გოჩა სვანიძე: ჩვენი მოლოდინები რეალობას აცდენილია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე გოჩა სვანიძემ სხვადასხვა საკითხზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე"-ში ისაუბრა.

"ერთ კონკრეტულ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში არ ნიშნავს, რომ მეორე შეხვედრაშიც იგივე იქნება. ფიჯისთან რომ მოგვეგო, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას წარმატებულად ჩავთვლიდით? მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მოლოდინები რეალობასთან შეუსაბამოა.

ის, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის შედეგი, უკვე სპეციალისტების სამსჯელოა. ჩვენ საჯარო განხილვას მოვაწყობთ და აქ იმსჯელებენ ქართველი მწვრთნელები, უფრო ფართო საზოგადოებაც. დიდი ბოდიში გულშემატკივართან, თუმცა ისინი არ იქნებიან ამ პროცესში ჩართული, რადგან ეს პროფსიონალების გადასაწყვეტი საკითხებია, თუმცა
მთელი პროცესის ხილვა გულშემატკივარს შეეძლება.

რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს, გრძელი სია გვაქვს. ვიღაცას უკვე დაველაპარაკეთ, ვიღაცასთან ახლა მიმდინარეობს მოლაპრაკებები და ჯერ კონკრეტული საკითხი გადაწყვეტილი არაა.

მე მსურს ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგრესიულ შემტევ რაგბის ათამაშებს ნაკრებს. მე მზად ვარ მარცხისათვის, რათა დაველოდოთ და ვისწავლოთ აგრესიული შეტევა, რათა ისეთი რაგბი ვითამაშოთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მწვრთნელს მილიონი და მეტი გადავუხადოთ. მთავარი ის მოერგოს ჩვენს სისტემას, ჩვენს ხასიათს, იმ დაკვეთას, რაც ქვეყნაში გვაქვს რაგბის ნაკრების განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მთავარია, სწორი პიროვნების შერჩევა.

ფინანსები სჭირდებათ დიდი 10-ის კლუბებს. უნდა დავეხმაროთ კლუბებს, რათა შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა სხვა ქვეყნებთან.

"ფრენჩაიზი" არ არის აბსოლუტური გამოსავალი. რადგან, გააჩნია თუ სად ითამაშებს ეს კლუბი. მე წინააღდეგი ვიქნები ისეთ ტურნირზე მონაწილეობისა, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ და შევქმნათ "ფრენჩაიზ" კლუბი, საჭიროა დიდ ტურნირზე მიგვიწვიონ.

თან, მნიშვნელოვანია 2-3 თვიანი ტურნირი იყოს. რათა, მორაგბეებმა ითამაშონ ამ შეჯიბრზე, მერე დაუბრუნდნენ ქართულ კლუბებს და ეროვნული ჩემპიონატის დონემაც აიწიოს.

ხარისხის განვითარებისთვის გვჭირდება ფინანსები, რათა მორაგბეების არასარაგბო ქვეყნებში გადინება შეწყდეს.

დღეს თავს ავარიდებ შეკითხვაზე ქართველი მწვრთნელის ნაკრების თავკაცად დანიშვნის შესახებ. ჯერ ნათელი არაფერია და ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.

რაგბის სწორად თამაშს ძალიან ბევრი უნარი სჭირდება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ბავშვთა მწვრთნელების განვითარება, რათა ადრეულ ასაკშიც კი, უფრო მეტი არჩევანი გქვონდეს. ძლიერი და სწრაფი ყველა უნდა იყოს, და ამასთანავე, ტექნიკაც არ უნდა აკლდეს.

მამუკა გორგოძეს ჰქონდა სურვილი და მეც ბუნებრივია, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ დონის მორაგბეს გასაცილებელი მატჩი უნდა მოვუწყოთ."

მკითხველის კომენტარები / 35 /
ეს რა გეგმებს აწყობს ნახე არ უნდა წასვლა ბიჭს. წადი წადი სირცხვილია შენი მანდ ჯდომა. აშკარად ვერ ელევა სკამს!
დ.ა.
10 ნოემბერი 2019 20:41
2
არამარტო კისერი... არ აწყობთ ზედმეტი კითხვები და იმიტომ იკეტება კარი. შემფასებელი გულშემატკივარია და არა თავისნაირი ტიპები
rugby
10 ნოემბერი 2019 18:29
1
ეს კომენტარი არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ამბიციური მაგრამ საქმის ვერ გამკეთებელი კაცის პირადი ინტერპრეტაცია იმ სიტუაციის რაც შეიქმნა მისი მოსვლის შემდეგ. ეს არის მისი და მის მიერ მოყვანილი გუნდის გაფუჭებული საქმის არარეალური შეფასება. არ აქვთ ნათელი წარმოდგენა რაგბის განვითარებაზე და ვერც ვერანაირ გეგმებს აწყობენ რადგან ეგეც სახელმწიფოს მმართველების პრიორიტეტებით ლაგდება და თუ საეხლმწიფოს ოფიციალურმა მმართველებმა ან/და არაოფიციალურმა მმართველმა ეს სფერო დროებით არ ჩათვალა პრიორიტეტულად ვერც ვერაფერს ვერ იზამს. ამ სტატიასთან პირდაპირ კავშირში არ არის მაგრამ წინასწარ გეტყვით ჩემს უმტკივნეულეს ეჭვს: ჩვენ რუსეთთან თამაშს წავაგებთ. დანარჩენი განსჯისთვის თქვენთვის მომინდია. ღმერთმა არ ქნას ჩემი ეჭვი გამართლდეს.
Patrioti
11 ნოემბერი 2019 00:40
3
"არაოფიციალურმა მმართველმა ეს სფერო დროებით არ ჩათვალა პრიორიტეტულად" - ნუ გადმოიტანეთ რა პოლიტიკა სპორტში. სხვუის ფულს რას ითვლი? წადი ავბა ერთი ლარი გაიღე რაგბის განვიტარებისთვის.სხვის ჯიბეში რას იყურები?
1
11 ნოემბერი 2019 01:25
12
ფაქტია და ვერსად გავექცევით, უკანსკნელი წლებია ჩვენ რაგბში რეგრესი თუ არა თვალშისაცემი პროგრესი ნამდვილად არ არის რაც მათ შორის ნაკრების თამაშშიც გამოიხატება, არამარტო მსოფლიო თასსზე. დასკვნა: აუცილებელია ცვლილებები!
?!
10 ნოემბერი 2019 21:02
1
რა გრენლანდია გახდა ეს კაცი ვერ გავიგე?!
გიორგი
11 ნოემბერი 2019 16:32
2
რომელ რეგრესზე საუბრობთ? არც რეგრესია და არც პროგრესი. საქართველოს რაგბი არის 2-3 არეული ლეგიონერი, სხვადასხვა "ისე-რა" გუნდებში?

აბა ჩვენი ეროვნული დონე ნახე? შეადარე თუნდაც რუმინეთს, რუსეთ და მსგავს დონეს? ჩვენები იქ გარბიან სათამაშოდ.

ვთქვათ მართლა მოგვეგო ფიჯისთვის, მერე? ეროვნული რაგბის პროგრესი ინებოდა? და რახან წავაგეთ რეგრესია?

საბავშო ბაღია და ,ეცნიერებად გვევლინებიან ზოგიერთები
გრესი
11 ნოემბერი 2019 09:35
12
ისე ვკითხულობ აქ კომენტარებს 99% ყველა ერთ აზრზეა ალბათ ყოველ კომენტარს დისლაიკს თვითონ პატივცემული გოჩა უსვამს:)) მერე გამოვა ტელევიზიით და ყველას ჩვენ ვაი გულშემატკივრად შეგვრაცხავს:)) ვაი უბედურო საქართველო...
გულშემატკივარი
12 ნოემბერი 2019 14:37
3
თუ დროზე არ მიხედეს რაგბს ის ფეხბურთზე უარეს დღეში ჩავარდება
ირაკლი
11 ნოემბერი 2019 14:55
3
სასაცილო მსჯელობა - ლეტმოტივი: "ქართულმა რაგბმა რეგრესი განიცადა".

განვიტარებულ იყო ამაზე მტად რაგბი საქართველოში და ახლა თურმე დაეცა - დარეგრესდა. აბა ეღტი ქრმატებულ ქართული კლუბი დაასახელეთ, "განვითარებული". აბა გისმენთ? დაასახელეთ წარმატებული, განვითარებული, საერთაშორისო დონის... აბა?

ნაკრებს 30 ლეგიონერი ეყოლება, ცოტა მეტი თუ ნაკლები - ამას ეძახით განვითარებას? ეს ოდესმე გვქონდა დამოუკიდებელს საქართველოში და ახლა არარ გვაქვს?
რეგრესი
11 ნოემბერი 2019 02:01
6
ამას რომ კაცი იტყვის, იმას რაზე უნდა ელაპარაკო საერთოდ? -
"ფრენჩაიზი" არ არის აბსოლუტური გამოსავალი. რადგან, გააჩნია თუ სად ითამაშებს ეს კლუბი. მე წინააღდეგი ვიქნები ისეთ ტურნირზე მონაწილეობისა, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ და შევქმნათ "ფრენჩაიზ" კლუბი, საჭიროა დიდ ტურნირზე მიგვიწვიონ.
თან, მნიშვნელოვანია 2-3 თვიანი ტურნირი იყოს. რათა, მორაგბეებმა ითამაშონ ამ შეჯიბრზე, მერე დაუბრუნდნენ ქართულ კლუბებს და ეროვნული ჩემპიონატის დონემაც აიწიოს"

ისევ რაგბის მივაწვეთ
11 ნოემბერი 2019 08:35
5

სიახლეები პოპულარული