ერთია სურვილი და მეორე საშუალება-შესაძლებლობა - მადლობა "ბორჯღალოსნებს"

AutoSharing Option
გაორებული გრძნობა დამეუფლა მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ - სიამაყის და წაგების გამო სინანულის და ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალის" ფინალური სცენა  გამახსენდა, ინგლისელ მეზღვაურებთან დამარცხებული ჩვენი ფეხბურთელები რომ მღერიან "აბა ულას".



არ მინდა, წერილს ხმამაღალი სათაური წავუმძღვარო, ხელოვნურად გავწელო და მაღალფარდოვანი ფრაზებით შევალამაზო; მსურს, გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება, შესაძლოა სუბიექტური, ზოგიერთისთვის მიუღებელი, მოკლედ და ლაკონურად, ყოველგვარი იწილო-ბიწილოს გარეშე.

ერთია სურვილი და მეორე საშუალება-შესაძლებლობა. შევაკვდებით მეტოქესო, თქვა მატჩამდე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და მართლაც ასე იყო. მსგავსი დაცვა ჯერ არ
მინახავს, ორგანიზებული და თავგანწირული. რატომღაც მგონია, მეტოქის პირველი ლელო არ იყო ჩასათვლელი. ყოველ შემთხვევაში, რა რაკურსითაც გვაჩვენეს, ასე ჩანდა, მეორე ლელო კი მე-60 წუთზე დაგვიდეს. ჩვენმა გუნდმა, ფაქტობრივად, ცალკარა თამაშისას 1 საათი გაუძლო მრისხანე მეტოქეს. ეს სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა გმირობა.

სხვა საკითხია, რატომ იდგნენ უმეტესწილად დაცვაში და ამაშია სხვაობა სურვილსა და საშუალება-შესაძლებლობას შორის. ახსნას არ დავიწყებ, ვისაც არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, განმარტებას აზრი არა აქვს. ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო. კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია, მაგრამ გრანდებთან ჭიდილი - ჰოი, რა რთული. ერთი მომავალ მსოფლიო თასამდე ათამაშა ეს გრანდები მხოლოდ ტიერ2-ის გუნდებთან, ჩვენ კი ტიერ1-ის ნაკრებებთან და ვნახავდით, როგორ შეიცვლებოდა ამ პერიოდში ძალთა თანაფარდობა.

ძნელია საქართველოს გზა ყველგან, პატარა და ღარიბი ქვეყნისა. რაგბის დიდ და ელიტარულ ოჯახში მიღებისათვის ბრძოლა რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირის კარზე დაუსრულებელ და ჯერჯერობით უშედეგო კაკუნს მაგონებს.

ბოლოს, ბუნებრივია, დაიღალნენ ჩვენი მორაგბეები და დამარცხდნენ ავსტრალიასთან. არც გაუმართლათ ჯგუფის სირთულისა და კალენდრის მხრივ, მაგრამ იყვნენ ამაყნი და ძლიერნი. წავიდა ძველი თაობის რამდენიმე ლეგენდა, რომლებმაც და რომელთა წინამორბედებმა ეს ლამაზი თამაში საქართველოში იმ სიმაღლეზე აიყვანეს, რომ ამა ქვეყნის ძლიერებთან ტოლ-სწორად ჭიდილს ვთხოვთ, ხოლო უფრო ხშირ შემთხვევაში - ვითხოვთ.

რა თქმა უნდა, იყო სერიოზული შეცდომები: უამრავი წაგებული დერეფანი, ჩახურული რაქი, უადგილო საჯარიმოების მიღება და ა.შ. თუმცა, რაც არის ქართული რაგბის სტაგნაციის მიზეზი, ამაზე უკვე მოგახსენეთ.

Sportall.Ge

"ბორჯღალოსანი" გიორგი ნემსაძის ნათქვამი იყო ზუსტი და მომავალში შედეგზე ორიენტირებული:

"გულით ვამბობ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გზა სწორედ ესაა: უნდა გაკეთდეს რამე გუნდი, რომელიც პირველი ხაზის გარდა, 80%-ით ნაკრების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ითამაშებს ისეთ ძლიერ ტურნირში, როგორიც პრო 14 ან პრო დე2-ია. თუ რეალურად მაღალი დონის ჩემპიონატში არ ჩავერთვებით, წინსვლა ვერ გვექნება. არ მაქვს საუბარი რუსულ და სხვა კლუბებთან თამაშზე - ტურნირი რეალურად ძლიერი უნდა იყოს და უმაღლეს დონეზე სისტემატურად უნდა ვითამაშოთ.

სხვა მხრივ წყლის ნაყვა გამოგვდის. დღეს ასე - გადავდგამთ წინ ნაბიჯს, მოვუგებთ ტონგას, მაგრამ მერე იმ ნაბიჯს ისევ უკან ვდგამთ და ხვალ შეიძლება ვეღარ მოვუგოთ. თუ გვინდა ტიერ1-ის გუნდები დავამარცხოთ, ძლიერი ტურნირის გარდა, სხვა გზა არ გვრჩება".

ქართველ მორაგბეთა ძველმა თაობამ შეუძლებელი შეძლო. დიდი მადლობა მათ და მათ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრები თვისობრივად სხვა სიმაღლეზე გავიდა. ახლა ქართულ რაგბიში ახალი ერა იწყება, ესტაფეტა ახალგაზრდებს გადაეცემათ. ისინი უდავოდ ნიჭიერები არიან. მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი ბრძანებს:

"შესაძლოა, ისინი იმედგაცრუებულნი არიან იაპონიაში ნაჩვენები შედეგებით, თუმცა საკვანძო მომენტი ისაა, რომ აღწევენ წარმატებებს ასაკობრივ კატეგორიებში, რაც სამომავლოდ უმაღლეს დონეზეც აისახება".

ახალგაზრდებმა უნდა ზიდონ ეს მძიმე ტვირთი და ამ საქმეში მხარდაჭერა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით სჭირდებათ - ძალიან სერიოზული ინვესტიციებით. ამის გაკეთება კი მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება. აქ დიდი ახსნა-განმარტება არ არის საჭირო, ბევრი გაკეთდა, თუმცა ეს უკვე საკმარისი აღარ არის.

ქართული რაგბი ერთგვარ ჩიხში შევიდა და რეალური ფინანსური თანადგომის გარეშე წინსვლა გაუჭირდება. წარმოუდგენლად გაუჭირდება.

altთოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

altworld.rugby: "ბორჯღალოსნებში" ახალგაზრდების სიმრავლე, მომდევნო ოთხწლიან ციკლში, კარგ შედეგებს გვპირდება

altმერაბ შარიქაძე: კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და შევაკვდებით ავსტრალიას

altგიორგი ნემსაძე: დანაშაულის გრძნობა გვაქვს და წყლის ნაყვა გამოგვდის - კარიერის ასე დასრულება სამწუხაროა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ავტორ: 2015 წლის მაოფლიო ფორუმზე საქართველომ ავტომატურად მოიპოვა ამ მსოფლიოს საგზური და მაშინვე დაანონსდა რომ 2019 წელს იუკეთესს თუ არა მინიმუმ იგივე შედეგი უნდა დაედით.ამისათვის დქიხარჯა უამრავი დრო,ენერგია და თანხა და მუვიღეთ უარესი შედეგი რო ა ცალსახად პირიქით უნდა ყოფილიყო. არ დაგვავიწყდეს დატოვებული მორაგბეები, მიზეზი ტესტებზე ჩაჭრა და მერე ვგებულობთ რომ ტესტებზე თურმე კიდე ჩაჭრილან. რამოდენიმე კითხვაა რომელსაც პასუხები სჭირდება.ერთადერთი პოზიტივი არის ის რომ საშუალო ასაკი დაბალია და იმედია რომ მომავქლ ფორუმებზე უკეთესად გამოვლენ.
333
15 ოქტომბერი 2019 12:11
1
სადაა სახელმწიფოს როლი?! .. - ნახე: ჯერ იყო ხალხი გამოქვაბულში, მერე გამოვიდნენ იქიდან და შექმნეს ორგანიზებული მართვის სისტემის საფუძვლები და ვადებში გადაანაწილეს... მოკლედ დღემდე ცივილიზაციამ ასეთი ფორმა შემოიღო.4 წელში ერთხელ ვირჩევთ *ჩვენგან* გამორჩეულ ორატორებს და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებულებს, მერე ვუკვეთავთ სხვადასხვა საქმეებს. მერე ჩავანაცვლებთ სხვა კონტიგენტით, ასე იმართება კაცობრიობა ზოგადად. - ეხლა გინდა სახელმწიფოს შეახოცე ხელები გინდა ბიზნესმენებს. მთავარი ისაა რომ ჩვენ არ ვვარგივართ, ბუნებით და მენტალურად ხარბი, ზარმაცი და ამპარტავნები ვართ.. შედეგიც შესაბამისი გვაქვს ყველაფერში. არც რაგბისტი არც პოლიტიკოსი, არც ბიზნესმენი ციდან არ ჩამოვარდნილან, გვერდზე გავიხედოთ ჩვენგან არიან წამოჩეკილები!!! იაპონიას 2 ბირთვული ბომბი დაეცა კეფაზე... ნატურალიზირებულებმა წამოაყენეს ფეხზე?! ენა როგორ მოგიბრუნდებათ ასეთი შრომა ვერ დააფასოთ!!! იმას კი არ ამბობენ, სამაგალითოა მათი პროგრესიო, არა! იაპონიამ იმიტომ გაქაჩა რომ დიდი ფული და ნარურალიზირებული მოთამაშეები ყავსო. ფული და ინფრასტრუქტურა არც ამათ აკლიათ, რა ვქნათ ახლა ვეძებოდ ფიჯიზე ქართველი ბებიის აღზრდილი ვინაა?! ჯიგარი უნდა ჯიგარიიი, ყველა საქმეს, ყველაფერში და არა თითის გაშვერა და მიზეზების ძებნა!!!...
გურია
15 ოქტომბერი 2019 11:20
8
ფრენჩაიზი სასწრაფოდ!
...
15 ოქტომბერი 2019 10:53
1
აქ გაკეთებული კომენტარებიდან მხოლოდ irakli- ს გამოვყოფ,რადგან მხოლოდ მას ესმის რომ სახელმწიფოს ჩარევა გამოიწვევს აქამდე მოტანილი საქმის განადგურებას.არ ვიცი თუ რატომ უნდა გაუჭირდეს რაგბის ფედერაციის მესვეურებს რომ მონაზონ საერთაშორისო დონის სპონსორი? აბა სხვა რას აკეთებენ? არ ვიცი საიდან მოაქვს ან ხალხს ციფრები- ასი,ორასი და ა.შ. ბიძინას ჩადებულ მილიონებზე,მაგრამ სპონსორი,ბიზნესი და წარმატება,ნამდვილად არ არის ბიძინას საქმე.
მოკლედ, ჯერ-ჯერობით ვართ მოლოდინის სტაბილურ სიტუაციაში.
ჟორა
15 ოქტომბერი 2019 01:29
6
ყოჩაღ!
კაი ბიჭები ხართ!
ითამაშეთ თქვენი ჯიგრის გასახარად!
გულშემატკივრებმა თავის მამიდებს მიხედონ ))
gocha
14 ოქტომბერი 2019 22:07
20
მყავს და მიხედილია :D
gocha
15 ოქტომბერი 2019 09:12
0
"გულშემატკივარს" არ მოეწონა :)))
gocha
14 ოქტომბერი 2019 23:01
7
ყველა გამოხმაურება
ზაზას მინდა გამოვეხმაურო. გეთანხმები ყველაფერში, ბოლოს გამოთქმული აზრის გარდა, რომ ვერ დაავალდწბულებ. სწორედ ეგ არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია, რომ ასეთი ხალხის რესურსიც გამოიყენოს ქვეყანაში პრიორიტეტული საკითხების მოგვარებისთვის, უბრალოდ ჩვენ არ გვყავს მთავრობა და ალბათ არც ადრე გვყოლია რომელიც ქვეყნის წარმატებული პირების რესურსის გამოყენებას შეეცდებოდა ისევ ქვეყნისთვის. ყველა ცდილობს ამ ხალხია მეშვეობით ისევ თავისი ჯიბე გაისქელოს, ამას ჩემო ბატონო პატრიოტიზმის შეგრძნება ჭირდება, რასაც ვერ ვხედავ აგერ უკვე თითქმის მესამე ათეული წელია.
Patrioti
14 ოქტომბერი 2019 21:17
4
რა ვქნათ, ეგ არის დღევანდელი ეპოქა, სადაც ვცხოვრობთ, ეგ არის კაპიტალიზმი, იგივე მომხვეჭელობა, თუმცა ეგ ასევე არის კაცობრიობის განვითარებისთვის ყველაზე უკეთესი ფორმა, რასაც აქამდე უარსებია. შენ რას გვთავაზობ? ბიზნესი დაარეკეტოს სახელმწიფომ? არ გამოვა. იქ სადაც ბიზნესს რაღაცის კეთებას აიძულებ და ფულის ახევას უწყებ, რაც არ უნდა აპრავო რომ კარგი საქმისთვის გჭირდებოდა, ეგ არის კაცობრიობის გავითარების საწინააღმდეგო ქმედება და მდინარის წინააღმდეგ ცურვა, რაც აუცილებლად კრახით დასრულდება ადრე თუ გვიან. მოდი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ ვშოულოთ წელიწადში ას მილიონს, ვიხდით უზარმაზარ გადასახადებს, ვასაქმებთ ხალხს რომ სახლში პური მიიტანონ, ვეხმარებით ქვეყნის ეკონომიკას, ვზრუნავთ ჩვენი ბიზნესი რაღაცნაირად კიდევ გავზარდოთ და განვავითაროთ. ამ დროს მოდის ვიღაც ჩინოვნკი და გეუბნება, შენ ამდენი ფული გაქვს და ეხლა უნდა ადგე და წელიწადში მილიონი ლარით ბიატლონი ან ბალახის ხოკეი დააფინანსოო. რომელს გვესიამოვნება? არცერთს. ან უფრო მარტივად, მილიონი არ გაქვს მაგრამ ხელფასი ხომ გაქვს? ყოველთვე ხელფასიდან 50 ლარი რომ დაგიკაოვონ და სადღაც გადარიცხონ, რომელიღაც სპორტის განვითარებისთვის, მაშინაც თუ იმავე აზრის იქნები საინტერესოა.
fraternity
15 ოქტომბერი 2019 11:54
0
ამ ჩემპიონატმა დაგვანახა, რომ ის უფსკრული რაც ჩვენ და პირველ ათეულს შორის იყო,სამწუხაროდ კიდევ უფრო გაიზარდა
giorgi 3
14 ოქტომბერი 2019 19:52
6
ეკონომიკის განვითარება წარმოების შექმნის გარეშე არარსებობს ჩვენთან კიდე რა ხდება რაში დებენ ფულს უცხოელები ენერგეტიკაში კაზინოებში საწვავის გასამართ სადგურებში და მრავალსართულიანი ბინების მშენებლობაში რო მერე იგივე უცხოტომელზე სარფიანად გაყიდონ და აქ ნაშოვი მაყუთი დოლარის სახით უკან წაიღონ ათმაგათ რაც ჩვენ ლარზეც უარყოფითად მოქმედებს და მორჩა ან ვინ უშლის ქართველ მილიონერებს ფულის ჩადებას სპორტში რა წახალისება უნდა კიდე ადამიანს რომელიც წელიწადში ას მილიონს შოულობს რო მისი ათი პროცენტი მაინც ჩადოს ამ საქმეში არც არაფერი მენტალიტეტი აქ მტაცებლური და გაუმაძღრობითაა დავადებული უბრალოდ იცის რომ არავითრი მოგება არ ექნება და ურჩევნია ვინმე პოლიტიკოსი ან პარტია დააფინანსოს და დაკრიშოს თავისი საქმიანობა ვიდრე ვიღაც გაძვალტყავებული არაფრის მქონე მაგრამ ნიჭიერი ბავშვი დააფინანსოს ეგარი სიმართლე და დალშე ყველაფერი არის დემაგოგია და პოპულიზმი.და ბოლოს ჭყონიას სიტყვებით დავამთავრებ ფეხბურთში ფულს რატო არ დებთოდა არამომგებიანია და თან ყიფიანები გუცაევები და შენგელიები აღაღ იზრდებიანო.დდ შე დალოცვილო ეგეთებს თუ კონვეიერის წესით დაყრის ქართული ფეხბურთი შენი ფულის ჩადება რაღათ უნდა.ასეა ბიძია ამ კაცმა ყველა მაყუთიანის სათქმელი თქვა და აქ სახელმწიფო არაფერ შუაშია.მენტალიტეტია მთავარი რაცარუნდა წაახალისო ესეთი ხალხი ყველაფერს სახლში წაიღებს. თუგინდა გადასახადი საერთოდ გააუუქმო.და დავალებითაც ვერაფერს დაავალდებულებ რადგან ძალათ გაკეთებული კარგი საქმის არავის ჯერა ბრიყვების გარდა.
zaza
14 ოქტომბერი 2019 18:00
2
2016 წლიდან ვეღარ ვვითარდებით,რატომ?პირველი ის რომ ჩვენს რაგბში პოლიტიკა შეიჭრა და მენეჯმეტში ახლობლობით სსრკ-ას რაგბის საზოგადოება დაბრუნდა,და მეორე უუნარო მსოფლია რაგბის ფედარაცია იმას ვერ გვიხერხებს რომ ტიერ 1 ის გუნდებს ხშირად შევხდეთ.ასე რომ ერთ ადგილზე ტკეპნით მივდივართ უკან,ვთამაშობთ 90 იანების რაგბს,ჯაჯგუნს,ამ ჯაჯგუნშიც გვიგებენ უკვე.
გუგა
14 ოქტომბერი 2019 17:26
5
სწრაფი გამოსავალი ამ ჭაობიდან გაქართველებული ლეგიონერები იქნებიან
ირლანდიასაც ყავს ესეთები ინგლისსაც საფრანგეთსაც იაპონიასაც,,,,
ცხოვრება რუგბში ძალიან დიდი ტემპით ვითარდება,,,
კიდევ აუცილებლად დიდი პროფესიონალი მწვრთნელი მენტალიტეტით ან ქართველი ან ირლანდიელი სასურველია "ბოროტი" და დიქტატორი გასახდელში!

ვოვა
14 ოქტომბერი 2019 16:59
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული