საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
აუუუუუუუუუ, სად დაგვერხა, წადით ახლა და იტრაბახეთ, ესაა საქმე???
პაატა
03 ოქტომბერი 2019 11:09
8
ოთხი წლის წინათ, კლაივ ვუდვორიდი თავაზობდა რაგბის კავშირს, თქვენი ნაკრების მწვრთნელად წამიყვანეთო. ნეტა, ახლა თუ უნდა ვინმეს, მაგნაირს?
გაუცინარებული 3/4
03 ოქტომბერი 2019 17:29
0
არაფერსაც არ სთავაზობდა. ჩვენებმა შესთავაზეს და 1 თვეში რაგბის კავშირის წლიური ბიუჯეტი მოითხოვა.
????
04 ოქტომბერი 2019 19:56
0
ნატურალიზება და მრავალფეროვნება არა კვახი, ფეხბურთEლები უნდა მოიყვანო რაგბში რომ ცოტა ტექნიკა ტაქტიკა ამოქაჩონ და პირიქით კიდე რაგბიმაც უნდა გადაუსხას იმათ სისხლი რომ ბრძოლა შემართება და ვაჟკაცობა ასწავლონ. ასე მოვრიგდებით, აი სულ ეს არის ეს
Stfu Bl
03 ოქტომბერი 2019 17:24
6
არაუშავს ბიჭებო ფეხბურთელები გაგვახარებენ ირლანდიასთან.და საერთოდ ფეხბურთი ფეხბურთიი ფეხბურთიი
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 14:48
16
ეხლა ფეხბურთია ჩვენი თამაში?
გია
03 ოქტომბერი 2019 15:12
4
სექცია შეგეშალა ბრატ
მიროსან
03 ოქტომბერი 2019 22:02
0
რაგბი მხოლოდ გადართობად, პორტუგალიას და გერმანიას უგებენ,რა ბაზები მიიყვისეს რაგბმა,მაგრამ უკვე ყველა ფეხბურთს გადაეცემა,მობლუყუნე ტიპები ვინც წერდა ფეხბურთი არ გამაგონოთო უბრალოდ პატარა წრუწუნები არიან ეკრანს უკან დამალულები
იკა
03 ოქტომბერი 2019 14:44
17
რა ძიუდო რა შტანგა სათამაშო სახეობებზე გვაქ საუბარი .სად ტალახაძე და სად რაგბი.შვიდი მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში გყავს კალათბურთში თუ ხელბურთში.
zaza
03 ოქტომბერი 2019 12:22
6
ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტს ნუ ურევთ ერთმანეთში!
ლევანი
03 ოქტომბერი 2019 12:48
1
ურუგვაიმ მოუგო ფიჯის.:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) არა კაცო,სადაა სპორტში თამაშების ჩაწყობა და ტოტალიზატორი? ზოგიერთებს,ნუთუ არ გრცხვენიათ თქვენი ნაწერის ამ მატჩის შემდეგ,რომ თითქოს ჩვენ რაღაც გველანდება.
+
03 ოქტომბერი 2019 11:28
16
ლობჟანიძე კვესელაძის დუეტი დღეს რაღაცით წააგავდა ინიესტა მესის ტანდემს?
ლუი
03 ოქტომბერი 2019 11:34
0
აია-ს ამ გუნდთან შედარება კრიმინალია!!!
თავზე ბუზს არ იფრენდა და იმ პერიოდის ეუროპის ტოპ გუნდებს თავისუფლად გადათელავდა საშუალება რომ მიცემოდათ....
საქართველოზე შემდეგი ტაიფუნი ავსტრალიიდან მოდის?!!
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 14:31
6
გული არ დაიწყვიტოთ ქართველებო! რაც მთავარია რუსებს ხომ ვუგებთ! ლომები ვართ ნამდვილი ლომები!
ზვიადი
03 ოქტომბერი 2019 13:33
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული