გოჩა სვანიძე: ჩვენი მოლოდინები რეალობას აცდენილია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე გოჩა სვანიძემ სხვადასხვა საკითხზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე"-ში ისაუბრა.

"ერთ კონკრეტულ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში არ ნიშნავს, რომ მეორე შეხვედრაშიც იგივე იქნება. ფიჯისთან რომ მოგვეგო, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას წარმატებულად ჩავთვლიდით? მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მოლოდინები რეალობასთან შეუსაბამოა.

ის, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის შედეგი, უკვე სპეციალისტების სამსჯელოა. ჩვენ საჯარო განხილვას მოვაწყობთ და აქ იმსჯელებენ ქართველი მწვრთნელები, უფრო ფართო საზოგადოებაც. დიდი ბოდიში გულშემატკივართან, თუმცა ისინი არ იქნებიან ამ პროცესში ჩართული, რადგან ეს პროფსიონალების გადასაწყვეტი საკითხებია, თუმცა
მთელი პროცესის ხილვა გულშემატკივარს შეეძლება.

რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს, გრძელი სია გვაქვს. ვიღაცას უკვე დაველაპარაკეთ, ვიღაცასთან ახლა მიმდინარეობს მოლაპრაკებები და ჯერ კონკრეტული საკითხი გადაწყვეტილი არაა.

მე მსურს ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგრესიულ შემტევ რაგბის ათამაშებს ნაკრებს. მე მზად ვარ მარცხისათვის, რათა დაველოდოთ და ვისწავლოთ აგრესიული შეტევა, რათა ისეთი რაგბი ვითამაშოთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მწვრთნელს მილიონი და მეტი გადავუხადოთ. მთავარი ის მოერგოს ჩვენს სისტემას, ჩვენს ხასიათს, იმ დაკვეთას, რაც ქვეყნაში გვაქვს რაგბის ნაკრების განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მთავარია, სწორი პიროვნების შერჩევა.

ფინანსები სჭირდებათ დიდი 10-ის კლუბებს. უნდა დავეხმაროთ კლუბებს, რათა შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა სხვა ქვეყნებთან.

"ფრენჩაიზი" არ არის აბსოლუტური გამოსავალი. რადგან, გააჩნია თუ სად ითამაშებს ეს კლუბი. მე წინააღდეგი ვიქნები ისეთ ტურნირზე მონაწილეობისა, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ და შევქმნათ "ფრენჩაიზ" კლუბი, საჭიროა დიდ ტურნირზე მიგვიწვიონ.

თან, მნიშვნელოვანია 2-3 თვიანი ტურნირი იყოს. რათა, მორაგბეებმა ითამაშონ ამ შეჯიბრზე, მერე დაუბრუნდნენ ქართულ კლუბებს და ეროვნული ჩემპიონატის დონემაც აიწიოს.

ხარისხის განვითარებისთვის გვჭირდება ფინანსები, რათა მორაგბეების არასარაგბო ქვეყნებში გადინება შეწყდეს.

დღეს თავს ავარიდებ შეკითხვაზე ქართველი მწვრთნელის ნაკრების თავკაცად დანიშვნის შესახებ. ჯერ ნათელი არაფერია და ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.

რაგბის სწორად თამაშს ძალიან ბევრი უნარი სჭირდება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ბავშვთა მწვრთნელების განვითარება, რათა ადრეულ ასაკშიც კი, უფრო მეტი არჩევანი გქვონდეს. ძლიერი და სწრაფი ყველა უნდა იყოს, და ამასთანავე, ტექნიკაც არ უნდა აკლდეს.

მამუკა გორგოძეს ჰქონდა სურვილი და მეც ბუნებრივია, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ დონის მორაგბეს გასაცილებელი მატჩი უნდა მოვუწყოთ."

მკითხველის კომენტარები / 35 /
ამას რომ კაცი იტყვის, იმას რაზე უნდა ელაპარაკო საერთოდ? -
"ფრენჩაიზი" არ არის აბსოლუტური გამოსავალი. რადგან, გააჩნია თუ სად ითამაშებს ეს კლუბი. მე წინააღდეგი ვიქნები ისეთ ტურნირზე მონაწილეობისა, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ და შევქმნათ "ფრენჩაიზ" კლუბი, საჭიროა დიდ ტურნირზე მიგვიწვიონ.
თან, მნიშვნელოვანია 2-3 თვიანი ტურნირი იყოს. რათა, მორაგბეებმა ითამაშონ ამ შეჯიბრზე, მერე დაუბრუნდნენ ქართულ კლუბებს და ეროვნული ჩემპიონატის დონემაც აიწიოს"

ისევ რაგბის მივაწვეთ
11 ნოემბერი 2019 08:35
5
ხელმძღვანელი პირი იმას ამბობდეს კი მართალია დაგვერხა მარა ჩემი ბრალი არ არიოოო... ამისთანა მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება
რიგითი
11 ნოემბერი 2019 02:49
3
ქვემოთ ერთი მკითხველი მეორეს უწერს გამოხმაურებაში , სხვის ჯიბეში რას იყურები წადი აბა ერთი ლარი გაიღე რაგბისთვისო.აბა რაგბის კავშირს საიდან აქვს ფული?ხალხის შეგროვილი არ არის ბიუჯეტი?
ვახო
11 ნოემბერი 2019 02:36
3
"არაოფიციალურმა მმართველმა ეს სფერო დროებით არ ჩათვალა პრიორიტეტულად" - ამას რომ წერს, ბიუჯეტზე ამბობს?

მაგრამ ეტყობა თვადაც თვლი, რომ სხვა არის ვალდებული და თვითონ მმითიითებები უნდა არიგოთ

1
11 ნოემბერი 2019 08:51
5
2-3 თვიანი ტურნირი ვის რა ჩემ ფეხებად უნდა.ჩვენ გვჭირდება ფრენჩაიზი რომელიც სულ იარსებებს და ითამაშებს ძლიერ ტურნირში საიდანაც ნაკრები მიიღებს შევსებას.რა 2-3 თვე სვანიძე წადი რა სახლში.დააბრუნეთ ნიჟარაძე!
ვახო
11 ნოემბერი 2019 02:23
1
სასაცილო მსჯელობა - ლეტმოტივი: "ქართულმა რაგბმა რეგრესი განიცადა".

განვიტარებულ იყო ამაზე მტად რაგბი საქართველოში და ახლა თურმე დაეცა - დარეგრესდა. აბა ეღტი ქრმატებულ ქართული კლუბი დაასახელეთ, "განვითარებული". აბა გისმენთ? დაასახელეთ წარმატებული, განვითარებული, საერთაშორისო დონის... აბა?

ნაკრებს 30 ლეგიონერი ეყოლება, ცოტა მეტი თუ ნაკლები - ამას ეძახით განვითარებას? ეს ოდესმე გვქონდა დამოუკიდებელს საქართველოში და ახლა არარ გვაქვს?
რეგრესი
11 ნოემბერი 2019 02:01
6
ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ამ კაცის დამსახურებაა ქართული რაგბის ეს სიტუაცია. გულშემატკივართან ბოდიშიო და პროფესიონალების გადასაწყვეტია რამ გამოიწვია ეს შედეგიო. რომელი პროფესიონალების გარს რომელიც გყავდა ბოლო 3 წელია და სწორ გზაზე ვართო რომ გიდასტურებდნენ? რომელი გულშემატკივრის აზრი არ მოგწონს, რომელიც ნერვებს იგლეჯდა და ბოლო 3 წელია იძახოდა რომ უკან მიდიოდა ნაკრები? რომელი მოლოდინებია შეუსაბამო - ბოლო 3 წელია რომ სპეკულირებდი კატასტროფულად შორი 6 ერით და ფსიქოლოგიურ წნეხში რომ მოაქციე ნაკრები? 50% ით უკეთესად მომზადებული გუნდიო რომ გვატყუებდი (არ ვტყუვდებოდით - შენ ცდილობდი უბრალოდ) ? რამე გააკეთე და რამეზე პასუხი გაეცი გულშემატკივარს? შარშან ჩაგდებული ოკეანეთის ტურნეზე, ან დასუსტებულ შერკინებაზე, ან დაცვის ისე გაუსუსურებაზე, რომ 2 ფაზაა საკმარისი მოწინააღმდეგისთვის ლელოს დასადებად, ან 6 ერის პრეტენზიის მქონე გუნდის მიერ ამერიკასთან თბილისში ბოლო წუთებზე გაფუჭებული გარდასახვის ხარჯზე მოგებაზე, ან იტალიასთან პირწმინდად წაგებულ თამაშზე, ან შოტლანდიის მიერ გადავლაზე, ან უელსისგან ნათამაშებ წუთებზე მეტი ქულის მიღებაზე, ან ფიჯის მიერ ჩვენს დაცვის ხაზში ნავარდზე. ხო ეს ყველაფერი მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ იმ მწვრთნელის, რომელმაც ვერაფერი შესძინა მეორე წიკლში გუნდს და რომელსაც ბოლო წუთამდე აქებდი: როგორი უყვარდა საქართველო და ქართული სამზარეულო. მეტს არაფერს ითხოვდი მისგან. მოკლედ რბილად რომ ვთქვათ ცუდი პრეზიდენტი ხარ და უფრო ცუდი პიროვნება, რომ შენს პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ. გულშემატკივართან ბოდიში და პროფესიონალებიო. . . გულშემატკივრისთვის არის რაგბი და ყველაზე ობიექტური შემფასებლები ჩვენ ვართ და ახლა თუ გჭირდება ამის ახსნა მაინც ვერ გაიგებ და ფეხბურთი როგორც მოაქციეს "ბოდიში გულშემატკივრებთან და პროფესიონალები . . ." ძახილით მგონი იგივეს აპირებ. დეოზე წადი და აღარ გააკეთო კომენტარი ჯობია.
???
11 ნოემბერი 2019 01:50
1
ეს კომენტარი არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ამბიციური მაგრამ საქმის ვერ გამკეთებელი კაცის პირადი ინტერპრეტაცია იმ სიტუაციის რაც შეიქმნა მისი მოსვლის შემდეგ. ეს არის მისი და მის მიერ მოყვანილი გუნდის გაფუჭებული საქმის არარეალური შეფასება. არ აქვთ ნათელი წარმოდგენა რაგბის განვითარებაზე და ვერც ვერანაირ გეგმებს აწყობენ რადგან ეგეც სახელმწიფოს მმართველების პრიორიტეტებით ლაგდება და თუ საეხლმწიფოს ოფიციალურმა მმართველებმა ან/და არაოფიციალურმა მმართველმა ეს სფერო დროებით არ ჩათვალა პრიორიტეტულად ვერც ვერაფერს ვერ იზამს. ამ სტატიასთან პირდაპირ კავშირში არ არის მაგრამ წინასწარ გეტყვით ჩემს უმტკივნეულეს ეჭვს: ჩვენ რუსეთთან თამაშს წავაგებთ. დანარჩენი განსჯისთვის თქვენთვის მომინდია. ღმერთმა არ ქნას ჩემი ეჭვი გამართლდეს.
Patrioti
11 ნოემბერი 2019 00:40
3
"არაოფიციალურმა მმართველმა ეს სფერო დროებით არ ჩათვალა პრიორიტეტულად" - ნუ გადმოიტანეთ რა პოლიტიკა სპორტში. სხვუის ფულს რას ითვლი? წადი ავბა ერთი ლარი გაიღე რაგბის განვიტარებისთვის.სხვის ჯიბეში რას იყურები?
1
11 ნოემბერი 2019 01:25
12
მაგარი სადღეგრძელო ინტერვიუ გაიჩითა :დ ამ ადამიანის ინტერვიუმ მე პირადად ის შეგრძნება დამიტოვა რომ ბოლო წლების კრახში მელიტონას ბრალეულობა იქნება მიზერი :) ყველაფრის თავი და თავი არის, თავის დროზე მართლა საამაყო რაგბისტების პოლიტიკაში ჩართვა და მერე ვაჭრუკანული და არაკაცული საქციელი გია ნიჟარაძის წინააღმდეგ და ე.წ. არჩევნების ჩატარება. შედეგი მოვიმკეთ ეხლა.
ნოდ
10 ნოემბერი 2019 23:11
2
მე რასაც ვხედავ და რა ინფორმაციებიც მაქვს, ამ კაცისგან რაგბში არაფერი გამოვა, მას პატივს არც საქართველოს რაგბის სამყაროში ცემენ და არც მის ფარგლებს გარეთ. დიდი წარმოდგენა თავის თავზე, თანამშრომლებზე უდიერი და უპატივისმცემლო დამოკიდებულება როგორც ჩანს არის მისი საქმიანობის სტილი. ასე საქმე წინ არ წავა.
ნუგზარი
10 ნოემბერი 2019 23:11
2
ამ გასიებულ ტიპს უფრო თანამდებობა და ფული აინტერესებს ვიდრე ქართული რაგბის ბედი.
paata123
10 ნოემბერი 2019 21:39
3

სიახლეები პოპულარული