თოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს 2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის ძალიან დაძაბულად დაიწყო.

ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.

ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ დაუვარდათ.

23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა
სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.

35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.

ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.

მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მწვავედ შეუტია. ავსტრალიელებს ბურთი რაქიდან გამოუვარდათ, რომელიც კაჭარავამ ჩაიგდო ხელში, 1 ავსტრალიელი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, თუმცა შეტევის მესამე ფაზაში ბექა გორგაძეს ბურთი ხელიდან წინ გადაუვარდა.

51-ე წუთზე დრო დიდი ხნით იყო გაჩერებული. ავსტრალიელების შეტევის დროს ერთმანეთს თოდუა და აფრასიძე დაეჯახნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა 9 ნომერმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაში ორმხრივი შეტევებითა და შეცდომებით მიმდინარეობდა. მე-60 წუთზე კაროიბეტემ ყველასა და ყველაფერს შემოურბინა და შეხვედრაში ავსტრალიელთა მეორე ლელო დადო. "ვოლაბებმა" გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:3 გახდა.

70-ე წუთზე, როგორც იქნა, ჩვენი დერეფანი მოვიგეთ. ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი და კარგი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელმაც 30 მეტრი ირბინა და დადო კიდეც ლელო - 8:17. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.

თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო 10 წუთში ჩვენს ჩათვლის მოედანში 2-ჯერ დაამიწეს ბურთი ავსტრალიელებმა და საბოლო ჯამში 27:8 მოგვიგეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩის მსოფლიოს თასზე გამოსვლა დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" საბოლოო ჯამში 5 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

რაგბის მსოფლიო თასი

საქართველო-ავსტრალია 8:27

ლელოები

ავსტრალია:  უაითი, კოროიბეტე, დემპსი, გენია   

საქართველო: თოდუა


ჯარიმები

საქართველო: მათიაშვილი

ავსტრალია: თუმუა

გარდასხვები

ავსტრალია: თუმუა (2)

მკითხველის კომენტარები / 38 /
შეუძლიათ და არ იგებენ? სამწუხაროდ ესაა ამ ეტაპზე ჩვენი მაქსიმუმი, მაგარი ბიჭები იზრდებიან და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. ალბათ შეიძლებოდა ოდნავ უკეთ თამაში ამ მსოფლიოზე, მაგრამ ვისთანაც წავაგეთ ყვბელა ჩვენზე კარგი გუნდი იყო. მადლობა ბიჭებო ბრძოლისა და თავდადებისთვის!!! დარწმუნებული ვარ თქვენზე ძალიან არავინ განიცდის ამ შედეგს...
giorgi
11 ოქტომბერი 2019 17:27
2
ყველა აუტი წავაგეთ,ჩვენ არცერთზე არ ავუხტით,ყველა შერკინება წავაგეთ,ვერცერთი ჯარიმა (მათივე შეცდომებით დადდებული) ვერ გამოვიყენეთ,ხელით რო ვერ ვთამაშობთ ფაქტია,როგორც კი ოდნავ მოუმატეს 3 ლელო დადეს,რომელ ღირსეულ თამაშზე მელაპარაკებით,რა ტაქტიკაზე ვლაპარაკობთ,აღარ მოგბეზრდათ ეს " ღირსეული წაგებები"?
ბექა
11 ოქტომბერი 2019 16:57
8
ანგარიში ნაღდად არ არის კატასტროფული და ბიჭებმაც იბრძოლეს, მაგრამ მათიაშვილი.... ნაღდად ჯობდა ხმალაძე 15 -ზე და მალაღურაძე 10-ზე.
???
11 ოქტომბერი 2019 16:20
1
არადა პესიმისტები მეუბნეოდნენ ავსტრალიელები 100-ს გადაცდებიანო......არაუშავს ბიჭებო, რაც არის არის, რაღაცეები შეგვიძლია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არა გვაქვს, არააა!!!
პაატა
11 ოქტომბერი 2019 16:18
8
რეალურად პრობლემა ის არის რომ საქართველოს რაგბის საუკეთესო თაობა ასაკში შევიდა შესაბამისად ზოგმა ზოგმა თამაშს მოუკლო, ზოგი საერთოდ არაა ნაკრებში და შესაბამისი შემცვლელები არ გვყავს, ვაღიაროთ არ გვყავს ახალგაზრდებში გორგოძის, კაჭარავას, კვირიკაშვილის . . . , შემცვლელები. პ.ს. მამუკა გორგოძეს მადლობა.
ლაშა
11 ოქტომბერი 2019 20:21
6
მათიაშვილი ყველაზე სუსტი წერტილი იმედია გამოასწორებს
dato
11 ოქტომბერი 2019 17:17
2
შერკინებაში ვერ მოვიპოვეთ უპირატესობა, გასაგებია რომ ავსტრალია ძალიან მაგარია, მაგრამ სად გაქრა ის ჩვენი შერკინება, როცა ყველას ვჯაბნიდით? ეხლაც ასე რომ ყოფილიყო, მინიმუმ 7 ქულაში შევიდოდით
ქომაგი
11 ოქტომბერი 2019 17:25
2
გაგვაგებინეთ აფრასიძის ჯამრთელობა, ხო კარგადაა ჩვენი ცეცხლი ?!
გლახუნა
11 ოქტომბერი 2019 19:59
2
კი, კარგადააო. დადეს სტატია, მაგრამ სადღაც ქვემოთაა
გლახუნას
11 ოქტომბერი 2019 20:59
0
იბრძოლეს ხო მაგრად ძალიან. წააგეს ყველა თამაში რაც უნდა წაეგოთ და ეგაა მთელი ჩვენი ნაქები რაგბი
DAVE
11 ოქტომბერი 2019 16:22
29
რა იყო, ბიძი, რამ გადაგრია? მე ძალიან გამიხარდა სარქის ადამიანმა ბაირნს ორი გოლი რომ გაუტანა. ჩვენს წაგებაზე ფესტივალს აწყობტ?
ღლონტი
11 ოქტომბერი 2019 16:40
5
ალბათ ერთ დროს ძალიან კმაყოფილები ვიქნებოდით ავსტრალიასთან ამ სხვაობით მარცხით მეტიც ვიამაყებდით კიდეც. იმედია მომავალში ჩვენი რაგბი იმდონემდე მივა რომ ავსტრალიასთან მხოლოდ გამარჯვება იქნება ჩვენთვის დადებითი შედეგი. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და უკეთესის მოლოდინით მოვემზადოთ შემდეგი მსოფლიოსთვის.
irakli81
11 ოქტომბერი 2019 17:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული