საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის გუნდი დაამარცხა - 23:10

ქათველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა - 5:0.


ესპანელებმა  5 წუთში ლელოთივე გვიპასუხეს, ანგარიში ფერერმა გაათანაბრა - 5:5.

მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები თედო აბჟანდაძემ დააწინაურა- 8:5.

22-ე წუთზე თავის სადებიუტო შეხვედრაში აკა ტაბუცაძემ სადებიუტო ლელო დადო, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 15:5.


27-წ წუთზე თედო
აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დუბლი შალვა მამუკაშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:5.


მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული. ესპანელებმა 1 ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში რაგბის ევრიპის ჩემპიონატს.


მკითხველის კომენტარები / 40 /
რაგბის პროფესორებო.ეაპანეთთან მატჩის ბოლო წუთზე მათ მიერ დადებულ ლელოებზე (არაერთხელ,როგორც ამ თამაშში ასევე თბილისშიც) რას იტყვით?ზუსტად ეს არის იმის მანიშნებელი,რომ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს!
....
19:57 10-02-2020
4
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რაგბში ბოლო 20 წუთს ვინც იგებს, ის იგებს თამაშს, ასეთი მეორე ტაიმი არ მომეწონა, მეგონა ბოლოს მოვუღებდით და გადავთელავდით ესპანეთს, როგორც რუმინეთი გადავთელეთ?! გამარჯვებას გილოცავთ ყველას, მაგრამ?....
ბმბ
14:23 10-02-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული