ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

მერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ მოედანზევე მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა... რა შანსებიც გვქონდა, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ, ქულები ვერ მოვაგროვეთ. ფიჯელებმა კარგად ითამაშეს... ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღეთ.

ჩვენ ვალდებულების გრძნობა და თავდადება არ გვაკლია, თუმცა თავდადება ყოველთვის საკმარისი არაა. ქულების გარეშე ეს თავდადება ფუჭია, მოგებისათვის ქულები გვჭირდება.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. ვიცით, თუ რა მნიშვნელობაც ჰქონდა მათთვის ამ შეხვედრას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით."

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე კიდევ 1 თამაში დარჩა ავსტრალიის ნაკრებთან. აღნიშნული მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

• იდალგო

"ზარმაცა", ტროპიკული ტყის ზანტი ბინადარი - ხიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, მხოლოდ ტუალეტისთვის. ყველაზე დაუცველი ამ დროს არის - მიწაზე შეიძლება მტაცებელმა ტუალეტამდე მიუსწროს და გადასანსლოს, მაგრამ მაინც ვერ ჩქარობს საბრალო - არ შეუძლია და რა ქნას? ასეა ჩვენი რაგბის საქმეც - მტაცებელიც რომ გამოეკიდოს მაინც ვერ უჩქარებენ ფეხს - თუნდაც გადასანსლონ - არ შეუძლიათ და რა ქნან? ფიჯომაც მოგვისრო და გადაგვსანსლა

• Me

მეც მაგას ვიძახი რომ ეს 6 ერის ძახილი არის მაგარი გოიმობა და სასიკვდილო შეცდომა, აგერ ფიჯი რას გვიშვრება რა ესენი ვერ გვასწავლიან რაგბის თამაშს თქვენ გგონიათ? ბიჭო იოცნებეთ რომ ამათ დონეზე ავიდეთ რომ მიგვიღონ ამათ. თამაში იციან იმენა შEუძლიათ ნებისმიერის დამარცხება, სარაგბო ერია სხვას კი არაფერს აკეთებენ ესენი გვასწავლიან თამაშს

11 კაცს 23 ის მერე მხოლოდ 15 წუთი ქონდა ნათამაშები.

• Stfu_

აგვიხსენით ერთი რა კრიტერიუმით ნაკრების კაპიტანი ეს, ამდენი ლომკაცი დევკაცები გორგოძე დაბრუნდა აგერ და ისევ ეს არის კაპიტანი მაინც? რით არის სხვებზე დიდი ვის რა უნდა გაუძღვეს ამან, და საერთოდ ამას რაიმე ემოცია ან თავმოყვარეობა ააქვს?

• paata123

ამხელა გიგანტი ხალხი ასე სწრაფად,ასე სხარტად და როგორ დარბიან!!? ჩვენ რა გვჭირს ვერ გამიგია?

• გია

15 წუთში 4 ლელო. დაგვიდეს. რაზე ლაპარაკობ საერთოდ? ამას მოახერხებს უნდა.

• თემო

ჩემი აზრით დასვენება არ გვეყო და იქნებ უარყოფთ რომ ამას რაგბიში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემზე უფრო ჭკუისკოლოფებმა იქნებ ამიხსნათ ბოლოში შერკინებას რატომ ვაგებდით? როგორ გავანადგურეთ ურუგვაი რომელებმაც სწორედ გადაღლილ ფიჯის მოუგო.ფეხბურთში კვირაში ორი თამაში მოსულა მაგრამ რაგბიში გამორიცხულია.რაც შეეხება მწვრთნელებს მაგათი ცხოვრება ასეა ხან აქებენ და ცამდე აყავთ მერე მაინც აგინებენ.ჯობია კონკრეტული ფაქტები და არა ზოგადი საუბარი.

საინტერესოა ესეთი ზანტი გუნდი მსოფლიოში თუ არსებობს ??????????????

• სოსო

გეთანხმები,მაგრამ ახალგაზრდობამ დაკაცება-დაღვინება ვერ მოასწრო,ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც.ვინც არიან,მაგათაც ხომ ვხედავთ,რომ გაუჭირდათ.არადა ესენი საუკეთესოები არიან ახალ თაობაში.ალბათ ფრაჩიზულ გუნდზე უნდა მოვახერხოთ რაიმე,თორემ სხვა საშველი აღარ ჩანს.

• სოსო

კარგი რა რომან,სახუმაროდ გვაქვს საქმე?დანა რომ დამარტყან,წვეთი არ გადმომვარდება ალბათ,ისეთ გუნებაზე ვარ.

• მერაბი

ძალიან სწორი შეფასებაა!

• ანესთეზეოლოგი

გრიშა-ს: თუ არ წაიკითხავს მე მაგით არაფერი დამაკლდება. მე ქართველი ვარ, ჩემი ნაკრების გულშემატკივარი და გულისტკივილით ვწერ, ჩემს აზრს ვაფიქსირებ ფაქტებზე დაყრდნობით. ვიღაცამ უნდა გაარჩიოს და დაწეროს ობიექტურად, გულგრილობა დამღუპველია:)

• შალვა

თავითავად კარგები არიან აბა რა. მაგრამ როგორც მოთამაშეები მაღალი დონის არ არია, რაც შედეგით დადასტურდა.

• ანესთეზეოლოგი

ჩემი რჩევა იქნება შენ შეეშვა ჭკუისკოლოფობას და ცოტა თვალი გაახილო არხეინად რომ საუბრობ. თუ მართლა გული შეგტკივა და რამის თქმა გინდა ობიექტურად შეაფასე სიტუაცია. პრობლემის შენნაირად დაუნახაობამ და მერე რამ მიიყვანა ნაკრები ასეთ რეგრესამდე.

• გლახუნა

ერთი მეგობარო, როცა ფაქტიურად ერონული ჩემპიონატი ა რ გაგაჩნია,არ არის სერიოზული ფინანსები, სახელმწიფო ღატაკი და უსუსურია, მოქალასქეს 10 ევროც ა რ ა აქვს,რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე წავიდეს - რა და რომელ პროგრეს ელი ხელდახელ სწრაფ თამაშში?! და მე-2-ეც -ახალგაზრდობა მეტად სწრაფი და სხარტი აზროვნების არის, მაგრამ ფიზიკურად იმდენად სუსტია, რომ ეს კომპონენტები ბოლომდე იმალება, სწორად ახალგაზრდობამ დღეს თავისი ფიზიკური სისუსტით ჩააგდო მე-2-ე ტაიმი- არ შეხედე?! საჭიროა კიდევ უფრო ფიზიკური მომზადება, ბურთაობაზე ორიენტირება, ევროპულ საკლუბო ტურნირენბში ნებისმიერი ვითარებაში ჩაბმა, თან მინიმუმ 3-4 კლუბის, საკლუბო გუნდების მწვრთნელებად დასავლეთის სპეციალისტების მოწვევა, ასევე ფიზ-მომზადების, უკანა ხაზის და ...მაშინ შეიძლება მოვთხოვოთ უკანა ხაზის გაცილებით ეფექტური- შემტევი თამაში!

• რომანა

ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ. დღევანდელი წაგება უხარისხო მოედანმა და მსაჯის მიკერძოებული გადაწყვეტილებებმა განაპირობა. სწრაფი თამაშის შესაძლებლობა წაგვერთვა, რაც ჩვენი უპირატესობა უნდა ყოფილიყო. შერკინებაში რომ წავაგებდით, ისედაც ცხადი იყო!!!

• გრიშა

და შენ გგონია ამხელა ნაწერს ვინმე წაიკითხავს?

• თემო

შეეშვით ამ ვითომ ჯკუისკოლოფობას.უბრალოდ ურუგვაისთან მოგებული მატჩის შემდეგ ცოტა დრო გვქონდა დასასვენებლად რაც მხოლოდ ერთი ტაიმი გვეყო.ფიჯიმაც სწორედ ამიტომ წააგო სუსტ ურუგვაითან.ისე ურუგვაის შემდეგ ზოგი ლომებს უძახდა ცვენ ბიჭებს,ზოგიც ვეფხვებს.

• Grisha

შენა და სხვა რამით რომ გაერთო არა? უყურე რა ბალეტს.

• თემო

უფრო და უფრო მეტ საბაბს ვაძლევთ მსოფლიოს არ შემოგვხედოს როგორც პირველი დონის ქვეყანას....2016 წლიდან ევროპის თასზე რო დაიწყეს ცუდი თამაში მე მეგონა უბრალოდ ახალგაზრდებს აძლევდნენ შანსს და მართლა ექსპერიმენტებს ატარებდნენ. მომდევნო წლებშიც იგივე ხდებოდა და მაინც ბოლომდე მჯეროდა რომ ოპტიმალურ შემადგენლობას სპეციალურად არ აყენებდნენ ექსპერიმენტების გამო. და ბოლოს მსოფლიო დაიწყო და აქაც 100ით ვიყავი დარწმუნებული რომ როგორც იქნა გამოიყვანს ჰეიგი ყველაზე ძლიერ შემადგენლობას....შევცდი. სრული რეგრესი გვაქვს ზუსტად 2016 წლიდან. არასწორად არ გამიგოთ, მიყვარს ჩვენი ნაკრები მაგრამ რეალობა ასეთია. ეს თამაში წააგო პირადად ჰეიგმა. თუ სადმე ვცდები შემასწორედ

• გლახუნა

ლადო- და რატომ არის ყველაზე სუსტი გუნდი ?! ურუგვაისთანა კიდევ 7-8 ნაკრებს დადებს ბეჭებზე!

• გლახუნა

რაო - რაგბი ურუსების თამაშია, ოსების და სომხების ?! ... ჩვენ დავივიწყოთ ,არაა ?! - არა,მაინც რატომ ა რ არის ჩვენი თამაში ?! - ჯერ რომ ტოპ -10-ლში არა ვართ ?! ანუ ღატაკი და სუსტი ქვეყანა,რომლის ეროვნული ჩემპიონატს დიდი ფულის ჩადების სერიოზული პერსპექტივები გააჩნია , რომ მაინც მე-12 ადგილზეა და არა 1-ლ 4-ში ?! - ხო, სხვა ერი თუ ვერ თამაშობს ,არც შეუძლიათ - განსაკუთერებული სიმამაცე, შემართება, ფიზიკა,ენერგია, ინტელექტი, თანადგომა, ურთერთთანადგომა ჭირდება და მხოლოდ ამიტომ ამიტომ, ცნობისათვის - ფეხბურთის შემდეგ მე-2- რაგბის მსოფლიო თავი ავტორიტეტით!

• lado

მოკლედ გასაოცარი ხალხი ვართ ჩვენზე სუსტი ნაკრები ამ მსოფიოზე მგონი არ არის და მადლობების ქარიშხალი დავაყენეთ გუნდის მიმართ. ვაგებთ ყველგან და ყველაფერში მარა სამაგიეროდ ბადალი არ გვყავს მადლობებსა და ბაქიბუქში

• Teimurazi

ეს დამარცხება მომავალი გამარჯვებების საწინდარია!!!

• ანესთეზეოლოგი

ყველაზე ცუდი, რაც კი ქართველ გულშემატკივარს გაგვაჩია ეს არის მიკერძოებულობა და რაგბზე მხოლოდ დადებით კონტექსტში ლაპარაკი. არ ვღებულობთ არავის კრიტიკულ აზრს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არსებობს. ვკითხულობ ზოგიერთი "კლავიატურის ვეფვხის" კომენტარს და სიმწრის ოფლი მომდის. რა არაუშავს, რა მერე რა და რა რაგბი მაინც ჩვენი თამაშია? რას წერთ ზოგიერთები საერთოდ აკვირდებით? რა შტრიხი დაინახეთ ვინმემ დადებითი? ძალიან მაგრად "ჩავისვარეთ" და ეს არ ყოფილა მოულოდნელი. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ფიჯიმ ასე გაგვაბითურა, პრობლემა არის ის თუ საერთოდ რას თამაშობს ჩვენი ნაკრები. ქვეყანა არ დაქცეულა იმით, რომ პირდაპირ თუ ვერ მოვხვდებით მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამას ჩვენები ისედაც მარტივად მოახერხებენ, ცალი ფეხით და აი სწორედ აგ არის პრობლემა! ამ ჩემპიონატზე უნდა გამოჩენილიყო ჩვენი ნაკრები გადავიდა თუ არა უფრო მაღალ, გარდამავალ საფეხურზე და ბოლოსდაბოლოს გასცდა თუ არა ტიერ-2-ის გუნდების დონეს. მაგალითისათვის საკმარისია იგივე ფიჯის და იაპონიის მაგალითები. სამწუხარო რეალობა სწორედ ესაა, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს არ გამოჩნდა. თუ კი სწორი შეფასება და ანალიზი არ გაკეთდება, მალე რაგბი აღარ იქნება ჩვენი თამაში. მე მორაგბეების მიმართ არ მინდა უარყოფით კონტექსტში საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური შეცდომები და კლასის ნაკლებობა ბევრს ეტყობა, აუგს მაინც ვერ ვიტყვი, რადგან თავდადება არცერთ არ დაეწუნება. ეს კი ამ სპორტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ ბიჭებს სწორი ტაქტიკა და განვითარების სხვა სტრატეგია სჭირდებათ. უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს მენეჯმენტის საკითხში. ფედერაცია ვერ ხედავს რამხელა უფსკრულია ჩვენი ნაკრების წინაშე. მიმდინარეობს გაუთავებელი წუწუნი და ლაპარაკი 6 ერზე ნაცვლად იმისა, რომ ეძებდნენ ალტერნატიულ ვარიანტებს ამერიკის, ოკეანია-აზიისა და ჩელენჯის მიმართულებით. სამწვრთნელო შტაბმა საერთოდ ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესი. 2017 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ცხადი გახდა ჩვენი ჯგუფის გუნდები, სამწვრთნელო შტაბმა დაიწყო უშუალოდ ფიჯის წინააღმდეგ მომზადება. აქცენტი გაკეთდა ფიზიკურად ძლიერ და გამოცდილ მოთამაშეებზე, ისინი თამაშობდნენ რაგბი ევროპის შესარჩევ თამაშებსაც და ტესტებსაც. ჩვენს ნაკრებს არ გააჩნია შეტევაში თამაშის არანაირი ხელწერა ან დამახასიათებელი შტრიხი. არ შეინიშნება არანაირი სისტემა. ვთამაშობთ მიძალებებით, შერკინებებით. ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდა მორაგბეებმა, რომლებიც ასაკობრივ და ახალგზარდულ ნაკრებებში გამოდიან მშვენივრად იციან და გამოსდით ხელდახელ თამაში. ბევრად უფრო მრავალფეროვან შეტევებს თამაშობენ ვიდრე ეროვნული ნაკრები. სწორი და დროული ადაპტაციის შემთხვევაში მათ შეეძლოთ ბევრად მრავალფეროვანი გაეხადათ ჩვენი ნაკრების შეტევები. 2-3 კაცის გარდა ეროვნულში თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვებს არ მისცემია. სწორედ იმ ყბადაღებული თემის გამო, რომ აი 2 წლის შემდეგ ფიჯისთან გვექნება ჯგუფის გადამწყვეტი თამაში და სამწვრთნელო შტაბი აქცენტს აკეთებს გამოცდილ მორაგბეებზე და ფიზიკურ თამაშზე. დღეს კი გამოჩნდა, რომ ვერც ამ სტრატეგიამ გაამართლა და 2 წელიც ტყუილად დაიკარგა. მოკლედ ძალიან კარგია, რომ ჰეიგი მიდის. თვითონ მილტონიც ხვდებოდა, რომ მას თავი უკვე ამოწურული ჰქონდა. ის არის პრემიუმ და არა ლუქს კლასის მწვრთნელი. ჩვენს ნაკრებს უკვე სჭირდება მაღალი დონის დამრიგებელი, რომელიც გუნდში დანერგავს გარკვეულ სისტემას და სტრატეგიას. ერთფეროვანი და ძალისმიერი რაგბი დღეს შედეგს ვეღარ აჩვენებს. ჩვენს მოთამაშეებს გააჩნიათ დიდი ფიზიკური ძალა და სამწუხაროდ ამ კომპონენტს ჩვენს უპირატესობად ვეღარ ვაქცევთ ხოლმე, ერთფეროვანი ტაქტიკიდან გამომდინარე. იმედია, რაგბის კავშირი სწორ დასკვნებს გამოიტანს ამ ფიასკოს შემდგომ და ახალი მწვრთნელის ძებნის გარდა 6 ერის ალტერნატიული გზის ძებნასაც აქტიურად დაიწყებენ. სხვაგვარად ქართული რაგბის წინსვლა უკვე გამორიცხულია...

• Status quo

ჭამასმას მოუკელით და სირბილს მიხედეთ, თორემ სულ ასე ჩასვრილები იქნებით.

• გელა

ყველაზე მეტად გული მწყდება შერკინების ძალინ სუსტ თამაშზე.ფიჯელები ისე გათავხედნენ,რომ ჩვენს ხუთმეტრიანში სამჯერ ზედიზედ შერკინება მოითხოვეს იმის მაგივრად ბურთი დერეფნიდან შემოეგდოთ. ამით გვითხრეს,რომ თქვენს ყველაზე ძლიერ კომპონენტშიც კი გჯობივართო. მართლა არ ვიცი რა მოხდა.პირველი ნახევრის შემდეგ არ ველოდი ასეთ სუსტ თამაშს.

• გუსანი

ყველაფერში ზედაპირულობა გვანადგურებს . იმედგაცრუებული? 2-3 წელია ნათლად ჩანს რომ ნაკრები ვერ ვითარდებოდა, რუმინეთშიც გამოჩნდა...?! გადახედეთ ჩვენს ლელოებს, 90 პროცენტი ჭიდაობაში გვაქვს დადებული. ეს გუშინდელი რაგბია. ურუგვაიმ რაგბის თამაშში გვაჯობა, მათი ლელოც ამას ადასტურებს, ჩვენ ჭიდაობაში დავჯაბნეთ. იმედგაცრეებული კი არა, განადგურებული ვარ რეალობით,ცრუ იმედებს რომ იძლეოდა ჰეიგი,(თუ დიპლომატიურად აფერისტობდა?) მაგრამ მოულოდნელიც არ იყო ჩემთვის, ამ ბიჭების პატივისცემაში ნუ შემეჯიბრებით, მე მგონია სხვა მწვრთნელის ხელში სხვა თამაშის სწავლა მოუწევთ. ან ახალგაზრდებზე უნდა გადავერთოდ, თუ 20 წლიანებში უკვე დაგვიანებული არ არის.იტალიამდე ჯერ დრო რჩება. ფედერაციას თუ უნდა განვითარება -უნდა მოიარონ საქართველო -სხარტი და პლასტიკასთან დაახლოებული ბავშვები მოიძიონ, დააფინანსონ და წინსვლა თვალში საცემი გახდება, ჰეიგს და მის ოჯახს მადლობა, მაგრამ ადრე 2-3 წ. წინ უნდა წასულიყო...

• კობა

ბიჭები კარგები გვყავს. ტაქტიკაა სსწორი დასაყენებელი. ისე რომ გუნდმა ორივე ტაიმი ითამაშოს. ჯერჯერობით თანაბრად თამაში 1 ტაიმი შეგვიძლია ძლიერ მეტოქესთან. იმედია ახალი ტრენერი უკეთესი იქნება. იმედია მარტო ჭიდაობას არ ვიხილავთ მომავალში. ახლანდელებიც ძლიერები არიან და მომავალი თაობაც იმედის მომცემია. ალბად ფედერაციას უნდა უძღვოდეს ისეთი პიროვნება ვინც ყველაზე კარგად შეასრულებს თავის საქმეს. მერე კი ძლიერი ტრენერი უნდა მოვიწვიოთ და მე მგონი იქნება პროგრესი. თან კლუბებიც და შიდა ჩემპიონატის დონემ უნდა აიწიოს. მადლობა ბიჭებს და ჰეიგს. მე მჯერა თქვენი ბიჭებო. ღმერთი თქვენსკენ!

• kote

ბოდიშების სწავლას თამაში გესწავლათ უკეთესი იქნებოდა

• გლახუნა

გვაჯობეს თითქმის ყველა კომპონენტში,მაგრამ არა უშავს - ნაკრების გადახალისებაა საჭირო , ფიზიკურად კიდევ უფრო მომატება , უკანა ხაზის ბურთაობის სწავლა, თან სისწრაფეში და მუდფმივ შეტევაზე ორიენტირება, არა დაცვით და აქედან თამაში,მისთვის ეროვნული ჩემპიონატებში დიდი ფულის ჩადება, ევრო- კლუბურ ტურნირებში ინტენსიურად თამაში და აუცილებლად შევალთ ტოპ-10-ლში!

• dato

ბიჭებო გენაცვალეთ მონდომებაში და იმ გრძნობის განცდაში რასაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა ქვია. ჩემი აზრით (სუბიექტურია) ძალიან დიდი წვლილი "მოტივაციის არ ქონაში" ითამაშა გულშემატკივარმა და მედიამ, თითქოს განცდა იყო ფიჯის (აუცილებლად) მოვუგებთ და მერე ავსტრალიასთან "რა იცი რა ხდება". მიყვარხართ ბიჭებო და წინ ბევრი გამარჯვებები გელით ქართველების გულის გასახარათ. თქვენით ამაყობს საქართველო.

• გიორგი 50

გასკდა გული... ალბათ, 10 წლის სიცოცხლე დამაკლდა....

• ანდრი

უთავმოყვარეობაზ სადაური თამოყვარეობით აბრალებ?

• გიორგი48

სირცხვილია....

• ႧႤႬႢႨႦႨ

ბიჭებს მადლობა... მწვრთელმა წააგო არასწორი შემადგენლობით... გამოჩნდა რომ მათიაშვილი ფლანგზე ჯობდა და მის ადგილზე წასაყვანი იყო კვირიკაშვილი... ასევე ძირითადში იყო საჭირო აფრასიძე-ლობჟანიძე- გიორგააძე-გოგიჩაშვილი... და საჭირო ყოფილა ჭვანიაც....

• გიორგი 50

ამ მწარე და უშანსო მარცხმა დაგვარწმუნა, რომ ამ თაობის მორაგბეებს დიდ ექვსეულში შანსი არ აქვთ.. იქნეებ 18 და 20 წლამდელებმა პერსპექტივაში ...რაამე...ეჰჰჰ... გასკდა გული...

• გიორგი48

ყანყრატო მაქვს ბოღმით და ტკივილით გაჭედილი.... რატომ...რატოოომ... ანგარიში სამარცხვინოა, მაგრამ ხდება... მაგრამ თუ ფიჯი შერკინებაშიც კი ასე დაგვჩაგრავდა...ამას კოშმარულ სიზმარსიც კი ვერ წარმოვიდგენდი....

• ისევ რაგბის მივაწვეთ

ბოდიში შენ კი არა, ფედერაციამ და პირადად სვანიძემ უნდა მოიხადოს. ფრენჩაიზის გარეშე სპორტის ამ სახეობსთან გამომშვიდობება მოგვიწევს. 5 მილიონის შოვნა რა გახდა ერთი ფრანჩაიზისთვის? და კიდევ ერთი ქოცი დეპუტატი, რომელიც რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, აცხადებს, რომ ფრენჩაიზს ვერ გააკეთებს. აბა რისთვის მოდიხარ შე დალოცვილო?

• zmo

საბოდიშო არაფერი გაქვთ, ძალით რომ არ წაგიგიათ ყველამ დაინახა, უბრალოთ ქართველებს გვჩვევია ტრაბახი და ბაქი ბუქი და ეს გვღუპავს სწორედ, ჩვენ რეალობის აღთქმა არ ვიცით და სულსწრაფები ვართ, იმისათვის რომ დიდ გუნდებს მოუგოთ ბევრი უნდა ვიშრომოთ და გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს, მოკლედ ბევრი გვაკლია წარმატებებისთვის,ეს მარტო რაგბს არ ეხება ზოგადად ყველაფერს

• ჰაჰა

მაინც მოვა გაზაფხული.

• გრიგოლ1408

წაგებაზე კი არ მწყდება გული.იმაზე მწყდება რომ რაშიც ვჯობდით მოწინააღმდეგეებს იმაშიც ვეღარ ვჯობივართ.ეს მელიტონას ბრალი არაა. ამას უფრო ღრმათა აქვს ფესვები გამჯდარი

• გია

აქამდე იბრძოდით და თუ მარცხდებოდით მაინც კმაყოფილი იყო გულშემატკივარი. დღეს კი….. ეს არის უთავმოყვარეობა სხვა არაფერი.

• ანდრი

დღევანდელი ქართველის დიდი ნაწილი მხოლოდ გამარჯვებულს იჩემებს და მედლებს ამოფარებული ტრაბახობს. დამარცხებულს ისე გათელავს მტერზე უარესი გეგონება. წავაგეთ, წარეთ წავაგეთ, სამარცხვინოდ დაგვცინებს ალბათ ბევრი უცხოდა მოძმე, მაგრამ მარცხშიც ჩემია ეს თამაშიც და ეს ნაკრებიც. გინებას და ლანძღვას ჯობია მარცხი განვიცადოთისე თითქოს ჩვენ წაგვეგოს ის თამაში. რაგბს თუ არა ერთობაა მაინც ხომ ვისწავლით ასე.

• გია

რაგბი ფიჯის თამაშია!

• beeq.777

არა მერაბ არუდაიხდიდე ბოდიშს და აქედანაცჩანს რამხელა წნეხის ქვეშ იყვნენ ბიჭები და მერე ეს თამაშზეც აისახა. სპორტია და ხდება ყველაფერი ხდება დიდ მარცხებს დიდი გამარჯვება მოსდევს! არიყო დღეს ჩვენი დღე მიზეზი კი ბევრი რამაა ერთად აღბული და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ყველამ ერთად ფედერაციასთან და პასუხისმგებელ პირებთან სადაც მოთამაშეები ყველაზე ბოლოს მოისაზრებიან.

• გიგი

ქართული ჭიდაობა&ძიუდო აი რა არის ჩვენი.

• gaga

დაივიწყეთ რაგბი ჩვენი თამაშია.

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა

"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება

"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ

პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა

[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია - რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს

"ჩელსიმ" "პალმეირასი" დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [VIDEO]

პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!

"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]

ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია

"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი

კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]

მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს

ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან

"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს