ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და
მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
ზურა ძალიან კარგი მორაგბეა, ძალიან ინდივიდუალური მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით, მაგრამ მეუღლეების, ოჯახის წევრების, მშობლების და ნათესავების ჩაბმა-ქომაგობა ამ საკითხში -ცოტა სატაკილო საქმე ხომ არ არის?
დათო
03 ოქტომბერი 2019 21:25
11
ცოტა აბდა-უბდა წერილია,თორემ ფედერაცია და მწრთვნელები რომ არ ვარგა, ეს უკვე ნათელია
giorgi
03 ოქტომბერი 2019 21:31
4
ცუდია თუ ზუზუ პირადი ინტერესების გამო არ წაიყვანეს (რაც არ მგონია ესე იყოს და ჰეიგზე ვინმეს ზეწოლა მოეხდინა) თუმცა არც ის მიმაჩნია სწორად სპორცმენის მეუღლე ურჩევდეს საქმეს რაგბის კავშირს და წაგებულ თამაშზე ნიშნის მოგებით ელაპარაკებოდეს....
demetree
04 ოქტომბერი 2019 00:17
5
რაც დაწერა ქალბატონმა სრული სიმართლეა, მწვრთნელი და ფედერაცია არასწორად იქცევიან.
ხვიჩა
03 ოქტომბერი 2019 21:57
9
დრო იშოვაო, აამაზეა ნათქვამი, როგორ კმაყოფილია ალბათ ფიჯისთან წაგებით, შედი ქალო კუხნაში...
ცუგო
03 ოქტომბერი 2019 21:21
40
ჯერ იყო ფაჩულიას ცოლმი. ეხლა ჟვანიას მეუღლე.რაღაც ახალი მოდა შემოვიდა)))) საქმე არა გაქვთ?
ზაზა
03 ოქტომბერი 2019 21:41
20
არ დაგავიწყდეს პიონერი ამ საქმეში ჭრიკიშვილის ცოლი იყო.)))
dato
03 ოქტომბერი 2019 22:54
1
ყაზაიშვილის ცოლიც არ დაგავიწყდეს, მაგის დავიწყება იქნება?!))
Gio
04 ოქტომბერი 2019 08:22
0
კარგია რომ აღიარა ცოლმა მესამე პუნქტში დასვენება ეკუთვნოდაო! შეკრებიდან მოხსნა და თურქეთში წაიყვანა,ფეისბუქზე მზისგან გაოფლილი ზურას ფოტოები იდო, როცა ნაკრების ბიჭები ვარჯიშის ოფლში იხრჩობოდნენ!ფრანგული ანდაზა გამახსენდა: როცა დამნაშავე არ ჩანს, ქალი ეძებეო! აქაც მედგრად წერ სტატუსში, ვციტირებ: ,,როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად" და სახლში რა ამბავს ატეხავდი ალბათ....
foteli
04 ოქტომბერი 2019 10:18
3
თუ მელიტონამ არ ისურვა ვერ შეედავები და ვერ დააძალებ. თუ მაიმუნურად ჩატეხეს ზუზუ ტეხავს. მე მომწონს ჟვანია, ნაკრებში სულ ველი მაგის გამოჩენას, მაგრამ კონკრეტულად ჩამოყალიბებული პრეტენზია უნდა წააყენოს ემოციების გარეშე.
ანდრი
03 ოქტომბერი 2019 23:45
0
ყოფილი რაგბისტი ვარ.მეც მქონდა ასეთი მომენტები მაგრამ როცა საჭირო იყო ხმა არ ამოვიღე და ვინანე.მადლობას გიხდით გააკეთეთ ის, რაც მე ვერ გავაკეთე თავის დროზე.
Nodo-nodo
04 ოქტომბერი 2019 03:06
5
დაიოკეთ ამბიციები, მოეშვით ინტრიგნობებს, თქვენი საქმე გულწრფელად აკეთეთ და არ დაიჩაგრებით
გიორგი
04 ოქტომბერი 2019 09:52
6
არ მჯერა რომ ვინმე იმსახურებდა და სპეციალურად არ წაიყვანა მწვრთნელმა მსოფლიოზე
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 23:20
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული