მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
რა სახეობის სპორტსმენები თამაშობდნენ ქართულ გუნდში ვერ გამოიცნობდი. თამაში თუ გეზარებათ ხალხს რაღაზე უხეთქავთ გულებს. რომ ჩამოხვალთ მოიკითხეთ რამდენ დასჭირდა ექიმი...........
??????
03 ოქტომბერი 2019 16:13
3
მელიტონ უკვე შეგიძლია წამოწვე და დატკბე იაპონური წესრიგით და საკეთი..

ნუღარ დაგვცინი და ავსტრალიასაც აუგად ნუ მოიხსენიებ,არ გაბრაზდნენ და ისე არ გაგინადგურონ გაწვრთნილი გუნდი რომ რაგბის ტელევიზორით ყურებაზეც კი უარი გათქმევინონ
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 16:02
3
ახლა კი კრეჭავს მილტონ ჰეიგი.ავსტრალია ურუგვაის ბონუსით მოუგებს აუცილებლად და მიუწვდომელი გაგვიხდება.ამის გარეშეც,ბონუსით მოგების იმედი აქვს ავსტრალიასთან?ამ შეტევით და თანაც ავსტრალიასთან?ალბათ რაღაც საშინელებას უნდა ველოდოთ?ამდენი წელია,მასზე აუგი არ მითქვამს,მაგრამ ამ ჩემპიონატზე მისი ინტერვიუები,რაღაც ნამეტანი რეალობისაგან მოწყვეტილია და უკვე წასული კაცის არასერიოზულობაში გადავიდა.ნაკრებიც შეიძლება ამიტომაა ასე დემპრალიზირებული.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 15:45
3
მილტონმა ადრეც მოიქნია ასეთი სისულელეები. ზოგადად თავის დაცვის ხერხები ახასიათებს, მაგრამ ეხლა ისე მოუვიდა, ბრმას თვალები არ ჰქონდა და წამწამებს დარდობდაო. გუნდმა ფიჯის ერთი ტაიმიც ვერ გაუძლო და ავსტრალიასთან რა უნდა გაახეროს? ისე კლოდ სოფელსაც წასვლის დრო რომ დაუდგა, მილტონივით აურია. ეხლა უკვე მომავალ არჩევნებს და მწვრთნელს თუ დაველოდებით, თორემ დანარჩენი წარსულის საქმეა
: )))))))
03 ოქტომბერი 2019 16:27
1
მართალი ხარ,იდალგო.გამწარებული ვარ ძალიან და და ცხრილის გარჩევის თავი აღარ მქონდა.თუმცა ამ თამაშით და ასეთი მარცხის შემდეგ,ავსტრალიასთან გამარჯვებაც უტოპია მგონია.ნამეტანი ძლიერები არიან ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც,თან გამარჯვებაც სჭირდებათ და ასე მგონია,ფიჯისაც შეუძლია უელსთან ქულის აღებაც.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 16:45
0
ყველა გამოხმაურება
მათიაშვილს თუ ათამაშებ უნდა ათამაშო 10 ნომერზე მისი ფრთაზე გაყვანა დაუშვებელია სუსტი მბოჭავია დღეს ხმალაძის ადგილზე რო მათიაშვილი ყოფილიყო და ბოლოს თედო შემოსულიყო შეცვლაზე 10 ნომერზე ვფიქრობ უკეთეს შედეგს ვანახებდით ლობჟანიძეს კიდევ არაფერი ესაქმება ნაკრებში ტიპი ფეხბურთელია თუ რაგბისტი ვერ გაურკვევია ჩარჩა წარსულში ბეგაძე უკეთესად შებოჭავდა და უკეთესადაც გაანაწილებდა ბურთს აფრასიძეზე აღარაფერს ვამბობ ბევრად ჯობს ვასკას და მეორეც როცა ოთია გიორგაძე წინა თამაშის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს რატომ უნდა მოიაზრებდე მარქაფის მორაგბედ? ან ლომიძე არ ჯობდა ნემსაძის მაგივრად ყოფილიყო ან მჭედლიძე რავიცი ჩემი აზრით ვინც დავბერდით გავიწიოთ აწი მადლობა მაგრამ დღეს რაგბს სხვა სისწრაფეები სჭირდება მათი გარემარბები გაცილებით მძიმე წონიანები არიან ჩვენი ფრთის მოთამაშეებზე მაგრამ ბევრად სწრაფად დარბიან 40 კილოთი მეტი წონის გარემარბი რადრადრა რატომ უნდა იყოს უფრო სწრაფი ფეხების ვიდრე დაუშვათ თოდუა რომელიც მასზე 50 კილოთი მსუბუქია
გოგა
03 ოქტომბერი 2019 15:50
2
მილტონ - უდიდეს პატივისცემას იმსახურებ, ახალ საფეხურზე აიყვანე ქართული რაგბი, მაგრამ ამ მსოფლიოზე აშკარაა შეცდომები მოგდით. ფიჯის თამაშმა ხომ დაგვანახა -ფიჯის 7 ლელოდან 3 მათიაშვილის უხეში შეცდომით გავიდა, 2 კვესელაძის, 1 - თოდუას, მათიაშვილს ამ თამაშებზე კი არა- საერთოდ ა რ წავიყვანდი მსოფლიოზე, ყველაზე ს უ ს ტ ი 15 ნომერია და ძირითადად მისი შეცდომებით გადის ლელოები. მე-2-ე - ა რ შეიძლეოდა ნაკრებში ა რ შეგეყვანა ასეიშვილი, ჟვანია, კვირიკაშვილი, არ შეიძლება ასეთ თამაშებში ა რ ათამაშო მჭედლიძე, თუნდაც გამოცდილებისათვის, ერთი რჩევა - მათიაშვილს ავსტრალიასთან თუ ათამაშებ - მინიმუმ 8 ლელოს მივიღებთ(!) აშკარაა - იბნევა, ვ ე რ აკეთებს ბოჭვებს,ფიზიკურად სუსტია, ვერც სისწრაფეს აჩვენებს, ვერც გააზრებულ თამაშს, ბურთის მიღება და ფეხით დარტყმა- მეტი არაფერი, ამას ამ დონის გუნდები ა რ გაპატიებენ, ანუ უფლებას აძლევ ხელით თამაშს და შეტევების (?!) და მას ფიჯი და ავსტრალია არ გამოიყენებს ?! - ბოლო-ბოლო -რ ა სტრატეგია არსებობს ?! - ავსტრალიასთან მაინც მოამზადე უკანა ხაზი- ჩ ა რ ბ ე ნ ე ბ ი თ , უკანა ხაზზე მუდმივი მოძრაობებით, მუშაობა, უბურთოთ სირბილი და კომბინაციების დამუშავება...გაჭრისათვის (!) ანუ ბურთის შენარჩუნება, და არა ფეხის დარტყმით მეტოქეზე ბურთის ჩაბარება და მით ინიციატივების დათმობა, რა ვერ გაიგეთ-ა რ უვარდებათ ბურთი ხელიდან (!)... მამუკა გორგოძე საამაყოა - ბებერი ლომივით იბრძვის და ბიჭებს მაგალითს აძლევს, ძალიან აქტიური მუშაობაა საჭირო უკანა ხაზის როგორ ფიზიკურ, ისე სიწრაფეში, აზროვნებით მომზადება და ვნახოთ (!) ყოველივე შეიძლება (!)
გლახუნა
04 ოქტომბერი 2019 14:44
2
ამ "დისლაიქებში" ლოგიკა არ არის, აქ ემოციებია, ამიტომაც არ არის გასაკვირი
"ბექა"-ს
04 ოქტომბერი 2019 16:27
1
ამ კომენტარს დისლაიქს ვინც უწერს ძაან მაინტერესებს რა დაუწუნა ამ კაცის ნააზრევს,რა თქვა არასწორად
ბექა
04 ოქტომბერი 2019 15:58
2
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ როგორ მჯეროდა !!! მაპატიე ჰეიგ მაგრად ყველაზე დიდი დამნაშავე შენ ხარ . გუნდს არანაირი პლიუსი არ გაუჩდა შენი მოსვლოს შემდეგ პირიქით. ამ იმედებით კიდე ნუ გვაბოლებ ავსტრია რა უნდა მოუგო ურუგვაის თავზე ვეჯექით 2 ტაიმი და 30 ქულას ძლივს ავცდით . ფიჯი არ არის ახალი ზელანდია 7 ლელო რო დაგიდოს. ბოლო ორი წელია ორჯერ გვათრიეს . 4 წლის წინ გაცილებით მაგარი გუნდი გვყავდა

1. შერკინებაში 0
2. ფლანგებიდან თამაში 0
3. ხელით ბურთის ტარება 0
4. მოლი 0
5. აუტი 0
6. ტექნიკა 0
7. დამუშავებული კომბინაციები 0

ვერ გავიგე რას ვაკეთებთ ?

მადლობა და წარმატებები იაპონიაში. საკმარისია.
paata
04 ოქტომბერი 2019 02:00
3
როგორ შეიძლება ჩვენი და კაცნაკლული იტალიის წაგებების შედარება??? თანაც ჩვენთან ფიჯი იყო იმათთან კიდევ სამხრეთ აფრიკა...ჩვნეს რაგიბიში გულის დასამშვიდებლად ნამდვილად არ გვაქვს საქმე!თუ ამ პრობლემის მოვგარება ეხლავე არ დაიწყო ძალიან მალე ჩვენი რაგბი ქართული ფეხბურთის ძალიან სამწუხარო ბედს გაიზიარებს!!! სასწრაფოდ უნდა მოშორდეს კომფორმისტი და მავნებელი სვანიძე ფედერაციას!!!
პაატა
04 ოქტომბერი 2019 17:51
4
ლობჟანიძე არის სრული მუხრუჭი და აფრასიძეს რას ერჩიან ვერ გავიგე? ლობჟანიძეს ბეგაძეც მნიშვნელოვნად სჯობს. ის რომ ბურთიძირითადად ფიჯის ქონდა არის იმის ბრალი, რომ ლობჟანიძე სხვას რომ ვერაფერს იფიქრებდა მაღალი დარტყმით ბურთს მეტოქეს აბარებდა და შეტევისთვის მშვენიერ პლაცდარმს უმზადებდა.
tttt
03 ოქტომბერი 2019 22:36
2
ადრე თუ ვერ თამაშობდა კაცი ან გუნდი არ იკარებდა ახლოს ან თვითონ ვერ ბედავდა კაცი თამაშს, ეხლა ყველაფერი მოშლილია. ძირითადი არასწორადაა დაყენებული. ჩვენს ფეხბურთელებს გაასწარით უკვე. სამარცხვინოა ძალიან, წაგებული კაცის სულით ძნელია იარო, დავითრგუნე მაგრად, ცოტა ნამუსმაც უმტუნათ.............
ოდესღაც ესე იყო........
03 ოქტომბერი 2019 15:59
12
თავს ზემოთ რო ძალა იყოს ფიჯიც კიდე უფრო დაგვანგრევდა ამიტომ ახლა იმაზე ფიქრი საჭირო ესპანეთმა და რუსეთმა არ გაგვასწრონ არაფერს ვამობო რუმინეთზე.
zurabi
04 ოქტომბერი 2019 12:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული