გოჩა სვანიძე: ჩვენი მოლოდინები რეალობას აცდენილია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე გოჩა სვანიძემ სხვადასხვა საკითხზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე"-ში ისაუბრა.

"ერთ კონკრეტულ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში არ ნიშნავს, რომ მეორე შეხვედრაშიც იგივე იქნება. ფიჯისთან რომ მოგვეგო, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას წარმატებულად ჩავთვლიდით? მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მოლოდინები რეალობასთან შეუსაბამოა.

ის, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის შედეგი, უკვე სპეციალისტების სამსჯელოა. ჩვენ საჯარო განხილვას მოვაწყობთ და აქ იმსჯელებენ ქართველი მწვრთნელები, უფრო ფართო საზოგადოებაც. დიდი ბოდიში გულშემატკივართან, თუმცა ისინი არ იქნებიან ამ პროცესში ჩართული, რადგან ეს პროფსიონალების გადასაწყვეტი საკითხებია, თუმცა
მთელი პროცესის ხილვა გულშემატკივარს შეეძლება.

რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს, გრძელი სია გვაქვს. ვიღაცას უკვე დაველაპარაკეთ, ვიღაცასთან ახლა მიმდინარეობს მოლაპრაკებები და ჯერ კონკრეტული საკითხი გადაწყვეტილი არაა.

მე მსურს ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგრესიულ შემტევ რაგბის ათამაშებს ნაკრებს. მე მზად ვარ მარცხისათვის, რათა დაველოდოთ და ვისწავლოთ აგრესიული შეტევა, რათა ისეთი რაგბი ვითამაშოთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მწვრთნელს მილიონი და მეტი გადავუხადოთ. მთავარი ის მოერგოს ჩვენს სისტემას, ჩვენს ხასიათს, იმ დაკვეთას, რაც ქვეყნაში გვაქვს რაგბის ნაკრების განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მთავარია, სწორი პიროვნების შერჩევა.

ფინანსები სჭირდებათ დიდი 10-ის კლუბებს. უნდა დავეხმაროთ კლუბებს, რათა შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა სხვა ქვეყნებთან.

"ფრენჩაიზი" არ არის აბსოლუტური გამოსავალი. რადგან, გააჩნია თუ სად ითამაშებს ეს კლუბი. მე წინააღდეგი ვიქნები ისეთ ტურნირზე მონაწილეობისა, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ და შევქმნათ "ფრენჩაიზ" კლუბი, საჭიროა დიდ ტურნირზე მიგვიწვიონ.

თან, მნიშვნელოვანია 2-3 თვიანი ტურნირი იყოს. რათა, მორაგბეებმა ითამაშონ ამ შეჯიბრზე, მერე დაუბრუნდნენ ქართულ კლუბებს და ეროვნული ჩემპიონატის დონემაც აიწიოს.

ხარისხის განვითარებისთვის გვჭირდება ფინანსები, რათა მორაგბეების არასარაგბო ქვეყნებში გადინება შეწყდეს.

დღეს თავს ავარიდებ შეკითხვაზე ქართველი მწვრთნელის ნაკრების თავკაცად დანიშვნის შესახებ. ჯერ ნათელი არაფერია და ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.

რაგბის სწორად თამაშს ძალიან ბევრი უნარი სჭირდება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ბავშვთა მწვრთნელების განვითარება, რათა ადრეულ ასაკშიც კი, უფრო მეტი არჩევანი გქვონდეს. ძლიერი და სწრაფი ყველა უნდა იყოს, და ამასთანავე, ტექნიკაც არ უნდა აკლდეს.

მამუკა გორგოძეს ჰქონდა სურვილი და მეც ბუნებრივია, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ დონის მორაგბეს გასაცილებელი მატჩი უნდა მოვუწყოთ."

მკითხველის კომენტარები / 35 /
ფაქტია და ვერსად გავექცევით, უკანსკნელი წლებია ჩვენ რაგბში რეგრესი თუ არა თვალშისაცემი პროგრესი ნამდვილად არ არის რაც მათ შორის ნაკრების თამაშშიც გამოიხატება, არამარტო მსოფლიო თასსზე. დასკვნა: აუცილებელია ცვლილებები!
?!
10 ნოემბერი 2019 21:02
1
რომელ წინსვლაზეა საუბარი გაავსეთ რაგბის კავშირი ნათესავებით ძმაკაცებით და ცოლის დაქალებით, რომლებსაც მსუყე ხელფასები დაუნიშნეთ ( 6000, 8000, 12000) თქვენ რა ბიუჯეტი გეყოფათ გაივსეთ ჯიბეები. წადი წადი!!!!
ქ.გ.
10 ნოემბერი 2019 20:50
1
ეს რა გეგმებს აწყობს ნახე არ უნდა წასვლა ბიჭს. წადი წადი სირცხვილია შენი მანდ ჯდომა. აშკარად ვერ ელევა სკამს!
დ.ა.
10 ნოემბერი 2019 20:41
2
ეს კაცი უნდა მოშორდეს რაგბის ადმინისტრაციას. რაც მოვიდა სულ უკან სვლაა. დააბრუნეთ ნიჟარაძე!
patrioti
10 ნოემბერი 2019 19:08
3
პატარაა ეს ქვეყანა და ყველამ ყველაფერი იცის, რაც ფედერაციაში ხდება. გაწმინდეთ მკვდარი სულებისგან და დაუთმეთ გზა ახალგაზრდების გუნდს.
მართლა ქარს გაატანეთ ჩვენი ბიჭების ამდენი ხნის შრომა და წვალება.
WTF
10 ნოემბერი 2019 18:31
2
არამარტო კისერი... არ აწყობთ ზედმეტი კითხვები და იმიტომ იკეტება კარი. შემფასებელი გულშემატკივარია და არა თავისნაირი ტიპები
rugby
10 ნოემბერი 2019 18:29
1
ერთი რა მაინტერესებს..ამ ღრმად პატივცემულ გვამს დღეს გაახსენდა ბავშვთა მწვრთნელების გადამზადება?? 4 წელი რას აკეთებდა?? აა გამახსენდა თვითკმაყოფილ კომენტარებს აკეთებდა ყველაფერი კარგად არისო მსოფლიოზე ამას ვიზავთ იმას ვიზავთო დღეს გაიძახის თურმე ვაი გულშემატკივარს და არაპროფესიონალ ხალხს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონია! სანამ დროა მოშორდეს კავშირს თორემ კი წავედით უკან უკან
გულშემატკივარი
10 ნოემბერი 2019 18:25
2
არ უნდა წასვლა უყურე შენ.დდდ
Kkk
10 ნოემბერი 2019 18:13
1
ჟურნალისტებს: ამ კაცს ნუღარ ეკითხებით რა არის გასაკეთებელი ქართულ რაგბსა და ეროვნულ ნაკრებში. კითხეთ ამ 4 წლის მანძილზე რა გააკეთა!!! დამღლელია ამის მოსმენა, უკვე გავიგეთ რომ ეროვნულის ჩავარდნა მხოლოდ ჰეიგის ბრალი ყოფილა, დანარჩენზე კიდე გვაბოლებს. ასე მგონია ლარის გაუფასურებაზე ლაპარაკობს, ყველაფერი სხვისი ბრალია და ეგ საერთოდ რა შუაში.
პაატა
10 ნოემბერი 2019 18:10
2
მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ, ნიჟარაძე რომ აირჩიეს თუ აპირებდნენ და მერე უცებ შეიცვალა რაღაც ისე, ხალხს არც არაფერი უთხრეს და დანიშნეს ეს კაცი. შედეგიც სახეზეა. ესენი რა ფერის ჯიპებით დადიან ნეტა
Giorgi Gorgadze
10 ნოემბერი 2019 18:06
2

სიახლეები პოპულარული