ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.
ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ დაუვარდათ.
23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.
ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.
35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.
ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.
მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მწვავედ შეუტია. ავსტრალიელებს ბურთი რაქიდან გამოუვარდათ, რომელიც კაჭარავამ ჩაიგდო ხელში, 1 ავსტრალიელი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, თუმცა შეტევის მესამე ფაზაში ბექა გორგაძეს ბურთი ხელიდან წინ გადაუვარდა.
51-ე წუთზე დრო დიდი ხნით იყო გაჩერებული. ავსტრალიელების შეტევის დროს ერთმანეთს თოდუა და აფრასიძე დაეჯახნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა 9 ნომერმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაში ორმხრივი შეტევებითა და შეცდომებით მიმდინარეობდა. მე-60 წუთზე კაროიბეტემ ყველასა და ყველაფერს შემოურბინა და შეხვედრაში ავსტრალიელთა მეორე ლელო დადო. "ვოლაბებმა" გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:3 გახდა.
70-ე წუთზე, როგორც იქნა, ჩვენი დერეფანი მოვიგეთ. ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი და კარგი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელმაც 30 მეტრი ირბინა და დადო კიდეც ლელო - 8:17. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.
თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო 10 წუთში ჩვენს ჩათვლის მოედანში 2-ჯერ დაამიწეს ბურთი ავსტრალიელებმა და საბოლო ჯამში 27:8 მოგვიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩის მსოფლიოს თასზე გამოსვლა დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" საბოლოო ჯამში 5 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.
რაგბის მსოფლიო თასი
საქართველო-ავსტრალია 8:27
ლელოები
ავსტრალია: უაითი, კოროიბეტე, დემპსი, გენია საქართველო: თოდუა
ჯარიმები
საქართველო: მათიაშვილი ავსტრალია: თუმუა
გარდასხვები
ავსტრალია: თუმუა (2)
მაგრამ...
ჩვენი პრობლემა სწორედ ესაა რო "თავისდაზოგვით" ვერ ვეთამაშებით ვერავის...
რას ვგულისხმობ: დახარჯული ძალის გამზომი რო ეყენოს მორაგბეებს არამგონია რომელიმე სხვა გუნდს ჩვენდენი ძალა დაეხარჯოს ამ ოთხი ტურის მანძილზე...და შედეგი რა...
ამიტომ გვჭირდება ისეთი მწვრთნელი რომელიც ამ ძალას სხვა კუთხით გამოგვაყენებინებს ...
ყველამ ვნახეთ და თვითონ მოთამაშეებმაც რო ჩვენი ტაქტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს( მოიშორე ბურთი და მერე ითვალე გაშვებული ლელოები)...
კიდევ რა იყო ჩვენი ტატიკა- შერკინებებით მეტოქის დაჯარიმება და პოზიციების გაუმჯობესება, მაგრამ აქაც... უკომენტაროდ.
დღეს რაგბი სტატიკა აღარაა ადინამიკაა 95 პროცენტი!!
და საბოლოო შედეგიც მხოლოდ მაგას მოაქვს...
აგერ დიდი 10 ის მონაწილე გუნდები რა თამაშებს გვთავაზობენ ყოველ ტურში ნახეთ და მიხვდებით რო საქართველოში ეს თანამედროვე რაგბი არის 20 წლამდელებში ხო არის და არის და პრობლემა ეროვნულ ნაკრებში ჰეიგის წასვლით და უკეთესი თუნდაც ქართველი მწვრთნელის მოსვლით უნდა გამოსწორდეს და გადავიდეთ ჩქაროსნულ რელსებზე!!!
და ასეც იქნება ეს
გვჭირდება თანამედროვედ მოაზროვნე მწვრთნელი მომდევნო მსოფლიომდე იმდენი თამაში გვაქ რომ დარწმუნებული ვარ ყველაფერი მაგრად იქნება!!!
ავსტრალია საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, ბორჯღალოსნებმა კი ამას ყველაზე უსუსური თამაშით უპასუხეს!
ეხლა კი ზოგადად ჩვენი ბიჭების თამაშზე.. 2015 წლის მსოფლიოზე რომ ნაკრები გვყავდა იმ გუნდთან ახლოს ვერ მივა დღევანდელი ნაკრები.. რა დაემართა შერკინებას? იმ დროს როდესაც კენჭისყრა იყო გამიხარდა ავსტრალია რომ შეგვხვა და მეწყინა უელსი, სამხრეთ აფრიკა მინდოდა, რატომ? მაგათთან არ გვქონდა ნათამაშები და მინდოდა მენახა მაგადი განადგურება შერკინებაში,1000% დარწმუნებული ვიყავი რომ შერკინებაში დავჩაგრავდით მაგრად, შემდეგ ისე წარიმართა ჩვენი ნაკრების საქმე რომ რეგრესი სახეზე იყო, შერკინებაშიც კი მოვუკელით, ეჭვი შემეპარა შერკინებაში არ დაგვჩაგრონ მეთქი ამ მსოფლიოზე და აჰა, დღეს ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, მინდა ვთქვა რომ ჩვენი უძლეველი შერკინების მითი ფიჯიმ და ავსტრალიამ დაამსხვრიეს ამ მსოფლიოზე... გაგვანადგურეს! ჩვენი თუ მათი შერკინება ავსტრალიამ 95% მოგვიგო.. 2015 წლის მართლა უძლეველი შერკინება მენატრება :(( აუტები? საშინელება იყო, ყველა მოწოდებას იგებდნენ.. ძალიან მეიმედება U20 ბიჭები, დარწმუნებული ვარ შემდეგ მსოფლიოზე ბევრად ძლიერი და უფრო დახვეწილი გუნდი გვეყოლება, ეს პატარა ლომი ბიჭები გვასახელებენ 2023, მჯერა ამის, მადლობა ბიჭებს დღევანდელი თავდადებისთვის, საქართველოს გაუმარჯოს ძლიერს და ერთიანს!!!
ვასილ ლობჟანიძეს მადლობა. აქაც გამოჩნდა, რომ უღირსად ამცირებდით ბიჭს, კვესელაძემაც საღოლ რეაბილიტაცია მოახდინა თავისი წუნის. საღოლ. მამუკა ... ვისაც არ გამოუვიდა იმათაც მადლობა.ერთად წავაგეთ.
ვოვასნაირებს გადავცემ ესტაფეტას. ნაცარი არ მოიკლოთ
მაგრამ მწვრთნელი და ტაკტიკოსები გვხავდა 0
ვიმედოვნებ 4 წლის მერე ოდნავ მოუმატებენ