ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
არის რამოდენიმე მიზეზი რატომაც არ წაიყვანა ჟვანია მილტონმა, ერთ ის რომ სწრაფია და და მის აიღე-მიეძალე სტილს არ შეესაბამება, მეორე მიზეზი ისაა რომ ლუბიმჩიკებში არ წერია მისი სახელი და გვარი, თვალები გაახილეთ ბიჭო, კაცს უფრო მეტჯერ აქვს გაჭრილი ხაზი, უფრო მეტი ოფლოუდი აქვს გაკეთებული ვიდრე სხვა ყველა ნახსენებ შერკინების მოთამაშეებს ერთად. მილტონის სტრატეგია იყო და არის ნელი ძალიასმიერი რაგბი, ხოდა გაგვიშიფრეს ფიჯელებმა, შერკინება, მოლი და რა რაქი და შედეგიც სახეზეა. რაში ჭირდება ექსცენტრიული ჟვანია რომელიც სწრაფ ტემპს შესთავაზებს, როგორ შეიძლება მორკინალმა ასე სწრაფად ირბინოს, რომ გაიფლიანდეს და გაცივდეს? დარწმუნებული ვარ ახალი მწრვთნელი რომ მოვა ახალ სისწრაფეებზე აიყვანს ნაკრებს თავისი ახალგაზრდებით და ნახავთ მერე ჟვანიაც როგორ მოხვდება ნაკრებში. კაცი პოზიტივია რა.
გიო
08 ოქტომბერი 2019 11:32
5
რა გასაგებად გადმოცემს აზრს ეს დალოცვილი.
გოგი
07 ოქტომბერი 2019 21:53
1
ნარო მილიარდჯერ დაჯარიმდა ძაან ცუდია თუ არ მოუმატა არა წელს ფორმაში. ვერც გოგიჩა ბრწყინავს.ჟვანია ასეიშვილი კარგი იქნებოდა წელს.მილტონა......
ნიკა
07 ოქტომბერი 2019 16:28
1
ჟვანო,გაჩეჩილაძე,ასეიშვილი ფრუიძე რო ყოფილიყვნენ.ეჰ მილტონა....
გუჯა
06 ოქტომბერი 2019 02:43
0
ახალი კინგ კონგი ყავს რაგბის ჟვანო
ნიკა
05 ოქტომბერი 2019 23:26
0
თქვენ ხო არ ღადაობთ .რა ნარო და გოგიჩა.ნარო კარგი იყო 2 წლის უკან ეხლა სახელი შემორჩა და პრესტიჟი , გოგიჩაიშვილი ჯერ არ არის მზად .წელს ყველაზე კარგ ფორმაში ზუზუ იყო ამათგან და ამიტომაც აფეთქდა ზუზუზე ყველაფერი.ნაროს მაგარ პატივს ვცემ მაგრამ მაგრად მოუკლო.მაოფლიოზე მისი წაყვანა წამგებიანი იყო გუნდისთვის
რაგბის ფანი ჯაბა
05 ოქტომბერი 2019 00:34
5
აგერ წავა ეხლა მილტონ ჰეიგი და მწვრთნელიც დაგვჭირდება
: )))))))
05 ოქტომბერი 2019 12:59
0
ეტყობა შენ ღადაობ.
????
05 ოქტომბერი 2019 11:50
1
ზუზუს პოზიციაზე ნარო და გოგიჩაა წელს ოროვეზე კარგ ფორმაშია.მე ჟვანია და ასეიშვილს დავაყენებდი.ნაროს ტრამვა ქონდა კარგა ხანი უთამაშებელი იყო და ვერ დგას ,გოგოჩასთვის ადრეა ჯერ მსოფლიო.
ნიკა
04 ოქტომბერი 2019 22:35
3
ვინ თამაშობს ჟვანიას პოზიციაზე?... მწყდება გული ჟვანია რომ არაა გუნდში, მაგრამ იქნებ ვინც მის პოზიციაზე თამაშობს უკეთ ასრულებს თავის მოვალეობას..
ბორჟღალი
04 ოქტომბერი 2019 20:24
1
ნაკრებში მაგ პოზიციაზე არის ნარიაშვილი, რომელიც უკონკურენტო იყო. ასევე გოგიჩაშვილი და ასიეშვილი. ამ ორიდან მწვრთნელმა გოგიჩაშვილი იმიტომ ამჯობინა, რომ კარგი სეზონი ჰქონდა. ასეთ არჩევანზე მართლა ძნელია შეედავო, მითუმეტეს ჰეიგმა განმარტა, რატომ დარჩა ჟვანია განაცხადს მიღმა.კონკურენციის თვალსაზრისით ასე იყო და თუ პირადად ჰქონდა მასთან უთანხმოება, ეს აღარ ვიცი
????
04 ოქტომბერი 2019 22:05
1
ზურას დანახვა ყოველთვის იმედის მომცემი იყო მართლაც რა მოხდა საინტერესოა
თენგო
04 ოქტომბერი 2019 19:48
0
ბოღმით სკდებით ოჯახი ხოარ უვარდებით .ადამიანებზე ყველა ცუდის დამწერის.... მიაწექი ჟვანოოო.თქვენი უსაქმური კომენტარები მაგრად მკიდია.კაცი ისტორია ს ქმნის.ჟვანოოო მაგრად გბალეშიკობ.
რაგბის ფანი
04 ოქტომბერი 2019 16:37
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული