დღეს დილით "ბორჯღალოსნებმა", რომლებიც 7 მარტს პარიზში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, "სტად ჟან ბუენზე" ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართა.

23-კაციან განაცხადთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს:

"გვყავს გაფართოებული შემადგენლობა, სადაც არიან როგორც გამოცდილი, ასევე შედარებით გამოუცდელი მორაგბეები. გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომელთაც როგორც ეროვნულში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებებში, საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდათ. ჩვენ გუნდს არ ვყოფთ ასაკის, ან გამოცდილების მიხედვით და ვცდილობთ ყველა თამაშის წინ დავაბალანსოთ შემადგენლობა, მივცეთ მორაგბეებს სათამაშო დრო. სასტარტო შემადგენლობაში და სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდა მოთამაშეებიც გვყავს და გვსურს ისინი სხვადასხვა პოზიციიდან დავინახოთ. მაგალითად, ვიცით რა შეუძლია თაფლაძეს ცენტრში და გვსურს ის ფრთაზეც გამოვცადოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხაზის მოთამაშეები რამდენიმე პოზიციას ფარავდნენ. პროცესი ეხება არა მხოლოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატს და გვსურს ვიცოდეთ რა დროს რისი გაკეთების საშუალება გვექნება".

პორტუგალიის წინააღმდეგ "ბორჯღალოსნების" რიგებში ორ მოთამაშეს დებიუტი ექნება – მესამეხაზელ თორნიკე ჯალაღონიას და ხაზის მოთამაშე, 20-წლამდელთა ნაკრების წევრ ლაშა ლომიძეს:

"ორივე ძალიან კარგი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მორაგბეა. მათ გამოვლილი აქვთ ასაკობრივი ნაკრებები და კარგად ესმით რაგბი. ჯალაღონიას მესამე ხაზში ნებისმიერი პოზიციის დაფარვა შეუძლია. ლომიძის ძირითადი პოზიცია ცენტრია, თუმცა შეუძლია 10 და 15 ნომრებზე თამაში. ლაშას, ისევე როგორც დემე თაფლაძეს, წინ აქვთ 20-წლამდელთა ჩემპიონატი და მნიშვნელოვანია მიიღონ კაცთა გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება, რაც მათ შემდგომში აუცილებლად წაადგებათ. მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან მოკლე ვადაში კარგად აუღეს ალღო სათამაშო სისტემებს".

"ბორჯღალოსნები" პორტუგალიასთან მატჩის წინ ორშაბათს, საფრანგეთში შეიკრიბნენ და ‘რასინგ 92’-ის ბაზაზე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე ემზადებოდნენ. მაისაშვილი მზადების პროცესით კმაყოფილია:

"ეს პერიოდი მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ. გვქონდა ორი ძირითადი ვარჯიში სამშაბათსა და ხუთშაბათს, ოთხშაბათს კი ბიჭები დავასვენეთ. დღეს კაპიტნის ვარჯიში გვქონდა და ვნახეთ, რომ "სტად ჟან ბუენის" მოედნის საფარი უფრო მყარია, ვიდრე "რასინგის" ბაზის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. კარგად ვართ მომზადებული და იმედს ვიტოვებ, რომ რაც დაგეგმილი გვაქვს, იმას კარგად შევასრულებთ“.

შეხვედრა საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" ნაადრევად გახდება 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. IV ტური. 7 მარტი

პარიზი (საფრანგეთი). სტად ჟან ბუენი. 19 საათი (საქ. დრო)

პორტუგალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი)

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.)

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

RUGBY EUROPE TV
zura
საიტის ადმინისტრაცია გაგვანდობს პირდაპირი ტრანსლიაციის საიდუმლოებას?
zura
თამაშს სად გადმოსცემენ?
1
ამბობენ მოედანს სტადიონთან ერთად დეზინფექცია ჩაუტარესო, მსაჯებს ანალიზები ჩაუბარებიათ, ხოლო თამაში აუცილებლად პირბადეებით უნდა იყოსო...

ძაან მცოდმე და ჭკვიანი სჩანს ეს კაცი,6 ერში არ გვიშვებენ და რად გვინდა სხვა ვინმეს ძებნა...
ნიკ
გათამაშების დაწყებამდე შეთანხმენ ჩვენები და პორტუგალიელები, ისე განრიგით პორტუგალიაში უნდა ეთამაშათ
გამგე
რავი აბა! ე მანდ კორონა ვირუსი არ შეეყაროთ!
x
რატომ პარიზში!
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
რონალდომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა - პორტუგალიელის საქციელი ფედერაციამ განმარტა
ივან რაკიტიჩმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
19-წლამდე ნაკრები 2 და 5 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდება
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
მეოთხედ იტალიის ნაკრების ისტორიაში - ძმები ესპოზიტოები "სკუადრა აძურას" ისტორიაში შევიდნენ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
რომელ რუს ფეხბურთელს წაიყვანდა პსჟ-ში - საფონოვმა ამ შეკითხვას უპასუხა
დე ლა ფუენტემ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
პირველად 2008 წლის შემდეგ - როგორ დაურღვია პორტუგალიელთა ახალმა მწვრთნელმა რონალდოს შეთანხმება
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით