ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
აბა, კაცო, რა ცოლის საქმეა ქმრის ჯანმრთელობაზე და კარიერაზე ლაპარაკი, ნწ, ნწ, ნწ. ვერ დაეტევა სამზარეულოში? ბავშვები გაზარდოს მაგან, ვაჟკაცების საქმეში რას ერევა. ქალის სადღეგრძელოს თქმა არ დაგავიწყდეთ განსხვავებულით ღვინის სტომაქში ჩასხმისას.
tambuktu
04 ოქტომბერი 2019 13:08
7
გაიხარე შენი მაგარი ოჯახით ძმაო.აქვთ სათქმელი და ამბობენ რა გაუხურეთ.წარმატებები ზურას
ზაზა
04 ოქტომბერი 2019 13:07
1
გაიმართება შენი მაგრამ ოჯახის ძმაო.აქვთ სათქმელი და ამბობენ რა გაუხურეთ.წარმატებები ზურას
ზაზა
04 ოქტომბერი 2019 13:06
1
წარმატებები ზურას.წინ ბევრი სიახლე გველის ის ერთი პირობები უჩანს.ველოდები ლელოებს .მთელი საქართველო შენ გვერსით ვართ ძმა
გიუშა
04 ოქტომბერი 2019 12:42
0
მიაწვა ჟვანო მაგარი სეზონი გაგვახარე ძმაო.
რაგბი
04 ოქტომბერი 2019 12:40
0
ძალიან შორს ვარ აზრისგან,რომ ცოლი კაცის ნივთია და ა.შ მაგრამ რატომ არის ეს ამბები ცოლის, ძმის, რძლის გასარჩევი?
გიორგი
04 ოქტომბერი 2019 12:39
8
ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მითუმეტეს მეუღლეს რომელიც ალბათ ყოველდღე ხედავს თუ როგორ განიცდის მისი ქმარი ამ დიდ უსამართლობას.
კოტე
04 ოქტომბერი 2019 13:17
5
ყველაზე უნდა მორაგბეა ბინა ვიცი.მაგრად უყვარს რაგბი და ეტყობა სულით რაგბისტია.გადახედეთ არის ლელოებს ბინა არ იცით.და წარმატება უსურვეთ. ინგლისის პრემიერშიფში ერთადერთი ქართველი გვყავს და სულ პირველზე ათამაშებენ
ნიკა
04 ოქტომბერი 2019 12:39
9
ნიკა გასაგებია რასაც იძახი მაგრამ:
ბინა რაგბისტის არის ლელოების გადახედვა, პრემიერშიფის პირველზეა სულ ათამაშებენ, მოგებას უსურვებთ, ზურა ბიჭი ხარ კარგი და მართალია?
გრამატიკოსი
04 ოქტომბერი 2019 12:58
0
სათქმელი უნდა თქმულიყო და თქვეს.მადლობა ყველ ენის ახელისთვის.ბევრ და ეს ვხბდებოდით მაგრამ ესეც დაგვეხმარა.წარმატებები კარგ კაცს
გიო
04 ოქტომბერი 2019 12:35
3
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ფედერაციას და მწვრთნელს მივანდოთ შიდა სამზარეულო. თუ წარმატებებს მიაღწიეს მივულოცოთ, თუ ვხედავთ რომ პრობლემები მატულობს, მაშინ მოვკითხოთ. ზოგადად ყოველი ქართველი ხომ თავის თავს და საკუთარ აზრს უალტრნატივოდ თვლის, ესეც ხომ ჩვენი სენია თუ რამეში ვცდები?! ბევრი უსამართლობა არსებობს სპორტშიც ისევე როგორც სხვა სფეროებში და ამ საქმეში უცხო ადამიანების ცხვირის ჩარევა საჭირო არაა, თუ გინდა სპორცმენის ოჯახის წევრი იყო. მწვრთნელმა და ფედერაციამ ასე გადაწყვიტეს და ასე გააკეთეს, ყველგან ასე ხდება და ზედმეტი ცხვირის ჩარევები და დასვრილი საცვლის გარეთ გამოტანა არავის წაადგება და პირველ რიგში ქართულ რაგბს!!! ჟვანიაც ეტყვის თავის სათქმელს ფედერაციას, თუ რამე სათქმელი აქვს, ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ზომა და წონა!!!
joi zaza
04 ოქტომბერი 2019 12:17
5
უნდა დაესვენა აბა რა უნდა ექნა შეუჩერებელი სეზონი ქონდა. საქართველოს ადარებთ თქვენ .ქართველი ლეგიონერები ყოველთვის ყველაზე ადრე შედიან. წარმატებები მაგრად გვაკლიხარ ძმაო
გოგა
04 ოქტომბერი 2019 12:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული