7 მარტს, პარიზის "ჟან ბუანზეს" სტადიონზე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 17:14 მოუგო.
მივყვეთ თანმიმდევრობით: მატჩი საქართველოს ნაკრების იერიშით დაიწყო და შალვა მამუკაშვილის ლელოთი და სოსო მათიაშვილის გარდასახვით დასრულდა. თუმცა, მეტოქემ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მე-10 წუთზე ბექა გორგაძემ ჩვენი გუნდი ლელოთი ისევ წინ გაიყვანა, მათიაშვილმა კი გარდასახვა ვერ გამოიყენა. 24-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ბურთი დაკარგა, სწრაფი კოტრიერიში პორტუგალიამ ლელოთი და გარდასახვით დაასრულა და 14:12 დაწინაურდა. 30-ე წუთზე მათ ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ
ანტუნეშმა 45 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა გააცუდა.
35-ე წუთზე დათო კაჭარავამ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა. ბოლოს დამიწებისას ბექა საღინაძეს ბურთი დაუვარდა და პირველი ტაიმიც დასრულდა.