9 თებერვალს "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს მადრიდში, უნივერსიტეტის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს დროით 15:45 საათზე, ესპანელი "ლომების" წინააღმდეგ გამართავს.

გასულ შაბათს "ბორჯღალოსნებმა" რუმინელებს 6 ლელო დაუდო და 41:13 დაამარცხა. ამავე დღეს ესპანეთი სტუმრად რუსეთის ნაკრებს ეთამაშა, სოჭში ორის წილ 5 ლელო გაუტანა და 31:12 სძლია. შედეგად, პირველ ტურში ორივე გუნდმა აიღო ბონუს-ქულა და 5-5 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

ესპანელები ფიქრობენ, რომ შარშანდელის შემდეგ გუნდი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და წელს პირველად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ, ამისათვის კი 9-ში "ბორჯღალოსნებს" უნდა სძლიონ.

"ლომების" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა ამ მიზნის მისაღწევად შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტა და ბაზაზე 5 ლეგიონერს უხმო. ესენი არიან: "ბეზიეს" 32 წლის კვაჭი მარკო პინტო, "პოს" ფულბეკი შარლი მალი, ინგლისის ქვედალიგელი "ბლექჰართის" მეორეხაზელი ჯოშუა პიტერსი, "ბიარიცის" მესამეხაზელი ასიერ უსარაგა და "ლა როშელის" ესპუართა გუნდის უკანახაზელი მარტინ ალონსო, რომელსაც ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშია.

დადებითი ბალანსი უხერხულ მეტოქესთან

"ბორჯღალოსნებისა" და "ლომების" გზები პირველად 21-ე საუკუნის დასაწყისში გადაიკვეთა და ის თავიდანვე იქცა ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში საქართველო მაინც რჩება უპირობო დომინანტად. დღემდე გუნდები ერთმანეთს 20-ჯერ ეთამაშნენ და აქედან 16 მატჩში გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა, 3-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

"ლომებმა" სამივე თამაში მადრიდში მოიგო – 2000 წელს: პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე ასევე ესპანეთში, ტარაგონაში დაფიქსირდა – 6:6. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს ლელო ვერ დაუდო.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წელს დაამარცხა, როდესაც "მიხეილ მესხზე" 9 უპასუხო ლელო გაუტანა – 60:0. 2013 წელს "ლომებს" ასევე "მიხეილ მესხზე" 8 ლელო გავუტანეთ და 61:18 ვძლიეთ, სტუმრად კი ყველაზე დიდი სხვაობა 2009 წელს დაფიქსირდა – 8 ლელო და 55:11 მადრიდში. ესპანეთთან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2008 წელს "დინამოზე" გვქონდა, როდესაც 0:17-ის შემდეგ მეტოქეს 22:20 ვძლიეთ.

"ლომებს" მადრიდში ბოლოს 2015 წელს შევხვდით და 26:13 ვძლიეთ. 2017 წელს გასვლითი შეხვედრა ვალიადოლიდში გვქონდა და "ბორჯღალოსნებმა" 20:10 იმარჯვა, შარშან და შარშანწინ კი მას თბილისში 23:10 და 24:10 მოვუგეთ. 2012 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვს, განვლილ 20 მატჩში კი ქულათა ბალანსი 614-290-ზეა, ხოლო ლელოების - 84-31-ზე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ესპანეთზე
გადავიკითხე ესპანური პრესა (ძალიან მწირია ინფორმაცია რადგან რაგბი არააა დიდად პოპულარური ესპანეთში) და ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ და მათი თქმით ასეთი ძლერი ნაკრები რომელიც ამჯერად საქართველოს წინააღმდეგ თამაშისთვის შეკრიბეს - ჯერ არ ყოლიათ. არის გაყოფილი ხალხის აზრი ამ ნაკრებზე რადგან ძალიან ბევრი მოთამაში ესპანეთში დაბადებული არაა და არიან ე.წ. ნატურალიზირებულები. საფრანგეთში დაბადებული ბასკები, ფრანგი ესპანელები და ა. შ. ეს სხვათაშორის, როგორც ჩანს ბევრ ესპანელ ქომაგს აღიზიანებს მაგრამ მოგებებიც უხარიათ. ყველას თასის აღება უნდა წელს და რატომღაც დარწმუნებულები არიან რომ შეძლებენ. მათთვის საქართველოსთან თამაში არის გადამწყვეტი. ჩემი აზრით საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია ყველა ასპექტში და უნდა მოვიგოთ კიდეც მაგრამ: ფრთხილად! ესპანელები როგორც ყველა სხვა (განსაკუთრებით გუნდური) სახეობის სპორტში გამოირჩევიან მაღალი სპორტული IQ-ით, დისციპლინით, ტექნიკით, დისციპლინით.. უნდა დავივიწყოთ წარსული თამაშები რადგან ეს ესპანეთის ნაკრები სხვა გუნდია და არ შემოგვთავაზონ რაიმე სურპრიზი. შარშან სუსტი ნაკრები ჩამოიყვანეს თბილისში. სამაგიეროდ ისინი გვიცნობენ და დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, რომ შესწავლილო ვეყოლებით თავიდან ბოლომდე. ეს ესპანეთის გუნდი რუმინეთზე ძლიერია. უნდა ვეთამაშოთ ძალიან კონცენტრირებულად თითქოს საფრანგეთს ვეთამაშებოდეთ და რეიტინგებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუ ყველაფერს ამას გავითვალისწინებთ, და ასეც იქნება - დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ. ლელო, ლელო საქართველო!!!
ზაალ
გოგა.რამენაირ დასკვნას შევეცდები გავაკეთო, მაგრამ ამისათვის ჯერ შენ თვითონ უნდა გაგეკეთებინა დასკვა. ანუ რის თქმა გინდა ამით? ეს ერთი. მეორე. კანადა, ტონგა, სამოა და ა.შ. ქვეყნები არ არიან.
გოგა
6 ერთი. ახალი ზელანდია. ავსტრალია.არგენტინა.სამხრეთ აფრიკა. ესენი თამაშობენ რაგბს! იაპონია საკმაოდ გაძლიერდა . ფიჯიც წავა რა! აი საქართველო რუმინეთი და ურუგვაი და აშშ ცდილობენ რაღაც ითამაშონ. და სხვა რუსეთი ესპანეთი ბელგია პორტუგალია სამოყვარულო დონეა. და ამათ მეტი სხვა ქვეყანა არ თამაშობს რაგბს ფიზიკურად! დასკვნები თქვენთვის მომინდია!
irakli81
ესპანეთი თავისი ახალი ლეგიონერებით მაქსიმუმ ურუგვაის დონის გუნდი იყოს, ამიტომ თუ სერიოზულად მივუდგებით თამაშს და შეცდომებს არ დავუშვებთ ისევე იოლად მოვუგებთ როგორც ურუგვაის, ხოლო თუ მეტოქისადმი დამოკიდებულება არ იქნება სათანადო ასეთ შემთხვევაში ფიჯიც კი დამარცხდა ურუგვაისთან.

სხვაობა დიდი შეიძლება არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანენ და ესპანეთს ტრადიციულად დაამარცხებენ . ესპანელები როგორც წესი, მსაჯზე ითამაშებენ, შერკინებაში ადრე მიაწვებიან და ბურთს შეანელებენ. რაქზეც კარგად აქვთ ნამუშევარი და ხელით სწრაფად გაათამაშებენ. შარშანაც ამ ხერხით გვეთამაშნენ და საკმაოდ გაგვიჭირდა მოგება.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის