მერაბ შარიქაძე: კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და შევაკვდებით ავსტრალიას

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნები" დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

გუნდი უკვე შიზუოკაშია და მომავალი მატჩისთვის იქ ემზადება. მანამდე "მსოფლიო რაგბი" "ბორჯღალოსნების" კაპიტან მერაბ შარიქაძეს განვლილი და მომავალი თამაშების შესახებ ესაუბრა:

"საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფიჯისთან მარცხით გულდაწყვეტილია, თუმცა გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსოფლიო თასი თავაწეულმა დატოვოს.

შარიქაძის თქმით, ფიჯისთან მტკივნეული მარცხის შემდეგ გუნდი მზადაა, "მოკვდეს" ავსტრალიასთან მატჩში. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მან პირველად ითამაშა სასტარტო XV-ში და ამბობს, რომ ეს თამაში მისი
ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო:

"ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით, მე, გვრცხვენია ჩვენი გულშემატკივრის და ოჯახების, რადგან ისინი სულ სხვა რამეს ელოდნენ, მაგრამ საბოლოო ანგარიში მხოლოდ დასკვნითი 20 წუთის თამაშს ასახავს და არა სრულის. იყო მომენტები, რომელთაც შეეძლოთ ყველაფერი შეეცვალათ. ვისაც რაგბი ესმის, ისინი მიხვდებიან, რას ვგულისხმობ. მაგრამ ვერავის დავადანაშაულებთ, ეს ყველა ჩვენგანის ბრალია".

ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, რომ იაპონიაში ორი შეხვედრის მოგებით, საფრანგეთის მსოფლიო თასის ავტომატური კვალიფიკაცია მოეპოვებინა. მას კიდევ დარჩა ერთი შეხვედრა, 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან:

"ჩვენი რეპუტაცია ძლიერ დაზარალდა და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს - კარგად ვითამაშოთ ავსტრალიასთან. შევაკვდებით. ახლა დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია".

გამოცდილება უნდა გადავცეთ

ამ მსოფლიო თასმა რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი დაგვანახა: ხაზის მოთამაშეები გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე და გელა აფრასიძე; ასევე, მორკინალები გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, ვანო კარკაძე და ოთარ გიორგაძე, რომელიც ურუგვაისთან საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შარიქაძე, რომელიც თავად 26 წლისაა, ამბობს, რომ მსოფლიო თასი ბიჭებისთვის უდიდესი გაკვეთილი იქნება:

"ასაკოვანი მოთამაშეები მსოფლიო თასის შემდეგ, სავარაუდოდ, ნაკრებს დატოვებენ. მე და დანარჩენებმა, რომლებიც ნაკრებში მომავალშიც ვითამაშებთ, უნდა გავითავისოთ ეს ისტორია და მოვემზადოთ შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჯერ კარგად უნდა ვითამაშოთ ავსტრალიის წინააღმდეგ და შემდეგ დავიწყოთ მზადება შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჩვენ უნდა გადავცეთ გამოცდილება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც უფროსებს შეცვლიან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

altგიორგი ნემსაძე: დანაშაულის გრძნობა გვაქვს და წყლის ნაყვა გამოგვდის - კარიერის ასე დასრულება სამწუხაროა

altზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

altმილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

მკითხველის კომენტარები / 30 /
მარტო თავგანწირვა თამაშს ვერ მოიგებს მერაბ !!! სტრატეგია , ტაქტიკა , მოწინააღმდეგის სუსტი მხარეები მწვრთნელის თუ მწვრთნელების გასაკეთებელი საქმეა რაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნათლად გამოჩდა ჩვენი ვაი მწვრთნელების სისუსტე და არა პროფესიონალიზმი !!!
მეზღაპრე მილტონ მადლობა გადაუხადე ბიჭებს ესეთი კარიერა რომ გაგიკეთეს თორე შენ 2015 ში ვე იყავი გასაშვები !!!!

წარმატებები ბიჭებს
რაც არ უნდა მოხდეს ავსტრალიასთან ბიჭებო თქვენ ყოველთვის იყავით ხართ და იქნებით სამშობლოს საამაყო შვილები !


ჯარჯი
08 ოქტომბერი 2019 03:55
11
მაგრად ჩაიკუკეს და სწორი ანალიზია საჭირო. ისე ფიჯი ბობოლებს არ ჩამოუვარდება დიდად და მაგათთან მოგება შოტლანდიასთან უელსთან ირლანდიასთან და არგენტინასთან მოგებაზე უფროპრესტიჟულია.
ddgfdf
08 ოქტომბერი 2019 00:42
20
კარგს იზავ! შეხვალ თუ არა მოედანზე იმათ კაპიტანს ჩაეხუტე და ლიმონკა გახსენი, სამი კაციც რომ გამოთიშო თამაშიდან ეგეც კარგია. აბა შენ იცი მერაბ! წინ იყურე, ე მანდ სტოლბას არ დაეჯახო და ტყუილად არ მოიკლა თავი... ვინმე გაიყოლე თან, ოღონდ ჩვენიანი არა, გეყურება !!!
კ ო მ ბ ლ ე
08 ოქტომბერი 2019 00:41
53
კომბლე გადაშენდი!
აბდალი გურული~
08 ოქტომბერი 2019 10:31
1
იხუმრა კაცმა, ნუ ჩაქოლავთ...ისე რომც შეაკლან თავი მოგებისთვის მაინც არ ეყოფათ და რა აზრი აქვს? ლაღათ ითამაშონ და არ დაეძინოთ დაცვაში. შემდეგ მსოფლიოზე კი მაინც გავალთ ევროპიდან, რა დროს თავის შეკვლაა.
emigranti
08 ოქტომბერი 2019 03:59
5
ყველა გამოხმაურება
“მოკვდე” -თი ვეღარ ხდება თამაშების მოგება ბიჭებო თორე კი მჯერა რო წასაგებად არ გადიხართ სტადიონზე. თავში უნდა გაიზარდოთ, აზროვნებით და მერე შეაკვდეთ, ისე ფუჭია ეგ მსხვერპლი
07 ოქტომბერი 2019 22:31
3
თავს ნუ მოიკლავთ ბიჭებო,რაც არის გასაკეთებელი იმას მიხედეთ და თუ სწორად მიუდგებით მაქამდეც მიხვალთ. თუ არა და ავსტრალიასთან თავის მოკვლა არაფერს არ შეცვლის
გრიგილ1408
07 ოქტომბერი 2019 22:28
4
როგორ უნდა შეაკვდეთ როცა ნახევარი გუნდი სირბილის მაგივრად უბრალოდ დადის მოედანზე.
David
07 ოქტომბერი 2019 22:23
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული