"ბორჯღალოსნებმა" ბელგია 78:6 გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, "აია არენაზე" "ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრებს 78:6 სძლია.

ბრწყინვალედ ითამაშა ჩვენი ნაკრების ახალწვეულმა აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც ოთხი ლელო გაიტანა.

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი), 14. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი),
5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი); 19. დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გიორგი ბეგაძე (ჯიქი), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი).

12 ლელო: ტაბუცაძე (4), კარკაძე, მათიაშვილი, ძნელაძე (2), საჯარიმო, ბეგაძე, გორგაძე, თხილაიშვილი

8 გარდასახვა: აბჟანდაძე

შეგახსენებთ, პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხა ბონუსით – 41:13, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთს მოუგო – 23:10.

რაგბი ევროპის შემდეგი საშინაო მატჩი 14 მარტს, 18:00 საათზე თბილისის მესხის სტადიონზე გაიმართება, რომელშიც "ბორჯღალოსნები" რუსეთს ერკინებიან.

მკითხველის კომენტარები / 18 /
შალიკო გამოიღეეეეეეეეეეეეეე
ნათელაშვილს
22 თებერვალი 2020 19:16
2
საშინლად დამონტაჟებული ვიდეო არის
მამუკა
22 თებერვალი 2020 19:03
0
კაი თამაში გამოვიდა გილოცავთ
gigi
22 თებერვალი 2020 18:24
0
ქუთეისია სიმონ
ირაკლი ქუთაისელი
22 თებერვალი 2020 18:19
1
ბელგია კი სუსტია მაგრამ მაინც სასიხარულოა ამხელა ანგარიშით მოგება. იქნება ხელდახელ თამაში დავიწყოთ, სისწრაფეებზე აგებული. საყურებლადაც რა მაგარია
გიორგი გორგაძე
22 თებერვალი 2020 18:16
0
გაგიჭირდებოდათ.
იბერიელი68
22 თებერვალი 2020 17:56
1

სიახლეები პოპულარული