პირველ თებერვალს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ რაუნდში, რუმინეთთან მატჩის დროს, ის 23 წლის და 110 დღის იყო, რითაც 28 დღით გაუსწრო უელსელ ჯორჯ ნორთს. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა მორაგბეებში მესამე ადგილზეა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც 50-ე კეპი 23 წლისა და 291 დღის ასაკში მოიპოვა.
"დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის.
ლობჟანიძე რუმინეთთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა, "ბორჯღალოსნებმა" კი მეტოქე დიდი სხვაობით, 41:13 დაამარცხეს:
"ანგარიშით კმაყოფილი ვარ. საკუთარი თამაშით კმაყოფილი იშვიათად ვარ, თუმცა რუმინეთთან ყველაფერი კარგად გამოვიდა და ეს სწორედ ის იშვიათი შემთხვევა იყო. რაც შეეხება გუნდს, მაყურებელს ვაჩვენეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია სანახაობრივი, ღია თამაშის ჩვენება".
ლობჟანიძის სანაკრებო დებიუტი 2015 წლის რაგბი ევროპაზე 7 თებერვალს, გერმანიასთან მატჩში შედგა. ეს შეხვედრა კარგად ახსოვს ლობჟანიძეს, სხვა გამორჩეული მატჩებიდან კი ტონგასთან მსოფლიო თასზე გამარჯვებას და „ოლ ბლექსთან" შეხვედრას ასახელებს:
"პირველი თამაში ყოველთვის გამორჩეულია, ვინც უნდა იყოს მეტოქე და რა თქმა უნდა, ყველა დეტალი კარგად მახსოვს. სასიხარულო მომენტი იყო, რადგან ყველა მორაგბის ოცნებაა ნაკრების კვართით თამაში და როცა ეს 18 წლის ასაკში გიწევს, განსაკუთრებული შეგრძნებაა. პირველი თამაშის გარდა, კარგად დამამახსოვრდა 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვება, როდესაც გავხდი ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია. ასევე გამოვყოფ ამავე წლის მსოფლიო თასზე მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან შეხვედრას. ასეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა, რომელიც შესაძლოა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ აგიხდეს, მე კი ეს გამოცდილება ადრეულ ასაკში მივიღე".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით