მერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ მოედანზევე მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა... რა შანსებიც გვქონდა, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ, ქულები ვერ მოვაგროვეთ. ფიჯელებმა კარგად ითამაშეს... ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღეთ.

ჩვენ ვალდებულების გრძნობა და თავდადება არ გვაკლია, თუმცა თავდადება ყოველთვის საკმარისი არაა. ქულების გარეშე ეს თავდადება ფუჭია, მოგებისათვის ქულები გვჭირდება.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. ვიცით, თუ რა მნიშვნელობაც ჰქონდა მათთვის ამ შეხვედრას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით."

საქართველოს ნაკრებს
მსოფლიო თასზე კიდევ 1 თამაში დარჩა ავსტრალიის ნაკრებთან. აღნიშნული მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ყველაზე ცუდი, რაც კი ქართველ გულშემატკივარს გაგვაჩია ეს არის მიკერძოებულობა და რაგბზე მხოლოდ დადებით კონტექსტში ლაპარაკი. არ ვღებულობთ არავის კრიტიკულ აზრს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არსებობს. ვკითხულობ ზოგიერთი "კლავიატურის ვეფვხის" კომენტარს და სიმწრის ოფლი მომდის. რა არაუშავს, რა მერე რა და რა რაგბი მაინც ჩვენი თამაშია? რას წერთ ზოგიერთები საერთოდ აკვირდებით? რა შტრიხი დაინახეთ ვინმემ დადებითი? ძალიან მაგრად "ჩავისვარეთ" და ეს არ ყოფილა მოულოდნელი. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ფიჯიმ ასე გაგვაბითურა, პრობლემა არის ის თუ საერთოდ რას თამაშობს ჩვენი ნაკრები. ქვეყანა არ დაქცეულა იმით, რომ პირდაპირ თუ ვერ მოვხვდებით მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამას ჩვენები ისედაც მარტივად მოახერხებენ, ცალი ფეხით და აი სწორედ აგ არის პრობლემა! ამ ჩემპიონატზე უნდა გამოჩენილიყო ჩვენი ნაკრები გადავიდა თუ არა უფრო მაღალ, გარდამავალ საფეხურზე და ბოლოსდაბოლოს გასცდა თუ არა ტიერ-2-ის გუნდების დონეს. მაგალითისათვის საკმარისია იგივე ფიჯის და იაპონიის მაგალითები. სამწუხარო რეალობა სწორედ ესაა, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს არ გამოჩნდა. თუ კი სწორი შეფასება და ანალიზი არ გაკეთდება, მალე რაგბი აღარ იქნება ჩვენი თამაში. მე მორაგბეების მიმართ არ მინდა უარყოფით კონტექსტში საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური შეცდომები და კლასის ნაკლებობა ბევრს ეტყობა, აუგს მაინც ვერ ვიტყვი, რადგან თავდადება არცერთ არ დაეწუნება. ეს კი ამ სპორტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ ბიჭებს სწორი ტაქტიკა და განვითარების სხვა სტრატეგია სჭირდებათ. უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს მენეჯმენტის საკითხში. ფედერაცია ვერ ხედავს რამხელა უფსკრულია ჩვენი ნაკრების წინაშე. მიმდინარეობს გაუთავებელი წუწუნი და ლაპარაკი 6 ერზე ნაცვლად იმისა, რომ ეძებდნენ ალტერნატიულ ვარიანტებს ამერიკის, ოკეანია-აზიისა და ჩელენჯის მიმართულებით. სამწვრთნელო შტაბმა საერთოდ ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესი. 2017 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ცხადი გახდა ჩვენი ჯგუფის გუნდები, სამწვრთნელო შტაბმა დაიწყო უშუალოდ ფიჯის წინააღმდეგ მომზადება. აქცენტი გაკეთდა ფიზიკურად ძლიერ და გამოცდილ მოთამაშეებზე, ისინი თამაშობდნენ რაგბი ევროპის შესარჩევ თამაშებსაც და ტესტებსაც. ჩვენს ნაკრებს არ გააჩნია შეტევაში თამაშის არანაირი ხელწერა ან დამახასიათებელი შტრიხი. არ შეინიშნება არანაირი სისტემა. ვთამაშობთ მიძალებებით, შერკინებებით. ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდა მორაგბეებმა, რომლებიც ასაკობრივ და ახალგზარდულ ნაკრებებში გამოდიან მშვენივრად იციან და გამოსდით ხელდახელ თამაში. ბევრად უფრო მრავალფეროვან შეტევებს თამაშობენ ვიდრე ეროვნული ნაკრები. სწორი და დროული ადაპტაციის შემთხვევაში მათ შეეძლოთ ბევრად მრავალფეროვანი გაეხადათ ჩვენი ნაკრების შეტევები. 2-3 კაცის გარდა ეროვნულში თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვებს არ მისცემია. სწორედ იმ ყბადაღებული თემის გამო, რომ აი 2 წლის შემდეგ ფიჯისთან გვექნება ჯგუფის გადამწყვეტი თამაში და სამწვრთნელო შტაბი აქცენტს აკეთებს გამოცდილ მორაგბეებზე და ფიზიკურ თამაშზე. დღეს კი გამოჩნდა, რომ ვერც ამ სტრატეგიამ გაამართლა და 2 წელიც ტყუილად დაიკარგა. მოკლედ ძალიან კარგია, რომ ჰეიგი მიდის. თვითონ მილტონიც ხვდებოდა, რომ მას თავი უკვე ამოწურული ჰქონდა. ის არის პრემიუმ და არა ლუქს კლასის მწვრთნელი. ჩვენს ნაკრებს უკვე სჭირდება მაღალი დონის დამრიგებელი, რომელიც გუნდში დანერგავს გარკვეულ სისტემას და სტრატეგიას. ერთფეროვანი და ძალისმიერი რაგბი დღეს შედეგს ვეღარ აჩვენებს. ჩვენს მოთამაშეებს გააჩნიათ დიდი ფიზიკური ძალა და სამწუხაროდ ამ კომპონენტს ჩვენს უპირატესობად ვეღარ ვაქცევთ ხოლმე, ერთფეროვანი ტაქტიკიდან გამომდინარე. იმედია, რაგბის კავშირი სწორ დასკვნებს გამოიტანს ამ ფიასკოს შემდგომ და ახალი მწვრთნელის ძებნის გარდა 6 ერის ალტერნატიული გზის ძებნასაც აქტიურად დაიწყებენ. სხვაგვარად ქართული რაგბის წინსვლა უკვე გამორიცხულია...
ანესთეზეოლოგი
03 ოქტომბერი 2019 14:57
3
გეთანხმები,მაგრამ ახალგაზრდობამ დაკაცება-დაღვინება ვერ მოასწრო,ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც.ვინც არიან,მაგათაც ხომ ვხედავთ,რომ გაუჭირდათ.არადა ესენი საუკეთესოები არიან ახალ თაობაში.ალბათ ფრაჩიზულ გუნდზე უნდა მოვახერხოთ რაიმე,თორემ სხვა საშველი აღარ ჩანს.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 16:32
0
ძალიან სწორი შეფასებაა!
მერაბი
03 ოქტომბერი 2019 16:00
0
ყველა გამოხმაურება
დღევანდელი ქართველის დიდი ნაწილი მხოლოდ გამარჯვებულს იჩემებს და მედლებს ამოფარებული ტრაბახობს. დამარცხებულს ისე გათელავს მტერზე უარესი გეგონება.

წავაგეთ, წარეთ წავაგეთ, სამარცხვინოდ დაგვცინებს ალბათ ბევრი უცხოდა მოძმე, მაგრამ მარცხშიც ჩემია ეს თამაშიც და ეს ნაკრებიც. გინებას და ლანძღვას ჯობია მარცხი განვიცადოთისე თითქოს ჩვენ წაგვეგოს ის თამაში. რაგბს თუ არა ერთობაა მაინც ხომ ვისწავლით ასე.
ანდრი
03 ოქტომბერი 2019 13:15
8
15 წუთში 4 ლელო. დაგვიდეს. რაზე ლაპარაკობ საერთოდ? ამას მოახერხებს უნდა.
გია
03 ოქტომბერი 2019 17:22
1
ყველაზე მეტად გული მწყდება შერკინების ძალინ სუსტ თამაშზე.ფიჯელები ისე გათავხედნენ,რომ ჩვენს ხუთმეტრიანში სამჯერ ზედიზედ შერკინება მოითხოვეს იმის მაგივრად ბურთი დერეფნიდან შემოეგდოთ. ამით გვითხრეს,რომ თქვენს ყველაზე ძლიერ კომპონენტშიც კი გჯობივართო. მართლა არ ვიცი რა მოხდა.პირველი ნახევრის შემდეგ არ ველოდი ასეთ სუსტ თამაშს.
გელა
03 ოქტომბერი 2019 14:28
0
აქამდე იბრძოდით და თუ მარცხდებოდით მაინც კმაყოფილი იყო გულშემატკივარი. დღეს კი….. ეს არის უთავმოყვარეობა სხვა არაფერი.
გია
03 ოქტომბერი 2019 13:15
8
უთავმოყვარეობაზ სადაური თამოყვარეობით აბრალებ?
ანდრი
03 ოქტომბერი 2019 13:58
5
უფრო და უფრო მეტ საბაბს ვაძლევთ მსოფლიოს არ შემოგვხედოს როგორც პირველი დონის ქვეყანას....2016 წლიდან ევროპის თასზე რო დაიწყეს ცუდი თამაში მე მეგონა უბრალოდ ახალგაზრდებს აძლევდნენ შანსს და მართლა ექსპერიმენტებს ატარებდნენ. მომდევნო წლებშიც იგივე ხდებოდა და მაინც ბოლომდე მჯეროდა რომ ოპტიმალურ შემადგენლობას სპეციალურად არ აყენებდნენ ექსპერიმენტების გამო. და ბოლოს მსოფლიო დაიწყო და აქაც 100ით ვიყავი დარწმუნებული რომ როგორც იქნა გამოიყვანს ჰეიგი ყველაზე ძლიერ შემადგენლობას....შევცდი. სრული რეგრესი გვაქვს ზუსტად 2016 წლიდან. არასწორად არ გამიგოთ, მიყვარს ჩვენი ნაკრები მაგრამ რეალობა ასეთია. ეს თამაში წააგო პირადად ჰეიგმა. თუ სადმე ვცდები შემასწორედ
თემო
03 ოქტომბერი 2019 15:22
1
მოკლედ გასაოცარი ხალხი ვართ ჩვენზე სუსტი ნაკრები ამ მსოფიოზე მგონი არ არის და მადლობების ქარიშხალი დავაყენეთ გუნდის მიმართ. ვაგებთ ყველგან და ყველაფერში მარა სამაგიეროდ ბადალი არ გვყავს მადლობებსა და ბაქიბუქში
lado
03 ოქტომბერი 2019 15:08
14
ლადო- და რატომ არის ყველაზე სუსტი გუნდი ?! ურუგვაისთანა კიდევ 7-8 ნაკრებს დადებს ბეჭებზე!
გლახუნა
03 ოქტომბერი 2019 15:22
8
შენა და სხვა რამით რომ გაერთო არა? უყურე რა ბალეტს.
Grisha
03 ოქტომბერი 2019 15:25
6
ბოდიში შენ კი არა, ფედერაციამ და პირადად სვანიძემ უნდა მოიხადოს. ფრენჩაიზის გარეშე სპორტის ამ სახეობსთან გამომშვიდობება მოგვიწევს. 5 მილიონის შოვნა რა გახდა ერთი ფრანჩაიზისთვის? და კიდევ ერთი ქოცი დეპუტატი, რომელიც რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, აცხადებს, რომ ფრენჩაიზს ვერ გააკეთებს. აბა რისთვის მოდიხარ შე დალოცვილო?
ისევ რაგბის მივაწვეთ
03 ოქტომბერი 2019 13:38
1
დაივიწყეთ რაგბი ჩვენი თამაშია.
gaga
03 ოქტომბერი 2019 12:43
24
რაგბი ფიჯის თამაშია!
გია
03 ოქტომბერი 2019 13:12
6
რაო - რაგბი ურუსების თამაშია, ოსების და სომხების ?! ... ჩვენ დავივიწყოთ ,არაა ?! - არა,მაინც რატომ ა რ არის ჩვენი თამაში ?! - ჯერ რომ ტოპ -10-ლში არა ვართ ?! ანუ ღატაკი და სუსტი ქვეყანა,რომლის ეროვნული ჩემპიონატს დიდი ფულის ჩადების სერიოზული პერსპექტივები გააჩნია , რომ მაინც მე-12 ადგილზეა და არა 1-ლ 4-ში ?! - ხო, სხვა ერი თუ ვერ თამაშობს ,არც შეუძლიათ - განსაკუთერებული სიმამაცე, შემართება, ფიზიკა,ენერგია, ინტელექტი, თანადგომა, ურთერთთანადგომა ჭირდება და მხოლოდ ამიტომ ამიტომ, ცნობისათვის - ფეხბურთის შემდეგ მე-2- რაგბის მსოფლიო თავი ავტორიტეტით!
გლახუნა
03 ოქტომბერი 2019 15:20
4
არა მერაბ არუდაიხდიდე ბოდიშს და აქედანაცჩანს რამხელა წნეხის ქვეშ იყვნენ ბიჭები და მერე ეს თამაშზეც აისახა. სპორტია და ხდება ყველაფერი ხდება დიდ მარცხებს დიდი გამარჯვება მოსდევს! არიყო დღეს ჩვენი დღე მიზეზი კი ბევრი რამაა ერთად აღბული და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ყველამ ერთად ფედერაციასთან და პასუხისმგებელ პირებთან სადაც მოთამაშეები ყველაზე ბოლოს მოისაზრებიან.
beeq.777
03 ოქტომბერი 2019 12:59
5
საინტერესოა ესეთი ზანტი გუნდი მსოფლიოში თუ არსებობს ??????????????
?
03 ოქტომბერი 2019 16:39
5

სიახლეები პოპულარული