაკაცობა კი არა პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იქნება პირველ ადგილზე!
სიმართლე
16:12 02-10-2023
2
თუ მწვრთნელს არაფერი შეუძლია რომ შეცვალოს, მაისაშვილი შეუცვლელი რატომაა? სინამდვილეში,გუნდურ სპორტში მწვრთნელის დონე გადამწყვეტია. ჩვენი ბიჭები იმსახურებენ მართლა მაღალი დონის მწვრთნელს. მეორე და მესამეხარისხოვანი უცხოელი მწვრთნელი ვერაფერს შეგვმატებს. წარმატებას ფული სჭირდება.
გიორგი
15:39 02-10-2023
1

სიახლეები პოპულარული