მერაბ შარიქაძე: კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და შევაკვდებით ავსტრალიას

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნები" დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

გუნდი უკვე შიზუოკაშია და მომავალი მატჩისთვის იქ ემზადება. მანამდე "მსოფლიო რაგბი" "ბორჯღალოსნების" კაპიტან მერაბ შარიქაძეს განვლილი და მომავალი თამაშების შესახებ ესაუბრა:

"საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფიჯისთან მარცხით გულდაწყვეტილია, თუმცა გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსოფლიო თასი თავაწეულმა დატოვოს.

შარიქაძის თქმით, ფიჯისთან მტკივნეული მარცხის შემდეგ გუნდი მზადაა, "მოკვდეს" ავსტრალიასთან მატჩში. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მან პირველად ითამაშა სასტარტო XV-ში და ამბობს, რომ ეს თამაში მისი
ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო:

"ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით, მე, გვრცხვენია ჩვენი გულშემატკივრის და ოჯახების, რადგან ისინი სულ სხვა რამეს ელოდნენ, მაგრამ საბოლოო ანგარიში მხოლოდ დასკვნითი 20 წუთის თამაშს ასახავს და არა სრულის. იყო მომენტები, რომელთაც შეეძლოთ ყველაფერი შეეცვალათ. ვისაც რაგბი ესმის, ისინი მიხვდებიან, რას ვგულისხმობ. მაგრამ ვერავის დავადანაშაულებთ, ეს ყველა ჩვენგანის ბრალია".

ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, რომ იაპონიაში ორი შეხვედრის მოგებით, საფრანგეთის მსოფლიო თასის ავტომატური კვალიფიკაცია მოეპოვებინა. მას კიდევ დარჩა ერთი შეხვედრა, 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან:

"ჩვენი რეპუტაცია ძლიერ დაზარალდა და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს - კარგად ვითამაშოთ ავსტრალიასთან. შევაკვდებით. ახლა დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია".

გამოცდილება უნდა გადავცეთ

ამ მსოფლიო თასმა რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი დაგვანახა: ხაზის მოთამაშეები გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე და გელა აფრასიძე; ასევე, მორკინალები გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, ვანო კარკაძე და ოთარ გიორგაძე, რომელიც ურუგვაისთან საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შარიქაძე, რომელიც თავად 26 წლისაა, ამბობს, რომ მსოფლიო თასი ბიჭებისთვის უდიდესი გაკვეთილი იქნება:

"ასაკოვანი მოთამაშეები მსოფლიო თასის შემდეგ, სავარაუდოდ, ნაკრებს დატოვებენ. მე და დანარჩენებმა, რომლებიც ნაკრებში მომავალშიც ვითამაშებთ, უნდა გავითავისოთ ეს ისტორია და მოვემზადოთ შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჯერ კარგად უნდა ვითამაშოთ ავსტრალიის წინააღმდეგ და შემდეგ დავიწყოთ მზადება შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჩვენ უნდა გადავცეთ გამოცდილება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც უფროსებს შეცვლიან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

altგიორგი ნემსაძე: დანაშაულის გრძნობა გვაქვს და წყლის ნაყვა გამოგვდის - კარიერის ასე დასრულება სამწუხაროა

altზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

altმილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

მკითხველის კომენტარები / 30 /
ადმინ, მხარდამჭერ კომენტარებს რატომ ბლოკავთ? მხოლოდ მოქილიკეებს რატომ აქვეყნებთ?
ისევ რაგბის მივაწვეთ
09 ოქტომბერი 2019 07:04
0
ფიჯისთან წაგება ბოლო წლების შედეგია, სტაგნაცია აშკარაა იყო, იმედია გადალაგდება ფედერაცია და არჩევნებზე სწორ დასკვნას გააკეთებენ... ბიჭებს კი ეხლა გამხნევება სჭირდებათ, წინ საწართველო!
zviads
08 ოქტომბერი 2019 20:18
0
შეაკვდებით კიარა ეთამაშეთ ეთამაშეეთ
ქარ
08 ოქტომბერი 2019 17:41
1
ნაკრებს აშკარად ფსიქოლოგიის პრობლემა აქვს. სანამ არ ისწავლით თამაშს არაფერიც არ გამოვა, რაგბი თამაშია პრიველ რიგში, თამაში! აიგდეთ თამაში და ლაღად ითამაშეთ! ბრძოლა და სისხლის დაღვრა ომშია, რაც ღმერთმა გვაშოროს.
ლევანი
08 ოქტომბერი 2019 17:31
0
აუ უშველეთ რა ამ ბიჭს ცოდოა
1
08 ოქტომბერი 2019 17:11
11
არამგონია შენი შველა შეძლოს ვინმემ
ვაჟა
08 ოქტომბერი 2019 17:56
2
მაგ სიტყვებს ავსტრალია რეალობად გვიქცევს
მთ
08 ოქტომბერი 2019 15:10
4
ნუ ნერვიულობთ ავსტრალიელები ბავშვებს და ქალებს არ კლავენ
John
08 ოქტომბერი 2019 14:44
15
არ შეაკვდეთ, მოუგეთ!
გელა
08 ოქტომბერი 2019 14:08
2
ყველა ვთანხმდებით რომ თამაშს ძლიერ გუნდებთან ჭიდაობით ვერ მოვიგებთ, საჭიროა მეტი ფანტაზია და სწრაფად მოაზროვნე რაგბისტები. რაგბისტებო არ შეიძლება ცოტა მეტი ივარჯიშოთ და კუნთური მასა დაიყენოთ? ვის ყავს ჩვენს გარდა ქონმოთანთალე რაგბისტები. ამდენი ბურთის ხელიდან გავარდნა რა უბედურებაა, მეტი მუშაობაა საჭირო! ისე კი თამაშის დროს მონდომება არ გაკლიათ და ბოლომდე იხარჯებით. წარმატებები ავსტრალიასთან!
Tusika
08 ოქტომბერი 2019 14:07
0
10 წუთიანი "შეკვდომა" არ იყოს
რასაც ავსტრალია გაგიკეთებთ ეცადეთ 2 იმდენი თუ არა იგივე მაინც "უყავით" :)
ვოვა
08 ოქტომბერი 2019 13:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული