გოჩა სვანიძე: ჩვენი მოლოდინები რეალობას აცდენილია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე გოჩა სვანიძემ სხვადასხვა საკითხზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე"-ში ისაუბრა.

"ერთ კონკრეტულ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში არ ნიშნავს, რომ მეორე შეხვედრაშიც იგივე იქნება. ფიჯისთან რომ მოგვეგო, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას წარმატებულად ჩავთვლიდით? მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მოლოდინები რეალობასთან შეუსაბამოა.

ის, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის შედეგი, უკვე სპეციალისტების სამსჯელოა. ჩვენ საჯარო განხილვას მოვაწყობთ და აქ იმსჯელებენ ქართველი მწვრთნელები, უფრო ფართო საზოგადოებაც. დიდი ბოდიში გულშემატკივართან, თუმცა ისინი არ იქნებიან ამ პროცესში ჩართული, რადგან ეს პროფსიონალების გადასაწყვეტი საკითხებია, თუმცა
მთელი პროცესის ხილვა გულშემატკივარს შეეძლება.

რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს, გრძელი სია გვაქვს. ვიღაცას უკვე დაველაპარაკეთ, ვიღაცასთან ახლა მიმდინარეობს მოლაპრაკებები და ჯერ კონკრეტული საკითხი გადაწყვეტილი არაა.

მე მსურს ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგრესიულ შემტევ რაგბის ათამაშებს ნაკრებს. მე მზად ვარ მარცხისათვის, რათა დაველოდოთ და ვისწავლოთ აგრესიული შეტევა, რათა ისეთი რაგბი ვითამაშოთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მწვრთნელს მილიონი და მეტი გადავუხადოთ. მთავარი ის მოერგოს ჩვენს სისტემას, ჩვენს ხასიათს, იმ დაკვეთას, რაც ქვეყნაში გვაქვს რაგბის ნაკრების განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მთავარია, სწორი პიროვნების შერჩევა.

ფინანსები სჭირდებათ დიდი 10-ის კლუბებს. უნდა დავეხმაროთ კლუბებს, რათა შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა სხვა ქვეყნებთან.

"ფრენჩაიზი" არ არის აბსოლუტური გამოსავალი. რადგან, გააჩნია თუ სად ითამაშებს ეს კლუბი. მე წინააღდეგი ვიქნები ისეთ ტურნირზე მონაწილეობისა, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ და შევქმნათ "ფრენჩაიზ" კლუბი, საჭიროა დიდ ტურნირზე მიგვიწვიონ.

თან, მნიშვნელოვანია 2-3 თვიანი ტურნირი იყოს. რათა, მორაგბეებმა ითამაშონ ამ შეჯიბრზე, მერე დაუბრუნდნენ ქართულ კლუბებს და ეროვნული ჩემპიონატის დონემაც აიწიოს.

ხარისხის განვითარებისთვის გვჭირდება ფინანსები, რათა მორაგბეების არასარაგბო ქვეყნებში გადინება შეწყდეს.

დღეს თავს ავარიდებ შეკითხვაზე ქართველი მწვრთნელის ნაკრების თავკაცად დანიშვნის შესახებ. ჯერ ნათელი არაფერია და ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.

რაგბის სწორად თამაშს ძალიან ბევრი უნარი სჭირდება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ბავშვთა მწვრთნელების განვითარება, რათა ადრეულ ასაკშიც კი, უფრო მეტი არჩევანი გქვონდეს. ძლიერი და სწრაფი ყველა უნდა იყოს, და ამასთანავე, ტექნიკაც არ უნდა აკლდეს.

მამუკა გორგოძეს ჰქონდა სურვილი და მეც ბუნებრივია, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ დონის მორაგბეს გასაცილებელი მატჩი უნდა მოვუწყოთ."

მკითხველის კომენტარები / 35 /
ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ამ კაცის დამსახურებაა ქართული რაგბის ეს სიტუაცია. გულშემატკივართან ბოდიშიო და პროფესიონალების გადასაწყვეტია რამ გამოიწვია ეს შედეგიო. რომელი პროფესიონალების გარს რომელიც გყავდა ბოლო 3 წელია და სწორ გზაზე ვართო რომ გიდასტურებდნენ? რომელი გულშემატკივრის აზრი არ მოგწონს, რომელიც ნერვებს იგლეჯდა და ბოლო 3 წელია იძახოდა რომ უკან მიდიოდა ნაკრები? რომელი მოლოდინებია შეუსაბამო - ბოლო 3 წელია რომ სპეკულირებდი კატასტროფულად შორი 6 ერით და ფსიქოლოგიურ წნეხში რომ მოაქციე ნაკრები? 50% ით უკეთესად მომზადებული გუნდიო რომ გვატყუებდი (არ ვტყუვდებოდით - შენ ცდილობდი უბრალოდ) ? რამე გააკეთე და რამეზე პასუხი გაეცი გულშემატკივარს? შარშან ჩაგდებული ოკეანეთის ტურნეზე, ან დასუსტებულ შერკინებაზე, ან დაცვის ისე გაუსუსურებაზე, რომ 2 ფაზაა საკმარისი მოწინააღმდეგისთვის ლელოს დასადებად, ან 6 ერის პრეტენზიის მქონე გუნდის მიერ ამერიკასთან თბილისში ბოლო წუთებზე გაფუჭებული გარდასახვის ხარჯზე მოგებაზე, ან იტალიასთან პირწმინდად წაგებულ თამაშზე, ან შოტლანდიის მიერ გადავლაზე, ან უელსისგან ნათამაშებ წუთებზე მეტი ქულის მიღებაზე, ან ფიჯის მიერ ჩვენს დაცვის ხაზში ნავარდზე. ხო ეს ყველაფერი მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ იმ მწვრთნელის, რომელმაც ვერაფერი შესძინა მეორე წიკლში გუნდს და რომელსაც ბოლო წუთამდე აქებდი: როგორი უყვარდა საქართველო და ქართული სამზარეულო. მეტს არაფერს ითხოვდი მისგან. მოკლედ რბილად რომ ვთქვათ ცუდი პრეზიდენტი ხარ და უფრო ცუდი პიროვნება, რომ შენს პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ. გულშემატკივართან ბოდიში და პროფესიონალებიო. . . გულშემატკივრისთვის არის რაგბი და ყველაზე ობიექტური შემფასებლები ჩვენ ვართ და ახლა თუ გჭირდება ამის ახსნა მაინც ვერ გაიგებ და ფეხბურთი როგორც მოაქციეს "ბოდიში გულშემატკივრებთან და პროფესიონალები . . ." ძახილით მგონი იგივეს აპირებ. დეოზე წადი და აღარ გააკეთო კომენტარი ჯობია.
???
11 ნოემბერი 2019 01:50
1
მაგარი სადღეგრძელო ინტერვიუ გაიჩითა :დ ამ ადამიანის ინტერვიუმ მე პირადად ის შეგრძნება დამიტოვა რომ ბოლო წლების კრახში მელიტონას ბრალეულობა იქნება მიზერი :) ყველაფრის თავი და თავი არის, თავის დროზე მართლა საამაყო რაგბისტების პოლიტიკაში ჩართვა და მერე ვაჭრუკანული და არაკაცული საქციელი გია ნიჟარაძის წინააღმდეგ და ე.წ. არჩევნების ჩატარება. შედეგი მოვიმკეთ ეხლა.
ნოდ
10 ნოემბერი 2019 23:11
2
ამ გასიებულ ტიპს უფრო თანამდებობა და ფული აინტერესებს ვიდრე ქართული რაგბის ბედი.
paata123
10 ნოემბერი 2019 21:39
3
შე კაი კაცო შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე თუ ქართულ რაგბზე ოდნავ მაინც შეგტკივა გული...მაგრამ მე მგონი ჩვენი მართველი პარტია ამის გამშვები არაა, სპორტში რა უნდა პოლიტიკას, მაგრამ ეს ხომ საქართველოა, ასე იყო ნაცების დროს და ასე არის ეხლაც, ამათ სპორტი მარტო პიარისათვის სჭირდებათ...დააბრუნეთ ნიჯარაძე დროზე თორემ ეს წარმატებული სპორტის სახეობაც დაგვეკარგება.ისე ამის ინტერვიუ რა დასადები იყო კაცი სხვა განზომილებაშია...
Maximus
11 ნოემბერი 2019 17:50
2
მივმართავ სრულიად საქართველოს სარაგბო სამყაროს:
რაც შეიძლება დროზე მოიწვიეთ რაგბის კავშირის არჩევნები და მკაფიოდ უთხარით ამ კაცს, დაახლოებით ასეთი რამ:
"გოჩა, გეყოფა გავლა,
ახლა კარგია წასვლა!"
სიმართლე
11 ნოემბერი 2019 13:17
2
ეგ საბჭოთა /я ни при чем/-შიკი ეგა!

გოჩა, გარტყმაში არ ხარ!

არაპროფესიონალური და ფარისევლური შეფასება იმ მიზეზებისა რამაც ქართული რაგბის განვითარების შეფერხება გამოიწვია.

გულშემატკივრებო, სუო ! აზრზე ხარ რას კადრულობს?!
დიმა
11 ნოემბერი 2019 10:47
2
2-3 თვიანი ტურნირი ვის რა ჩემ ფეხებად უნდა.ჩვენ გვჭირდება ფრენჩაიზი რომელიც სულ იარსებებს და ითამაშებს ძლიერ ტურნირში საიდანაც ნაკრები მიიღებს შევსებას.რა 2-3 თვე სვანიძე წადი რა სახლში.დააბრუნეთ ნიჟარაძე!
ვახო
11 ნოემბერი 2019 02:23
1
რომელ წინსვლაზეა საუბარი გაავსეთ რაგბის კავშირი ნათესავებით ძმაკაცებით და ცოლის დაქალებით, რომლებსაც მსუყე ხელფასები დაუნიშნეთ ( 6000, 8000, 12000) თქვენ რა ბიუჯეტი გეყოფათ გაივსეთ ჯიბეები. წადი წადი!!!!
ქ.გ.
10 ნოემბერი 2019 20:50
1
მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ, ნიჟარაძე რომ აირჩიეს თუ აპირებდნენ და მერე უცებ შეიცვალა რაღაც ისე, ხალხს არც არაფერი უთხრეს და დანიშნეს ეს კაცი. შედეგიც სახეზეა. ესენი რა ფერის ჯიპებით დადიან ნეტა
Giorgi Gorgadze
10 ნოემბერი 2019 18:06
2
ერთხელ არ უხსენებია 6 ერში თამაშის აუცილებლობა...მაშინ რატომ გამოხვედით ბ-ნო გოჩა და მთელი მსოფლიოს გასაგონად რას "დაახურეთ თავზე" მსოფლიო რაგბის?! ასეთი ხმამაღალი განცხადებით თავი მოგვჭერი ყველას თვალში და ეხლა დგახარ და ჩვენი პრობლემა თურმე მარტო ეროვნულის ჩემპიონატის დონე და ფულის ნაკლებობა ყოფილა...ფრანჩაიზი დიდად არ გინდა, 6 ერი საერთოდ არ ახსენე, აბა რა გინდა რუსულ კლუბებთან ერთად ლიგის შექმნა??? ახალი არაფერი გითქვავს, ზუსტად იგივეს ამბობდი 2016-ში, ამ 4 წელში რა გააკეთე საერთოდ??? ახალგაზრდულის წარმატება არ მიიწერო, ეს რიჩი დიქსონის დიდი დამსახურებაა. თქვვენ არვ ხედვა გაქვთ და ფულის მეტი არც არაფერი გაინტერესბთ
პაატა
11 ნოემბერი 2019 14:24
3

სიახლეები პოპულარული