"ბორჯღალოსანი" ბექა გორგაძე იმედოვნებს, რომ ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში უკეთესი ხარისხის რაგბს ითამაშებს, ვიდრე ერთი კვირის წინ რუმინეთთან და მადრიდიდან ქართველ ქომაგს გაახარებს.

პირველ თებერვალს ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა "მუხებს" 6 ლელო გაუტანა და ბონუსით, 41:13 სძლია. გორგაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა და ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა:

"წლის პირველ შეხვედრაში ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ ახლა, მსოფლიო თასის შემდეგ, ყველანი განსაკუთრებულად ვიყავით მობილიზებული. გვსურდა გულშემატკივრებისთვის სწრაფი, ხელდახელ რაგბი გვეჩვენებინა და მათთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. იყო ეპიზოდები, როდესაც 15-17 ფაზას ვაბამდით. მეტოქე ამისთვის მზად იყო და დიდი ხნის განმავლობაში გაგვიძლო, თუმცა საბოლოოდ, ჩვენი თამაშის ხარისხი ლამაზ ლელოებში და შედეგში აისახა".

მეორე თამაშს საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება. ტრავმებისა და ოჯახური მიზეზების გამო, მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე მოთამაშე დააკლდება. მიუხედავად ამისა, შერკინების შემკვრელი, რომელსაც დღეს 24 წელი შეუსრულდა, ფიქრობს, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული:

"პირველი თამაშის შემდეგ რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, მაგრამ ეს პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენ ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და შემცვლელები არანაკლებ კარგი შემსრულებლები არიან".

9 თებერვალს ჩვენი გუნდი მადრიდში, საქართველოს დროით 15:45 საათზე ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში რუსეთს სოჭში ბონუსით, 31:12 სძლია. იუბილარი მორაგბე მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას ელოდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქის დაცვაში სივრცეებს მაინც იპოვის:

"ესპანეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და სპეციალურად ჩვენთან სათამაშოდ, ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის გუნდების მორაგბეებით საგანგებოდ გაძლიერდა. ისინი შეეცდებიან მეტი პრობლემები შეგვიქმნან, განსაკუთრებით რაქებში შეგვაწუხებენ, რომ ბურთი სწრაფად არ გავიტანოთ. ეცდებიან უფრო სწრაფად ჩახურონ ხაზი, მაგრამ სუსტი წერტილები მათაც აქვთ და უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვითამაშებთ ჩვენ. თუ დავალებებს კარგად შევასრულებთ, ფრთებზე აუცილებლად გაჩნდება სივრცეები და ისინი უნდა გამოვიყენოთ. მადრიდში ყველაფერი კარგადაა, მზიანი ამინდია და შესანიშნავ გარემოში მოგვიწევს თამაში. ვეცდებით ჩვენი ქომაგი ლაღი თამაშით გავახაროთ, რისთვისაც რაგბი უყვართ და დარწმუნებული ვარ, ახლა უკეთ შეთამაშებულები ვიქნებით, ვიდრე რუმინეთთან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ზაზა
სირცხვილია, 2 სიტყვა მაინც დაწერეთ... ალოოო
SL
კაი რა, ამ ჟურნალისტუკებს რას სთხოვ? ესენი იცი რაში არიან მაგრები? სათაურებში. მაგალითად აქ, სათაურში ციტატად წერია "უკედ ვართ შეთამაშებული", რესპოდენტი კი ამბობს " უკედ ვიქნებით შეთამაშებული". - მელოჩნიკური ვაი პროფესიონალიზმი.
რუსეთმა ბელგიასთან გაასხა
რუმინეთმა კი პორტუგალიასთან რუსეთის განადგურებაზე დიდად ვისიამოვნე.... https://www.rugbyeurope.eu/2019-20-reic-men-xv-m5-belgium-vs-russia
123
ჟურნალისტებო უბრალოდ სირცხვილია, როცა ერს რომელსაც პრეტენზია აქვს რომ "რაგბი ჩვენი თამაშია" არაფერ ინფორმაციას რომ არ დებთ რაგბი ევროპას და 6 ერის გათამაშებებზე. ცოტა მეტი ინფორმაცია რგბის შესახებ!

მთავარია აუტში ვითამაშოთ უშეცდომოდ და როგორც ვიცით ხოლმე, ისე არ დავჯარიმდეთ. ესპანეთმა კარგად იცის როგორ გვებრძოლოს და რაქში ბურთი შეაყოვნოს. თავიდან ჩვეულებისამებრ მძიმედ არ უნდა დავიწყოთ და ყველაფერი რიგზე იქნება.
სოსო
რუსეთს ამ თამაშში 5 მორკინალი აკლდათ და ვერ გაუძლეს დაწოლას,ჩვენ კი რუმინეთთან,სწორედ სრულფასოვანი რეზერვის წყალობით გავიმარჯვეთ ასე დიდი ანგარიშით.რუმინელებს,შემადგენლობის სიღრმე არ ეყოთ.ხვალ ესპანეთი უფრო გაძლიერებული იქნება,მაგრამ ჩვენც უფრო შეთამაშებულები ვიქნებით.ესპანეთი ყოველთვის სწრაფ,ხელით თამაშს აპირებდა უპირატესობას და ჩვენი მწვრთნელების გადასაწყვეტია,ჩვენც სწრაფ,ხელდახელ რაგბის ვითამაშებთ, თუ მამაპაპურად შერკინების უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით.სანახაობისათვის,ვფიქრობ სწრაფი რაგბის თამაში გვირჩევნია და ისიც გამოჩნდება,გვეყოფა თუ არა უნარები ასეთ თამაშებში,მაგრამ მოგებაც რომ აუცილებლად გვინდა?
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს