მერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ მოედანზევე მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა... რა შანსებიც გვქონდა, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ, ქულები ვერ მოვაგროვეთ. ფიჯელებმა კარგად ითამაშეს... ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღეთ.

ჩვენ ვალდებულების გრძნობა და თავდადება არ გვაკლია, თუმცა თავდადება ყოველთვის საკმარისი არაა. ქულების გარეშე ეს თავდადება ფუჭია, მოგებისათვის ქულები გვჭირდება.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. ვიცით, თუ რა მნიშვნელობაც ჰქონდა მათთვის ამ შეხვედრას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით."

საქართველოს ნაკრებს
მსოფლიო თასზე კიდევ 1 თამაში დარჩა ავსტრალიის ნაკრებთან. აღნიშნული მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 48 /
მაინც მოვა გაზაფხული.
ჰაჰა
03 ოქტომბერი 2019 13:35
4
ამხელა გიგანტი ხალხი ასე სწრაფად,ასე სხარტად და როგორ დარბიან!!? ჩვენ რა გვჭირს ვერ გამიგია?

paata123
03 ოქტომბერი 2019 19:52
0
ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ. დღევანდელი წაგება უხარისხო მოედანმა და მსაჯის მიკერძოებული გადაწყვეტილებებმა განაპირობა. სწრაფი თამაშის შესაძლებლობა წაგვერთვა, რაც ჩვენი უპირატესობა უნდა ყოფილიყო. შერკინებაში რომ წავაგებდით, ისედაც ცხადი იყო!!!
რომანა
03 ოქტომბერი 2019 15:32
31
კარგი რა რომან,სახუმაროდ გვაქვს საქმე?დანა რომ დამარტყან,წვეთი არ გადმომვარდება ალბათ,ისეთ გუნებაზე ვარ.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 16:23
0
შეეშვით ამ ვითომ ჯკუისკოლოფობას.უბრალოდ ურუგვაისთან მოგებული მატჩის შემდეგ ცოტა დრო გვქონდა დასასვენებლად რაც მხოლოდ ერთი ტაიმი გვეყო.ფიჯიმაც სწორედ ამიტომ წააგო სუსტ ურუგვაითან.ისე ურუგვაის შემდეგ ზოგი ლომებს უძახდა ცვენ ბიჭებს,ზოგიც ვეფხვებს.
თემო
03 ოქტომბერი 2019 15:27
17
ჩემი რჩევა იქნება შენ შეეშვა ჭკუისკოლოფობას და ცოტა თვალი გაახილო არხეინად რომ საუბრობ. თუ მართლა გული შეგტკივა და რამის თქმა გინდა ობიექტურად შეაფასე სიტუაცია. პრობლემის შენნაირად დაუნახაობამ და მერე რამ მიიყვანა ნაკრები ასეთ რეგრესამდე.
ანესთეზეოლოგი
03 ოქტომბერი 2019 15:42
1
ბოდიშების სწავლას თამაში გესწავლათ უკეთესი იქნებოდა
kote
03 ოქტომბერი 2019 14:21
12
ბიჭებს მადლობა... მწვრთელმა წააგო არასწორი შემადგენლობით... გამოჩნდა რომ მათიაშვილი ფლანგზე ჯობდა და მის ადგილზე წასაყვანი იყო კვირიკაშვილი... ასევე ძირითადში იყო საჭირო აფრასიძე-ლობჟანიძე- გიორგააძე-გოგიჩაშვილი... და საჭირო ყოფილა ჭვანიაც....
ႧႤႬႢႨႦႨ
03 ოქტომბერი 2019 13:50
8
ჩემი აზრით დასვენება არ გვეყო და იქნებ უარყოფთ რომ ამას რაგბიში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემზე უფრო ჭკუისკოლოფებმა იქნებ ამიხსნათ ბოლოში შერკინებას რატომ ვაგებდით? როგორ გავანადგურეთ ურუგვაი რომელებმაც სწორედ გადაღლილ ფიჯის მოუგო.ფეხბურთში კვირაში ორი თამაში მოსულა მაგრამ რაგბიში გამორიცხულია.რაც შეეხება მწვრთნელებს მაგათი ცხოვრება ასეა ხან აქებენ და ცამდე აყავთ მერე მაინც აგინებენ.ჯობია კონკრეტული ფაქტები და არა ზოგადი საუბარი.
თემო
03 ოქტომბერი 2019 16:55
10
11 კაცს 23 ის მერე მხოლოდ 15 წუთი ქონდა ნათამაშები.
???
04 ოქტომბერი 2019 02:41
0
სირცხვილია....
გიორგი48
03 ოქტომბერი 2019 13:57
3
"ზარმაცა", ტროპიკული ტყის ზანტი ბინადარი - ხიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, მხოლოდ ტუალეტისთვის. ყველაზე დაუცველი ამ დროს არის - მიწაზე შეიძლება მტაცებელმა ტუალეტამდე მიუსწროს და გადასანსლოს, მაგრამ მაინც ვერ ჩქარობს საბრალო - არ შეუძლია და რა ქნას?

ასეა ჩვენი რაგბის საქმეც - მტაცებელიც რომ გამოეკიდოს მაინც ვერ უჩქარებენ ფეხს - თუნდაც გადასანსლონ - არ შეუძლიათ და რა ქნან?

ფიჯომაც მოგვისრო და გადაგვსანსლა
იდალგო
04 ოქტომბერი 2019 08:59
1
გვაჯობეს თითქმის ყველა კომპონენტში,მაგრამ არა უშავს - ნაკრების გადახალისებაა საჭირო , ფიზიკურად კიდევ უფრო მომატება , უკანა ხაზის ბურთაობის სწავლა, თან სისწრაფეში და მუდფმივ შეტევაზე ორიენტირება, არა დაცვით და აქედან თამაში,მისთვის ეროვნული ჩემპიონატებში დიდი ფულის ჩადება, ევრო- კლუბურ ტურნირებში ინტენსიურად თამაში და აუცილებლად შევალთ ტოპ-10-ლში!
გლახუნა
03 ოქტომბერი 2019 14:11
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული