ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გოჩა სვანიძე: ჩვენი მოლოდინები რეალობას აცდენილია

გოჩა სვანიძე: ჩვენი მოლოდინები რეალობას აცდენილია

საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე გოჩა სვანიძემ სხვადასხვა საკითხზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე"-ში ისაუბრა.

"ერთ კონკრეტულ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში არ ნიშნავს, რომ მეორე შეხვედრაშიც იგივე იქნება. ფიჯისთან რომ მოგვეგო, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას წარმატებულად ჩავთვლიდით? მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მოლოდინები რეალობასთან შეუსაბამოა.

ის, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის შედეგი, უკვე სპეციალისტების სამსჯელოა. ჩვენ საჯარო განხილვას მოვაწყობთ და აქ იმსჯელებენ ქართველი მწვრთნელები, უფრო ფართო საზოგადოებაც. დიდი ბოდიში გულშემატკივართან, თუმცა ისინი არ იქნებიან ამ პროცესში ჩართული, რადგან ეს პროფსიონალების გადასაწყვეტი საკითხებია, თუმცა მთელი პროცესის ხილვა გულშემატკივარს შეეძლება.

რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს, გრძელი სია გვაქვს. ვიღაცას უკვე დაველაპარაკეთ, ვიღაცასთან ახლა მიმდინარეობს მოლაპრაკებები და ჯერ კონკრეტული საკითხი გადაწყვეტილი არაა.

მე მსურს ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგრესიულ შემტევ რაგბის ათამაშებს ნაკრებს. მე მზად ვარ მარცხისათვის, რათა დაველოდოთ და ვისწავლოთ აგრესიული შეტევა, რათა ისეთი რაგბი ვითამაშოთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მწვრთნელს მილიონი და მეტი გადავუხადოთ. მთავარი ის მოერგოს ჩვენს სისტემას, ჩვენს ხასიათს, იმ დაკვეთას, რაც ქვეყნაში გვაქვს რაგბის ნაკრების განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მთავარია, სწორი პიროვნების შერჩევა.

ფინანსები სჭირდებათ დიდი 10-ის კლუბებს. უნდა დავეხმაროთ კლუბებს, რათა შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა სხვა ქვეყნებთან.

"ფრენჩაიზი" არ არის აბსოლუტური გამოსავალი. რადგან, გააჩნია თუ სად ითამაშებს ეს კლუბი. მე წინააღდეგი ვიქნები ისეთ ტურნირზე მონაწილეობისა, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ და შევქმნათ "ფრენჩაიზ" კლუბი, საჭიროა დიდ ტურნირზე მიგვიწვიონ.

თან, მნიშვნელოვანია 2-3 თვიანი ტურნირი იყოს. რათა, მორაგბეებმა ითამაშონ ამ შეჯიბრზე, მერე დაუბრუნდნენ ქართულ კლუბებს და ეროვნული ჩემპიონატის დონემაც აიწიოს.

ხარისხის განვითარებისთვის გვჭირდება ფინანსები, რათა მორაგბეების არასარაგბო ქვეყნებში გადინება შეწყდეს.

დღეს თავს ავარიდებ შეკითხვაზე ქართველი მწვრთნელის ნაკრების თავკაცად დანიშვნის შესახებ. ჯერ ნათელი არაფერია და ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.

რაგბის სწორად თამაშს ძალიან ბევრი უნარი სჭირდება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ბავშვთა მწვრთნელების განვითარება, რათა ადრეულ ასაკშიც კი, უფრო მეტი არჩევანი გქვონდეს. ძლიერი და სწრაფი ყველა უნდა იყოს, და ამასთანავე, ტექნიკაც არ უნდა აკლდეს.

მამუკა გორგოძეს ჰქონდა სურვილი და მეც ბუნებრივია, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ დონის მორაგბეს გასაცილებელი მატჩი უნდა მოვუწყოთ."

• გულშემატკივარი

ისე ვკითხულობ აქ კომენტარებს 99% ყველა ერთ აზრზეა ალბათ ყოველ კომენტარს დისლაიკს თვითონ პატივცემული გოჩა უსვამს:)) მერე გამოვა ტელევიზიით და ყველას ჩვენ ვაი გულშემატკივრად შეგვრაცხავს:)) ვაი უბედურო საქართველო...

• KUTAISELI

vis rad unda tkveni ragbi, buksaobt ert adgilze, rusets da ruminetis mets veravis mouget, kutaislebs martla cheazulet ragbi, torpedos ro uari utxarit stadionze, torpedos stadioni ro vargoda machin xo kargad xmarobdit, axla moescarit stadions da kutaischi kutaisur gunds utxarit uari sachinao tamachebi chaetarebia, ragac suleluri mizezi , vitom chtangebis gamo, anda rato unda igebdes kutaisi nebartvas tbilisisgan tavis kalakchi tundac ragbis stadionis droebit gamokenebistvis.

• Maximus

შე კაი კაცო შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე თუ ქართულ რაგბზე ოდნავ მაინც შეგტკივა გული...მაგრამ მე მგონი ჩვენი მართველი პარტია ამის გამშვები არაა, სპორტში რა უნდა პოლიტიკას, მაგრამ ეს ხომ საქართველოა, ასე იყო ნაცების დროს და ასე არის ეხლაც, ამათ სპორტი მარტო პიარისათვის სჭირდებათ...დააბრუნეთ ნიჯარაძე დროზე თორემ ეს წარმატებული სპორტის სახეობაც დაგვეკარგება.ისე ამის ინტერვიუ რა დასადები იყო კაცი სხვა განზომილებაშია...

• გიორგი

რა გრენლანდია გახდა ეს კაცი ვერ გავიგე?!

• ირაკლი

თუ დროზე არ მიხედეს რაგბს ის ფეხბურთზე უარეს დღეში ჩავარდება

• პაატა

ერთხელ არ უხსენებია 6 ერში თამაშის აუცილებლობა...მაშინ რატომ გამოხვედით ბ-ნო გოჩა და მთელი მსოფლიოს გასაგონად რას "დაახურეთ თავზე" მსოფლიო რაგბის?! ასეთი ხმამაღალი განცხადებით თავი მოგვჭერი ყველას თვალში და ეხლა დგახარ და ჩვენი პრობლემა თურმე მარტო ეროვნულის ჩემპიონატის დონე და ფულის ნაკლებობა ყოფილა...ფრანჩაიზი დიდად არ გინდა, 6 ერი საერთოდ არ ახსენე, აბა რა გინდა რუსულ კლუბებთან ერთად ლიგის შექმნა??? ახალი არაფერი გითქვავს, ზუსტად იგივეს ამბობდი 2016-ში, ამ 4 წელში რა გააკეთე საერთოდ??? ახალგაზრდულის წარმატება არ მიიწერო, ეს რიჩი დიქსონის დიდი დამსახურებაა. თქვვენ არვ ხედვა გაქვთ და ფულის მეტი არც არაფერი გაინტერესბთ

• სიმართლე

მივმართავ სრულიად საქართველოს სარაგბო სამყაროს: რაც შეიძლება დროზე მოიწვიეთ რაგბის კავშირის არჩევნები და მკაფიოდ უთხარით ამ კაცს, დაახლოებით ასეთი რამ: "გოჩა, გეყოფა გავლა, ახლა კარგია წასვლა!"

• ვვვ

პატივცემულო კომენტატორებო: თუ უბრალო გულშემატკივრები ხართ, რა ჯანდაბა იცით, რა ხდება ფედერაციაში და თუ პროფესიონალები ხართ კიდევ, რაღა გინდათ - მაგათ ილაპარაკონო, თქვენზე უთქვამს ;)

• დიმა

ეგ საბჭოთა /я ни при чем/-შიკი ეგა! გოჩა, გარტყმაში არ ხარ! არაპროფესიონალური და ფარისევლური შეფასება იმ მიზეზებისა რამაც ქართული რაგბის განვითარების შეფერხება გამოიწვია. გულშემატკივრებო, სუო ! აზრზე ხარ რას კადრულობს?!

• გრესი

რომელ რეგრესზე საუბრობთ? არც რეგრესია და არც პროგრესი. საქართველოს რაგბი არის 2-3 არეული ლეგიონერი, სხვადასხვა "ისე-რა" გუნდებში? აბა ჩვენი ეროვნული დონე ნახე? შეადარე თუნდაც რუმინეთს, რუსეთ და მსგავს დონეს? ჩვენები იქ გარბიან სათამაშოდ. ვთქვათ მართლა მოგვეგო ფიჯისთვის, მერე? ეროვნული რაგბის პროგრესი ინებოდა? და რახან წავაგეთ რეგრესია? საბავშო ბაღია და ,ეცნიერებად გვევლინებიან ზოგიერთები

• 1

"არაოფიციალურმა მმართველმა ეს სფერო დროებით არ ჩათვალა პრიორიტეტულად" - ამას რომ წერს, ბიუჯეტზე ამბობს? მაგრამ ეტყობა თვადაც თვლი, რომ სხვა არის ვალდებული და თვითონ მმითიითებები უნდა არიგოთ

• ისევ რაგბის მივაწვეთ

ამას რომ კაცი იტყვის, იმას რაზე უნდა ელაპარაკო საერთოდ? - "ფრენჩაიზი" არ არის აბსოლუტური გამოსავალი. რადგან, გააჩნია თუ სად ითამაშებს ეს კლუბი. მე წინააღდეგი ვიქნები ისეთ ტურნირზე მონაწილეობისა, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ და შევქმნათ "ფრენჩაიზ" კლუბი, საჭიროა დიდ ტურნირზე მიგვიწვიონ. თან, მნიშვნელოვანია 2-3 თვიანი ტურნირი იყოს. რათა, მორაგბეებმა ითამაშონ ამ შეჯიბრზე, მერე დაუბრუნდნენ ქართულ კლუბებს და ეროვნული ჩემპიონატის დონემაც აიწიოს"

• რიგითი

ხელმძღვანელი პირი იმას ამბობდეს კი მართალია დაგვერხა მარა ჩემი ბრალი არ არიოოო... ამისთანა მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება

• ვახო

ქვემოთ ერთი მკითხველი მეორეს უწერს გამოხმაურებაში , სხვის ჯიბეში რას იყურები წადი აბა ერთი ლარი გაიღე რაგბისთვისო.აბა რაგბის კავშირს საიდან აქვს ფული?ხალხის შეგროვილი არ არის ბიუჯეტი?

• ვახო

2-3 თვიანი ტურნირი ვის რა ჩემ ფეხებად უნდა.ჩვენ გვჭირდება ფრენჩაიზი რომელიც სულ იარსებებს და ითამაშებს ძლიერ ტურნირში საიდანაც ნაკრები მიიღებს შევსებას.რა 2-3 თვე სვანიძე წადი რა სახლში.დააბრუნეთ ნიჟარაძე!

• რეგრესი

სასაცილო მსჯელობა - ლეტმოტივი: "ქართულმა რაგბმა რეგრესი განიცადა". განვიტარებულ იყო ამაზე მტად რაგბი საქართველოში და ახლა თურმე დაეცა - დარეგრესდა. აბა ეღტი ქრმატებულ ქართული კლუბი დაასახელეთ, "განვითარებული". აბა გისმენთ? დაასახელეთ წარმატებული, განვითარებული, საერთაშორისო დონის... აბა? ნაკრებს 30 ლეგიონერი ეყოლება, ცოტა მეტი თუ ნაკლები - ამას ეძახით განვითარებას? ეს ოდესმე გვქონდა დამოუკიდებელს საქართველოში და ახლა არარ გვაქვს?

ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ამ კაცის დამსახურებაა ქართული რაგბის ეს სიტუაცია. გულშემატკივართან ბოდიშიო და პროფესიონალების გადასაწყვეტია რამ გამოიწვია ეს შედეგიო. რომელი პროფესიონალების გარს რომელიც გყავდა ბოლო 3 წელია და სწორ გზაზე ვართო რომ გიდასტურებდნენ? რომელი გულშემატკივრის აზრი არ მოგწონს, რომელიც ნერვებს იგლეჯდა და ბოლო 3 წელია იძახოდა რომ უკან მიდიოდა ნაკრები? რომელი მოლოდინებია შეუსაბამო - ბოლო 3 წელია რომ სპეკულირებდი კატასტროფულად შორი 6 ერით და ფსიქოლოგიურ წნეხში რომ მოაქციე ნაკრები? 50% ით უკეთესად მომზადებული გუნდიო რომ გვატყუებდი (არ ვტყუვდებოდით - შენ ცდილობდი უბრალოდ) ? რამე გააკეთე და რამეზე პასუხი გაეცი გულშემატკივარს? შარშან ჩაგდებული ოკეანეთის ტურნეზე, ან დასუსტებულ შერკინებაზე, ან დაცვის ისე გაუსუსურებაზე, რომ 2 ფაზაა საკმარისი მოწინააღმდეგისთვის ლელოს დასადებად, ან 6 ერის პრეტენზიის მქონე გუნდის მიერ ამერიკასთან თბილისში ბოლო წუთებზე გაფუჭებული გარდასახვის ხარჯზე მოგებაზე, ან იტალიასთან პირწმინდად წაგებულ თამაშზე, ან შოტლანდიის მიერ გადავლაზე, ან უელსისგან ნათამაშებ წუთებზე მეტი ქულის მიღებაზე, ან ფიჯის მიერ ჩვენს დაცვის ხაზში ნავარდზე. ხო ეს ყველაფერი მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ იმ მწვრთნელის, რომელმაც ვერაფერი შესძინა მეორე წიკლში გუნდს და რომელსაც ბოლო წუთამდე აქებდი: როგორი უყვარდა საქართველო და ქართული სამზარეულო. მეტს არაფერს ითხოვდი მისგან. მოკლედ რბილად რომ ვთქვათ ცუდი პრეზიდენტი ხარ და უფრო ცუდი პიროვნება, რომ შენს პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ. გულშემატკივართან ბოდიში და პროფესიონალებიო. . . გულშემატკივრისთვის არის რაგბი და ყველაზე ობიექტური შემფასებლები ჩვენ ვართ და ახლა თუ გჭირდება ამის ახსნა მაინც ვერ გაიგებ და ფეხბურთი როგორც მოაქციეს "ბოდიში გულშემატკივრებთან და პროფესიონალები . . ." ძახილით მგონი იგივეს აპირებ. დეოზე წადი და აღარ გააკეთო კომენტარი ჯობია.

• 1

"არაოფიციალურმა მმართველმა ეს სფერო დროებით არ ჩათვალა პრიორიტეტულად" - ნუ გადმოიტანეთ რა პოლიტიკა სპორტში. სხვუის ფულს რას ითვლი? წადი ავბა ერთი ლარი გაიღე რაგბის განვიტარებისთვის.სხვის ჯიბეში რას იყურები?

• Patrioti

ეს კომენტარი არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ამბიციური მაგრამ საქმის ვერ გამკეთებელი კაცის პირადი ინტერპრეტაცია იმ სიტუაციის რაც შეიქმნა მისი მოსვლის შემდეგ. ეს არის მისი და მის მიერ მოყვანილი გუნდის გაფუჭებული საქმის არარეალური შეფასება. არ აქვთ ნათელი წარმოდგენა რაგბის განვითარებაზე და ვერც ვერანაირ გეგმებს აწყობენ რადგან ეგეც სახელმწიფოს მმართველების პრიორიტეტებით ლაგდება და თუ საეხლმწიფოს ოფიციალურმა მმართველებმა ან/და არაოფიციალურმა მმართველმა ეს სფერო დროებით არ ჩათვალა პრიორიტეტულად ვერც ვერაფერს ვერ იზამს. ამ სტატიასთან პირდაპირ კავშირში არ არის მაგრამ წინასწარ გეტყვით ჩემს უმტკივნეულეს ეჭვს: ჩვენ რუსეთთან თამაშს წავაგებთ. დანარჩენი განსჯისთვის თქვენთვის მომინდია. ღმერთმა არ ქნას ჩემი ეჭვი გამართლდეს.

• ნოდ

მაგარი სადღეგრძელო ინტერვიუ გაიჩითა :დ ამ ადამიანის ინტერვიუმ მე პირადად ის შეგრძნება დამიტოვა რომ ბოლო წლების კრახში მელიტონას ბრალეულობა იქნება მიზერი :) ყველაფრის თავი და თავი არის, თავის დროზე მართლა საამაყო რაგბისტების პოლიტიკაში ჩართვა და მერე ვაჭრუკანული და არაკაცული საქციელი გია ნიჟარაძის წინააღმდეგ და ე.წ. არჩევნების ჩატარება. შედეგი მოვიმკეთ ეხლა.

• ნუგზარი

მე რასაც ვხედავ და რა ინფორმაციებიც მაქვს, ამ კაცისგან რაგბში არაფერი გამოვა, მას პატივს არც საქართველოს რაგბის სამყაროში ცემენ და არც მის ფარგლებს გარეთ. დიდი წარმოდგენა თავის თავზე, თანამშრომლებზე უდიერი და უპატივისმცემლო დამოკიდებულება როგორც ჩანს არის მისი საქმიანობის სტილი. ასე საქმე წინ არ წავა.

• paata123

ამ გასიებულ ტიპს უფრო თანამდებობა და ფული აინტერესებს ვიდრე ქართული რაგბის ბედი.

ფაქტია და ვერსად გავექცევით, უკანსკნელი წლებია ჩვენ რაგბში რეგრესი თუ არა თვალშისაცემი პროგრესი ნამდვილად არ არის რაც მათ შორის ნაკრების თამაშშიც გამოიხატება, არამარტო მსოფლიო თასსზე. დასკვნა: აუცილებელია ცვლილებები!

• ქ.გ.

რომელ წინსვლაზეა საუბარი გაავსეთ რაგბის კავშირი ნათესავებით ძმაკაცებით და ცოლის დაქალებით, რომლებსაც მსუყე ხელფასები დაუნიშნეთ ( 6000, 8000, 12000) თქვენ რა ბიუჯეტი გეყოფათ გაივსეთ ჯიბეები. წადი წადი!!!!

• დ.ა.

ეს რა გეგმებს აწყობს ნახე არ უნდა წასვლა ბიჭს. წადი წადი სირცხვილია შენი მანდ ჯდომა. აშკარად ვერ ელევა სკამს!

• patrioti

ეს კაცი უნდა მოშორდეს რაგბის ადმინისტრაციას. რაც მოვიდა სულ უკან სვლაა. დააბრუნეთ ნიჟარაძე!

• WTF

პატარაა ეს ქვეყანა და ყველამ ყველაფერი იცის, რაც ფედერაციაში ხდება. გაწმინდეთ მკვდარი სულებისგან და დაუთმეთ გზა ახალგაზრდების გუნდს. მართლა ქარს გაატანეთ ჩვენი ბიჭების ამდენი ხნის შრომა და წვალება.

• rugby

არამარტო კისერი... არ აწყობთ ზედმეტი კითხვები და იმიტომ იკეტება კარი. შემფასებელი გულშემატკივარია და არა თავისნაირი ტიპები

• გულშემატკივარი

ერთი რა მაინტერესებს..ამ ღრმად პატივცემულ გვამს დღეს გაახსენდა ბავშვთა მწვრთნელების გადამზადება?? 4 წელი რას აკეთებდა?? აა გამახსენდა თვითკმაყოფილ კომენტარებს აკეთებდა ყველაფერი კარგად არისო მსოფლიოზე ამას ვიზავთ იმას ვიზავთო დღეს გაიძახის თურმე ვაი გულშემატკივარს და არაპროფესიონალ ხალხს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონია! სანამ დროა მოშორდეს კავშირს თორემ კი წავედით უკან უკან

• ზვიადი

შენ დიდი ხანია რეალობას აცდენილი ხარ....დღეს ვისმენდი ამის ბოდვას და მეცინებოდა. " დიდი ბოდიში გულშემატკივრებთან საკითხები პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონო. ნებისმიერ, რიგით გულშემატკივარს უფრო ანაღვლებს ბიჭების ბედი ვიდრე შენ!! დროზე მოშორდეს ეს არაპროფესიონალი, უსინდისო სამარცხვინო კაცი..... ზვიადი

• Kkk

არ უნდა წასვლა უყურე შენ.დდდ

• პაატა

ჟურნალისტებს: ამ კაცს ნუღარ ეკითხებით რა არის გასაკეთებელი ქართულ რაგბსა და ეროვნულ ნაკრებში. კითხეთ ამ 4 წლის მანძილზე რა გააკეთა!!! დამღლელია ამის მოსმენა, უკვე გავიგეთ რომ ეროვნულის ჩავარდნა მხოლოდ ჰეიგის ბრალი ყოფილა, დანარჩენზე კიდე გვაბოლებს. ასე მგონია ლარის გაუფასურებაზე ლაპარაკობს, ყველაფერი სხვისი ბრალია და ეგ საერთოდ რა შუაში.

• Giorgi Gorgadze

მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ, ნიჟარაძე რომ აირჩიეს თუ აპირებდნენ და მერე უცებ შეიცვალა რაღაც ისე, ხალხს არც არაფერი უთხრეს და დანიშნეს ეს კაცი. შედეგიც სახეზეა. ესენი რა ფერის ჯიპებით დადიან ნეტა

• თემო

რო გაგისივდა ეგ კისერი ჭამისგან მანდ გეტყობა როგორც ზრუნავ ქართულ რაგბიზე. სუფრის კაცი რატოა პრეზიდენტი არ მესმის

• Pres

არადეკვატური,არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი!!! მოაშორეთ ეს სამარცხვინო პრეზიდენტი სასწრაფოდ, თორე ჩაიყარა ყველაფერი წყალში.

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ

მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს

როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა

კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა

ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო

აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა

"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს

ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!

ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება

rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა

გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?

"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]