თოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს 2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის ძალიან დაძაბულად დაიწყო.

ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.

ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ დაუვარდათ.

23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა
სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.

35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.

ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.

მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მწვავედ შეუტია. ავსტრალიელებს ბურთი რაქიდან გამოუვარდათ, რომელიც კაჭარავამ ჩაიგდო ხელში, 1 ავსტრალიელი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, თუმცა შეტევის მესამე ფაზაში ბექა გორგაძეს ბურთი ხელიდან წინ გადაუვარდა.

51-ე წუთზე დრო დიდი ხნით იყო გაჩერებული. ავსტრალიელების შეტევის დროს ერთმანეთს თოდუა და აფრასიძე დაეჯახნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა 9 ნომერმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაში ორმხრივი შეტევებითა და შეცდომებით მიმდინარეობდა. მე-60 წუთზე კაროიბეტემ ყველასა და ყველაფერს შემოურბინა და შეხვედრაში ავსტრალიელთა მეორე ლელო დადო. "ვოლაბებმა" გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:3 გახდა.

70-ე წუთზე, როგორც იქნა, ჩვენი დერეფანი მოვიგეთ. ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი და კარგი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელმაც 30 მეტრი ირბინა და დადო კიდეც ლელო - 8:17. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.

თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო 10 წუთში ჩვენს ჩათვლის მოედანში 2-ჯერ დაამიწეს ბურთი ავსტრალიელებმა და საბოლო ჯამში 27:8 მოგვიგეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩის მსოფლიოს თასზე გამოსვლა დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" საბოლოო ჯამში 5 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

რაგბის მსოფლიო თასი

საქართველო-ავსტრალია 8:27

ლელოები

ავსტრალია:  უაითი, კოროიბეტე, დემპსი, გენია   

საქართველო: თოდუა


ჯარიმები

საქართველო: მათიაშვილი

ავსტრალია: თუმუა

გარდასხვები

ავსტრალია: თუმუა (2)

მკითხველის კომენტარები / 38 /
მსოფლიო რაგბი გაყოფილია პირველი დონის,მეორე დონის და მესამე დონის გუნდებად.ჩვენ ვართ მეორე დონეში და შეეგუეთ რომ ვერასოდეს პირველი დონეს ვერ მივაღწევთ
ჩემი აზრით
13 ოქტომბერი 2019 10:18
6
გული ძალიან დამწყვიტა ჩვენი შერკინების განადგურებამ. აუტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ნუთუ ასეთი დავაეაბა ჰქონდათ რამ არც კი ახტომოდნენ მოწინააღმდეგის აუტს, თან საკუთარის დამუშავებაც პრობლემა გახდა. ფაქტიურად ჯარიმიდან აუტში გადატანას აზრი დაეკარგა...მაგრამ თავდადება!!! ულპარაკოდ არაადამიანური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. რაც შეუძლიათ ის ითამაშეს 70 წუთი, აი ბოლო ათი კი ბოდიში და ჩაისვარა ზოგიერთმა. ლელო დავდეთ თუ არა თამაშიც დაამთავრეს, თითქოს მიზანი ეგ იყო. ვისაც თამაში 70-წუთიანი ჰგონია, რა უნდა ნაკრებში?ავსტრალიამ გაზს დააჭირაო ბოლოს, არაფერი მსგავსი, რასაც თამაშობდა იგივეს აკეთებდა ბოლოსაც. ეს ჩვენებს სჩვევია ჩამოძინება. ხელით თამაში ჰეიგმა უნდა ასწავლოს ნაკრების მოთამაშეებს? 25-ს გადაცილებული რაგბისტი ამას ვერ ისწავლის, ის კი არა ბავშვობიდან უგქონდეს ამაზე აქცენტი, რომ ბოლომდე გაგიჯდეს. ფეხბურთში რომ დაგავენ ავტობუსებს მოურინიოს მსგავსად მოგწონთ? ასე არ მოსწონთ ჩვენი რაგბი მსოფლიოში. ყველა აღიარებს რომ ფიზიკაში მხეცები ვართ, მაგრამ ჩვენ რასაც ვთამაშობთ იგივე ფეხბურთის ავტობუსია. მომავალი თაობა უკვე წინ მიიწევს და მთლად პატარები კი ნამდვილად ითამაშებენ ბოლოლებთან თანასწორად...ისწავლიან, ჯინიანობა ჩვენი მოგონილია. აბა შენ იცი ადნიმ, დაბლოკო ეგება...კარგს ვეწევი, არ მკითხოთ:)
emigranti
12 ოქტომბერი 2019 03:37
0
მეკო და ბინგო დაგვაკლდა აშკარად..
zviads
12 ოქტომბერი 2019 01:28
10
(Y)
gocha
11 ოქტომბერი 2019 23:08
0
აფერუმ, ბრძოლაა მთავარი.დიდ პატივისცემას იმსახურებთ ამ ტიტანთა ჯახში.
ლევანი
11 ოქტომბერი 2019 22:31
2
რეალურად პრობლემა ის არის რომ საქართველოს რაგბის საუკეთესო თაობა ასაკში შევიდა შესაბამისად ზოგმა ზოგმა თამაშს მოუკლო, ზოგი საერთოდ არაა ნაკრებში და შესაბამისი შემცვლელები არ გვყავს, ვაღიაროთ არ გვყავს ახალგაზრდებში გორგოძის, კაჭარავას, კვირიკაშვილის . . . , შემცვლელები. პ.ს. მამუკა გორგოძეს მადლობა.
ლაშა
11 ოქტომბერი 2019 20:21
6
გაგვაგებინეთ აფრასიძის ჯამრთელობა, ხო კარგადაა ჩვენი ცეცხლი ?!
გლახუნა
11 ოქტომბერი 2019 19:59
2
კი, კარგადააო. დადეს სტატია, მაგრამ სადღაც ქვემოთაა
გლახუნას
11 ოქტომბერი 2019 20:59
0
რას იზამ, არ გვაძლევენ ბობოლებთან თამაშის ხშირ შესაძლებლობას.ვერ გავუძელით ძლიერი მეტოქეების ბოლო შეტევებს იმიტომ, რომ ჩვენზე სუსტებს ვეთამაშებით უფრო ხშირად და ვღლით. აქ კი ჩვენ დავიღალეთ და ყოველთვის ბოლო წუთებში გაგვტეხეს. პირველი ტაიმი ყველას ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში დაღლილობამ შეცდომები დაგვაშვებინა. იმდენად დავიღალეთ, რომ მსოფლიოში გამთქმული შერკინებაც კი უსუსური ჩანდა, სამწუხაროდ :(
ნათია
11 ოქტომბერი 2019 19:52
0
მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი თამაშებისთვის!!!
მაგრამ...
ჩვენი პრობლემა სწორედ ესაა რო "თავისდაზოგვით" ვერ ვეთამაშებით ვერავის...
რას ვგულისხმობ: დახარჯული ძალის გამზომი რო ეყენოს მორაგბეებს არამგონია რომელიმე სხვა გუნდს ჩვენდენი ძალა დაეხარჯოს ამ ოთხი ტურის მანძილზე...და შედეგი რა...
ამიტომ გვჭირდება ისეთი მწვრთნელი რომელიც ამ ძალას სხვა კუთხით გამოგვაყენებინებს ...
ყველამ ვნახეთ და თვითონ მოთამაშეებმაც რო ჩვენი ტაქტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს( მოიშორე ბურთი და მერე ითვალე გაშვებული ლელოები)...
კიდევ რა იყო ჩვენი ტატიკა- შერკინებებით მეტოქის დაჯარიმება და პოზიციების გაუმჯობესება, მაგრამ აქაც... უკომენტაროდ.
დღეს რაგბი სტატიკა აღარაა ადინამიკაა 95 პროცენტი!!
და საბოლოო შედეგიც მხოლოდ მაგას მოაქვს...
აგერ დიდი 10 ის მონაწილე გუნდები რა თამაშებს გვთავაზობენ ყოველ ტურში ნახეთ და მიხვდებით რო საქართველოში ეს თანამედროვე რაგბი არის 20 წლამდელებში ხო არის და არის და პრობლემა ეროვნულ ნაკრებში ჰეიგის წასვლით და უკეთესი თუნდაც ქართველი მწვრთნელის მოსვლით უნდა გამოსწორდეს და გადავიდეთ ჩქაროსნულ რელსებზე!!!
და ასეც იქნება ეს
გვჭირდება თანამედროვედ მოაზროვნე მწვრთნელი მომდევნო მსოფლიომდე იმდენი თამაში გვაქ რომ დარწმუნებული ვარ ყველაფერი მაგრად იქნება!!!

სპორტ ფაზა
11 ოქტომბერი 2019 17:59
1
დიდი მადლობა ბიჭებს ბოლო მატჩში თავდადებისთვის. დასანანია რომ ისეთი ბრწყინვალე მორაგბე, როგორიც მამუკა გორგოძეა, წაგებულ შეხვედრაში ეთხოვება ნაკრებს,რაც მწვრთნელების და ფედერაციის სინდისზეა.იმედია მომავალი ოთხი წელი ფუჭად არ ჩაივლის როგორ წინა ოთხი
giorgi
11 ოქტომბერი 2019 17:57
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული