ლევან მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე: ჩვენი თამაში უნდა შეიცავდეს უფრო მეტ საფრთხეს მეტოქისთვის

AutoSharing Option
დღეს, 31 იანვარს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ტაქტიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ იქნება მარტივი მიზეზის გამო, რომ დრო ცოტა გვქონდა. ჩვენ შევეცდებით, შეტევასა და დაცვაში ხარისხი გავაუმჯობესოთ. ჩვენი თამაში უნდა შეიცავდეს უფრო მეტ საფრთხეს მეტოქისთვის, უნდა იყოს მრავალფეროვანი შეტევა, რათა დავაბნიოთ მოწინააღმდეგე.

დრო გვჭირდება იმისათვის, რომ დავხვეწოთ ჩვენი თამაში.

პირველ რიგში, სელექციას მინდა შევეხო. ეს არის მოკლე ვადა, რა დროსაც, არა მგონია, ექსპერიმენტების ჩატარება სწორი იყოს. მე გავაკეთე არჩევანი
იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ლექსო ყაულაშვილს რამდენჯერმე შევთავაზეთ საქართველოს ნაკრებში თამაში და მან უარი თქვა. სამომავლოდ გადავხედავთ ამ საკითხს და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მეტოქეებს, ფავორიტის როლში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა მეტოქე გეთამაშება მაქსიმალური მოტივაციით. ნებისმიერი გუნდი დასაფასებელია ამ ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთი ძალიან რთულ თამაშს შემოგვთავაზებს. ასევე, ესპანეთსაც კარგი გუნდი ჰყავს; რუსეთი შეეცდება, თავისი სიტყვა თქვას და პორტუგალიაც მაქსიმალურად შეეცდება, თავი კარგად წარმოაჩინოს. ყველა გუნდს თავისი ხელწერა აქვს, ჩვენი ამოცანა კი არის, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ.

რუმინეთი, ტრადიციულად, ძლიერია შერკინებით და მოლით. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, სადაც ამ კუთხით არ დავაფასეთ და სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. ეს ერთა თასის დათმობადაც დაგვიჯდა 2017 წელს. რაც შეეხება მეტოქის სუსტ მხარეებს, ამას ჩემთვის დავიტოვებ, ვეცდებით, რომ გამოვიყენოთ", - თქვა მაისაშვილმა

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, 1-ელ თებერვალს, 18 საათზე რუმინეთს "დინამო არენაზე" ვმასპინძლობთ. მატჩის ტრანსლაცია "იმედზე" იქნება.

altრუმინეთის მწვრთნელი: საქართველოსგან ძლიერ შერკინებას და მობილურ მოლს ველოდებით

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ლევანს, მე მგონი დროა ქართველმა მწვრთნელმა გაიყვანოს გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე, მით უმეტეს ლევანს კარგი გამოცდილება და ცოდნა აქვს.
zviads
13:07 31-01-2020
8
ჩილაჩავა არასპორტულად, არაგუნდურად, არარეგბისტულად მოიქცა იაპონიაში (მოედანზე, და შემდეგ გასახდელში) ფიჯისთან თამაშის დღეს. არ მგონია მას სათამაშოდ დაუძახონ.
ჩემი აზრით ეს არის მიზეზი.
ვააა. ეგ არ ვიცოდი! ძალიან გული დამწყდა. კონკრეტულად რა ქნა, ხომ ვერ იტყვით? მაგრამ გამოძახებული არის ნაკრებში და მაშინ საერთოდ რატომ გამოიძახეს?

genadi -ს
15:44 31-01-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული