ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის 30 "ბორჯღალოსანს" უხმო.

თამაში 7 მარტს პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ერთი კვირის წინ ბელგიასთან ქუთაისში მოგებული მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. პირველად ოფიციალურად გაფართოებულ რაზმშია 20-წლამდელთა ნაკრებისა და ქუთაისის "აიას" შუამარბი ლაშა ლომიძე (იხ. მთავარი ფოტო), რომელიც ამჟამად საფრანგეთში "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ერთად იმყოფება და განვითარებად საფრანგეთთან პირველ მარტს გასამართი, ორმატჩიანი სერიის მეორე საკონტროლო თამაშისთვის ემზადება. თუ ლომიძე პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს, მას ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება.

"უმცროსი ბორჯღალოსნებიდან" გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ ორი მორაგბეა – კვაჭი ვანო კარკაძე და შუამარბი დემე თაფლაძე. თაფლაძე ჩვენი 20-წლამდელების კაპიტანია და "ბორჯღალოსნებში" დებიუტი 1 კვირის წინ, ბელგიასთან ჰქონდა, რის შემდეგაც საფრანგეთში ილია მაისურაძის შეგირდებს შეუერთდა. გაფართოებულ შემადგენლობაშია თორნიკე ჯალაღონია, რომელიც ეროვნულ გუნდთან ერთად ბელგიასთან სათამაშოდ ემზადებოდა, თუმცა 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა და მისი დებიუტი გადაიდო.

"ეს არის შემადგენლობა, რომელიც უშუალოდ პორტუგალიასთან მატჩისთვის მოემზადება. ლაშა ლომიძე დიდი ხანია ჩვენი თვალთახედვის არეშია. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკრების შეკრებამდე 20-წლამდელებს ფრანგული ტურნე უკვე დასრულებული ექნებათ, ის ჩვენთან ერთად იქნება გაფართოებულ შემადგენლობაში და მოხვდება თუ არა 23-კაციან განაცხადში, მერე გადაწყდება", - ამბობს მაისაშვილი.

წინა მატჩისგან განსხვავებით, გაფართოებულ რაზმში კიდევ რამდენიმე ცვლილებაა. გუნდს უბრუნდებიან გამოცდილი ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა, ასევე 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე. საკუთარ გადაწყვეტილებას მწვრთნელი ასე ხსნის:

"აქ ახალგაზრდების მიმართ ნდობაზე საუბარი არაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გუნდი დიდხანს გვყავდეს ერთად. თუ წინა ტურში გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ნაკრების გამოცდილი მორაგბეები კლუბებისთვის დაგვეთმო და ახალგაზრდებისთვის მეტი შანსი მიგვეცა, ახლა ვთვლით, რომ საჭიროა ამ ბიჭების დამატება. მოკლევადიანი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხარისხიანი თამაშით მოგებაა, თუმცა გვაქვს გრძელვადიანი მიზნებიც. 10 დღით ადრე მოთამაშეებს ვერც ზაფხულის და ნოემბრის ტესტებისთვის ვიძახებთ, ამიტომ, გვსურს რომ მანამდე გუნდი იყოს შეთამაშებული და დავხვეწოთ ჩვენი სქემები".

საქართველოდან "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში ორ ნაწილად, კვირას მიემგზავრებიან, სადაც მათ ლეგიონერები შეუერთდებიან:

"მოთამაშეთა ნაწილი საფრანგეთში კვირას დილით, ხოლო მეორე ნაწილი ღამით მიემგზავრება. მორაგბეები ნაკრების გარდა კლუბებს ეკუთვნიან და მათ ნაწილს თამაშები აქვთ ჩასატარებელი. ისინი ორშაბათის დილის ვარჯიშზე არ გვეყოლებიან, თუმცა სჯობს კლუბების შემადგენლობაში ითამაშონ და ორშაბათს საღამოს, ვიდეო-ანალიზებზე უკვე ჩვენთან იქნებიან", - გვიყვება მაისაშვილი.

გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

გაფართოებული შემადგენლობა კეპებისა და კლუბების მითითებით

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი

ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა

რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა

[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა

გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა

[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება

"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?

[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"

[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა

[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...

[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო

"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...

[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა

[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე

თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ

ავტომობილთან შეჯახებისას, სადაც ლუის ენრიკეს ქალიშვილიც იმყოფებოდა, მოტოციკლისტი დაიღუპა

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი

დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში