საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
დარწმუნებული ვარ,საღად მოაზროვნე შანსებს სულ ცოტა 60/40-ზე აფასებდა ფიჯის სასარგებლოდ. ამიტომ მარცხი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ამას დაემატა თაობათა ცვლა, ცუდი კალენდარი და ეგ არის. უბრალოდ ძალიან გულსატკენია ამხელა ანგარიშით წაგება. ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, მოსაყვანია ახალი მწვრთნელი და შეიძლება ამან პატარა ჩავარდნაც გამოიწვიოს, ეს გარდაუვალია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ
: )))))))
03 ოქტომბერი 2019 12:20
1
ტაქტიკა უნდა შევცვალოთ რაგბშიო რო წერთ.მაშინ ყველაზე კარგი ალტერნატივა იქნება თუ მთავარ მწვრთნელათ ნონა გაფრინდაშვილს დავნიშნავთ!!)))
გურამი
03 ოქტომბერი 2019 12:20
8
ნაკრებს ჭირდება (ინგლისის და იაპონიის მსგავსად) ფიჯელი,სამოელი,ავსტრალიელი ახალზელანდიელი და ა.შ
ნატურალიზირებული "ქართველები" რომლებიც თავიანთ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და მზად არიან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზონ
9 ნომრიდან 15 ჩათვლით არავინ მორაგბეს შთაბეჭდილება არ დამიტოვა ამ ასპარეზობაზე
დროა წონის და "ვაჟკაცი სულის" იმედზე აღარ ვიყოთ
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 12:15
17
ნიჟარაძის წასვლის შემდეგ ფედერაციას აშკარად დაეწყო დაღმასვლა და ეს ყველაფერი აისახს ნაკრებზეც , სამწუხაროდ არის რეგრესი, თავიდან აბუსერიძემ რო დაიწყო რღვევა აი ზუსტად მაშინ გამოჩნდა პირველი სიმპტომები!!! ჯერჯერობით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება სანამ კიდევ კონტრილს ექვემდებარება სიტუაცია./// ერთი მაინტერესებს ძალიან რომელი მორაგბე ეწევა პლანს? ან სიგარეტს? ან ვინ დაინახა 35 ხინკალი შეეჭამოს რომელინე მორაგბეს და ზედ დაეყოლებინოს 5 ლიტრა ლუდი?! ასეთი არაპროფესიონალი თუ გვყავს ნაკრებში , მაშინ დაასახელე მისი სახელი და გვარი! ან საერთოდ ნუ ამბობ ! 35 ხინკალი არაა, ცხვარი გაუტყავებლად კიდე!!! მახსოვს არველაძეზე იძახდა ერთი ჩემი თვალით ვნახე თამაშის წინ ნემსი გაიკეთა, ნარკომანიაა მაგის ისე და ასეოო, კაიფობსოო ! თან თამაშის წინო! არადა სინამდვილეში კაცი გამაყუჩებლებით თამაშობდა , თავის გაჭირვება ქონდა, მგონი დღემდე ვინტზე აქ მუხლი!!! წაგების გამო არ შეიძლება დააბრალო კაცს ის რაც არ გაუკეთებია, ამით ახიზღებ სხვებსაც მის თავს!!! ეს სპორტიაა, წაგებაზე სწავლობ , და არაა კუბო და ლურსმანი, და რაღაც ასეთი გამოთქმები, ვინც სუსტიაა კი გამოჩნდაა და უნდა შეიცვალოს
Vasili
03 ოქტომბერი 2019 12:13
5
მეგობრებო, თუ ამ მოსაზრებაში მეთანხმებით. დამილაიქეთ!( იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს!): მხოლოდ, შერკინების და ძალისმიერი თამაშის იმედად ყოფნა, უკვე ძალიან ძველი სკოლაა(1970-იანი წლების და ვხედავთ ყოველთვის არ ამართლებს)! ამას, ძირითად იარაღად იყენებენ დაბალი ეშელონის გუნდები. თუ გვინდა ქართული რაბი განვითარდეს, მთელი ძალისხმევა უნდა გადაიტანონ ხელის ტექნიკის და სისწრაფეების გამომუშავებაზე! ეს ამოცანა უნდა გახდეს მთავარი, როგორც ახალი მწვრთენისთვის, ისე ბავშვთა რაგბიში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი თამაში ეწინააღმდეგება, რაგბის განვითარებას და უკანდახევა გარდაუვალია! ბავშვთა რაგბიში უნდა შეირჩეს მოზარდები სწრაფი აზროვნების და კოორდინაციის მიხედვითაც! მადლობა!
daTo
03 ოქტომბერი 2019 12:11
0
მართალია, სოსო ! ამას ამბობდა ჰეიგიც 8 წლის განმავლობაში, მაგრამ შედეგი?! ჩვენი გუნდი ისევ ვერ თამაშობს თანამედროვე სწრაფ გუნდებთან, ცდილობს ჩაკეტოს თამაში და შერკინების ხარჯზე გავიდეს ფონს! რაგბი მარტო ჭიდაობა არაა! ვიღებთ არამიმზიდველ თამაშს! ურუგვაიც კი ცდილობდა გაშლილი და სწრაფი რაგბის თამაშს. მე, მგონია, რომ, ისეთ ადგილას ვაკაკუნებთ, სადაც კარები არ არის!
daTo
03 ოქტომბერი 2019 16:43
0
მართალს ამბობ დათო და მოგიწონე კიდეც,მაგრამ სწორედ ამას ცდილობდა მთელი რვა წელი მილტონ ჰეიგი და რაგბის ფედერაცია.მეორე საკითხია,რომ შედეგი,როგორიც გვჭირდებოდა,ისეთი ვერ მივიღეთ.მასობრიობა,ჯერაც ვერ არის ისეთ დონეზე,რაც გვჭირდება და არჩვევანის საშუალებაში შეზღუდულები ვართ.მთელი ფიჯი რაგბს თამაშობს,უელსსა და შოტლანდიაში იმაზე მეტი რაგბის კლუბია,ვიდრე ჩვენთან რაგბში მოვარჯიშე და რა თქმა უნდა უკეთესი არჩვევანის საშუალებაც აქვთ.ყველაფერს დრო სჭირდება,მაგრამ ხელს ისიც გვიშლის,რომ ახალგააზრდობა ქვეყნიდან გარბის,შობადობამ ძალიან იკლო და შესაბამისად ბავშვთა რაოდენობაც,ესე იგი ასარჩევი კონტინგენტიც, სულ უფრო მცირდება.მე როცა ვსწავლობდი,ჩემი გამოშვება,სამი პარალელური კლასი იყო,ახლა კი ჩემს სოფელში,ერთი კლასიც ვეღარ ივსება.ესაა ჩვენი მთავარი უბედურება.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 13:04
1
რაგბია ჩვენი თამაში ,თორე სხვა სპორტზე მიკრო ინფაქტი არ მომივიდოდა წაგებაზე..ჩვენ ქართველებთან ეს სპორტი რომ გულთან ახლოსაა იმიტომ არის ჩვენი თამაში ყველა თამაშზე სისხლი მიდუღდება ეს არ ხართ თქვენც ნამდვილო ქართველებო?
შიო
03 ოქტომბერი 2019 12:09
10
ჰეიგისგან რაგინდათ აბა?რაგბისტები გვყავს საშუალოზე დაბალი დონის და შედეგიც შესაბამისია.ამ მსოფლიოზე არცერთი თამაში არ გამომიტოვებია ყველას ვუყურე.ყველაზე საზიზღარ რაგბს თამაშობს საქართველო.საშინელებაა ჩართული სვარკაა
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 12:06
9
გოჩა სვანიძე სანამ ფედერაციის თავკაცი იქნება,უკან უკან წავა ყველაფერი, როდის ვამბობდი,ატკატების მეტი არაფრის თავი არა აქვს, ეხლა ვა ვუის ძახილი და თავზე ნაცარის წაყრას აზრი არააქვს,ფედერაციაში ძირფესვიანად შესაცვლელია ყველაფერი...
gurulo
03 ოქტომბერი 2019 12:05
5
სასწრაფო ცხვლილებებია საჭირო,როგორც ნაკრებში,ისე ფედერაციაში,მხოლოდ ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.რაგბის თამაშია საჭირო და არა ის რაღაც ახალი სპორტის სახეობა, რასაც ჩვენები დგეს თამაშობენ
oto
03 ოქტომბერი 2019 12:03
1
ჩვენი ნაკრები ყოველთვის იყო საშუალო დონის გუნდი და ეს ჩანს არამარტო ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან არამედ სხვა განვლილ მსოფლიო ჩემპიონატებშიც კარგად გამოჩნდა, მილტონ ჰეიგმა ათამაშა ნაკრები ზუსტად ისე როგორც 90-იან წლებში თამაშობდა ჩვენი ნაკრები, ახალი არაფერი და ვერაფერი შესძინა ჰეიგმა ნაკრებს, ასე რომ საქართველოს ნაკრებს სჭირდება უფრო ძლიერი მწვრთნელი და ასეთი დრომოჭმული ტაქთიკით ჩვენი გუნდი ყოველთვის წააგებს მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან, გაშლილი და სწრაფი თამაში ჩვენებს დღეს არ შეუძლიათ, აქედან გამომდინარე საჭიროა მთლიანად შეიცვალოს თამაშის მანერა, სხვადასხვა ტაქთიკით უნდა ეთამაშო გუნდებს, მაგრამ მთავარი აქცენტი სწრაფი და გაშლილი თამაში უნდა იყოს.
ხვიჩა
03 ოქტომბერი 2019 12:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული