თოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს 2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის ძალიან დაძაბულად დაიწყო.

ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.

ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ დაუვარდათ.

23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა
სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.

35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.

ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.

მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მწვავედ შეუტია. ავსტრალიელებს ბურთი რაქიდან გამოუვარდათ, რომელიც კაჭარავამ ჩაიგდო ხელში, 1 ავსტრალიელი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, თუმცა შეტევის მესამე ფაზაში ბექა გორგაძეს ბურთი ხელიდან წინ გადაუვარდა.

51-ე წუთზე დრო დიდი ხნით იყო გაჩერებული. ავსტრალიელების შეტევის დროს ერთმანეთს თოდუა და აფრასიძე დაეჯახნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა 9 ნომერმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაში ორმხრივი შეტევებითა და შეცდომებით მიმდინარეობდა. მე-60 წუთზე კაროიბეტემ ყველასა და ყველაფერს შემოურბინა და შეხვედრაში ავსტრალიელთა მეორე ლელო დადო. "ვოლაბებმა" გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:3 გახდა.

70-ე წუთზე, როგორც იქნა, ჩვენი დერეფანი მოვიგეთ. ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი და კარგი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელმაც 30 მეტრი ირბინა და დადო კიდეც ლელო - 8:17. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.

თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო 10 წუთში ჩვენს ჩათვლის მოედანში 2-ჯერ დაამიწეს ბურთი ავსტრალიელებმა და საბოლო ჯამში 27:8 მოგვიგეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩის მსოფლიოს თასზე გამოსვლა დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" საბოლოო ჯამში 5 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

რაგბის მსოფლიო თასი

საქართველო-ავსტრალია 8:27

ლელოები

ავსტრალია:  უაითი, კოროიბეტე, დემპსი, გენია   

საქართველო: თოდუა


ჯარიმები

საქართველო: მათიაშვილი

ავსტრალია: თუმუა

გარდასხვები

ავსტრალია: თუმუა (2)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ყოჩაღ კარგია ესე გააგრდძელეთ
aleko
11 ოქტომბერი 2019 17:49
13
ეთადერთი რაშიც ჩვენ ბიჭებს ვერ უსაყვედურებ ეს მონდომებაა... რაც შეეხება თამაშს, ეს არის ჩვენი დონე მეტი ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. დერეფნებს ვაგებთ შერკინებასაც და როგორ უნდა მოვიგოთ ხო სირბილიც არაა საერთოდ.ნარიაშვილი რაღაც ვერ იყო საერთოდ ამ ჩემპიონატზე კაცი საფრანგეთის ჩემპიონატში დომინანტი იყო შარშან და შარშანწინ, აქ კი რაღაც დაემართა და საერთოდ ჩილაჩავას გარდა დანარჩენები რაღაც დაჩაგრულები იყვნენ ურუგვაისთან მატჩის გამოკლებით.მეტი დრო უნდა დაეთმოს ახალგაზრდებს, კარგია ჰეიგი რომ მიდის თორემ ეს რაგბის კავშირი მისი გამშვები არ იყო და საერთოდ უამრავი კითხვა დაგროვდა რაგბის კავშირის მისამართით, რატომ არ წაიყვანენ ჟვანია და კვირიკაშვილი და რატომ არ ითამაშენ აბჯანდაძემ და ჩილაჩავამ ბოლო შეხვედრაში და კიდევ ბევრი რამ გასარკვევია. დროა დააბრუნონ ნიჟარაძე მის კუთვნილ ადგილზე, კაცი რომელიც ნამდვილად დაუბრუნებს ჩვენ ნაკრებს და საერთოდ ჩვენ რაგბს ძველ დიდებას, თუ არა და აღმოვჩნდებით რუსეთის და რუმინეთის დონეზე საიდანაც უფსკრული ჩანს...
Maximus
11 ოქტომბერი 2019 17:42
3
უკვე დროა რაგბის თამაში დავიწყოთ, მადლობა წინა თაობას ამ დონეზე, რომ გაგვიყვანეს, ახლა ახალი ფედერაცია, ახალი მწვრთნელები და ახალი სტილით, ტაქტიკით თამაში უნდა ავითვისოთ ახალგაზრდებთან ერთად. გვეგონა ამას ჰეიგი გააკეთებდა მაგრამ ვერ შეძლო. თუ იცით ვინმემ რატომ არ ათამაშა ჩილაჩავა დაწერეთ.
გიზოგ
11 ოქტომბერი 2019 17:32
0
ეროვნული ჩემპიონატისადმი არა სათანადი ყურადღება, დაბალი ფინანსები, წამყვანი ტვ-ების უყურადღებობა ...რისთვისაც აუცილებელი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება- განმტკიცება!
გლახუნა
11 ოქტომბერი 2019 17:49
0
მწვრთნელია გამოსაცვლელი უკვე შემადგენლობის უკეთესად დაყენება შეიძლებოდა ჩემი საზრით.ისეთები იჯდნენ სკამზე.....
GIO
11 ოქტომბერი 2019 17:28
8
შეუძლიათ და არ იგებენ? სამწუხაროდ ესაა ამ ეტაპზე ჩვენი მაქსიმუმი, მაგარი ბიჭები იზრდებიან და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. ალბათ შეიძლებოდა ოდნავ უკეთ თამაში ამ მსოფლიოზე, მაგრამ ვისთანაც წავაგეთ ყვბელა ჩვენზე კარგი გუნდი იყო. მადლობა ბიჭებო ბრძოლისა და თავდადებისთვის!!! დარწმუნებული ვარ თქვენზე ძალიან არავინ განიცდის ამ შედეგს...
giorgi
11 ოქტომბერი 2019 17:27
2
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარებს, რამე უხამსი დავწერე?
ლაშა
11 ოქტომბერი 2019 17:27
0
გული არ გაიტეხოთ ბიჭებო!!
ლაშა
11 ოქტომბერი 2019 17:26
2
შერკინებაში ვერ მოვიპოვეთ უპირატესობა, გასაგებია რომ ავსტრალია ძალიან მაგარია, მაგრამ სად გაქრა ის ჩვენი შერკინება, როცა ყველას ვჯაბნიდით? ეხლაც ასე რომ ყოფილიყო, მინიმუმ 7 ქულაში შევიდოდით
ქომაგი
11 ოქტომბერი 2019 17:25
2
ალბათ ერთ დროს ძალიან კმაყოფილები ვიქნებოდით ავსტრალიასთან ამ სხვაობით მარცხით მეტიც ვიამაყებდით კიდეც. იმედია მომავალში ჩვენი რაგბი იმდონემდე მივა რომ ავსტრალიასთან მხოლოდ გამარჯვება იქნება ჩვენთვის დადებითი შედეგი. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და უკეთესის მოლოდინით მოვემზადოთ შემდეგი მსოფლიოსთვის.
irakli81
11 ოქტომბერი 2019 17:25
1
მათიაშვილი ყველაზე სუსტი წერტილი იმედია გამოასწორებს
dato
11 ოქტომბერი 2019 17:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული