ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
ზუზუ არ იყო ხოდზე ტესტი ვერ ჩააბარა)) ჰეიგ...
..
04 ოქტომბერი 2019 01:23
2
რამდენი შურიანი აკომემტარებს.ნახეთ ამ გოგოს საიტი საქართველო ფეხზე დგას.წარმატებები ქართველო თუ საქართველოში არა ინგლისში
პატრიოტი ქართველი
04 ოქტომბერი 2019 01:20
5
წარმატებებს ვუსურვებ.მთელი საქართველო ააალაპარაკეს და ალბათ დაიმსახურეს.წარმატებები საინტერესო ოჯახს.
გიო
04 ოქტომბერი 2019 01:13
4
ჩასაფრებულის პოზიციიდან თანაც ცოლი ალაპარაკო არაქართულია,უფრო რუსული პონტია.
ჩემი აზრით
04 ოქტომბერი 2019 00:51
25
წარმატება სპორტში მხოლოდ ვარჯიში არაა,ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში ოჯახია,ხოდა ოჯახიდან უდიდესი მხარდაჭერა ჭირდება სპორცმენს,აშკარად ზურა ძალიან გულდაწყვეტილია,თან ვერაფერს ამბობს,ოჯახის წევრებმა ითბინეს და ნაკრების ასეთი შედეგის მერე მსოფლიოზე ვეღარ მოთბინეს და გულის ნადებიც ამოიღეს! წარმატებები ზურას! გულს ნუ გაიტეხ ძმაო! აგერ მილტონ Hეიგი წარსულს ჩაბარდა!
zura
04 ოქტომბერი 2019 09:26
6
ცუდია თუ ზუზუ პირადი ინტერესების გამო არ წაიყვანეს (რაც არ მგონია ესე იყოს და ჰეიგზე ვინმეს ზეწოლა მოეხდინა) თუმცა არც ის მიმაჩნია სწორად სპორცმენის მეუღლე ურჩევდეს საქმეს რაგბის კავშირს და წაგებულ თამაშზე ნიშნის მოგებით ელაპარაკებოდეს....
demetree
04 ოქტომბერი 2019 00:17
5
გალახული კაცის პოზიციიდან საუბარს გავს
ქომაგი
04 ოქტომბერი 2019 00:12
4
თუ რამეს ამბობს, მიზეზი უნდა დაასახელოს, თუ ვერ ასახელებს, უნდა გაჩუმდეს.ისე გამოვიდა, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. აქ რომ წერს მისი მეუღლე, ვინ გყავთ ამის დონის მორაგბეო, ეს უკვე უსამართლოა.
: )))))))
04 ოქტომბერი 2019 05:39
3
თუ მელიტონამ არ ისურვა ვერ შეედავები და ვერ დააძალებ. თუ მაიმუნურად ჩატეხეს ზუზუ ტეხავს. მე მომწონს ჟვანია, ნაკრებში სულ ველი მაგის გამოჩენას, მაგრამ კონკრეტულად ჩამოყალიბებული პრეტენზია უნდა წააყენოს ემოციების გარეშე.
ანდრი
03 ოქტომბერი 2019 23:45
0
არ მჯერა რომ ვინმე იმსახურებდა და სპეციალურად არ წაიყვანა მწვრთნელმა მსოფლიოზე
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 23:20
9
მეუღლეების ციკლუდან მორიგი გაბღენძილი და ამბიციური გამოხტომა.
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 23:17
17
ეხმ, ცუგა კულტურულო!
ozeki
03 ოქტომბერი 2019 21:59
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული