7 მარტს, პარიზის "ჟან ბუანზეს" სტადიონზე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიგაში დაბრუნებულ პორტუგალიას 39:24 სძლია.

მივყვეთ თანმიმდევრობით: მატჩი საქართველოს ნაკრების იერიშით დაიწყო და შალვა მამუკაშვილის ლელოთი და სოსო მათიაშვილის გარდასახვით დასრულდა. თუმცა, მეტოქემ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მე-10 წუთზე ბექა გორგაძემ ჩვენი გუნდი ლელოთი ისევ წინ გაიყვანა, მათიაშვილმა კი გარდასახვა ვერ გამოიყენა. 24-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ბურთი დაკარგა, სწრაფი კოტრიერიში პორტუგალიამ ლელოთი და გარდასახვით დაასრულა და 14:12 დაწინაურდა. 30-ე წუთზე მათ ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ანტუნეშმა 45 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა გააცუდა.

35-ე წუთზე დათო კაჭარავამ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა. ბოლოს დამიწებისას ბექა საღინაძეს ბურთი დაუვარდა და პირველი ტაიმი დასრულდა - 17:14.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების მორიგი შეცდომით დაიწყო და მოწინააღმდეგე გატანილი ლელოთი და ზუსტად შესრულებული გარდასახვით ისევ წინ გაიჭრა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ვერ გამოიყენეს.

58-ე წუთზე საღინაძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ რთული პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა და 22:21. მერე პორტუგალია ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა. ამას "ბორჯრალოსნების" იერიში და საჯარიმო ლელო მოჰყვა. ცოტა ხანში დემე თაფლაძემ ლელო გაიტანა, აფრასიძემ კი გარდასახვა ვერ გამოიყენა.

შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მათიაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა - 39:24.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ვადამდე მოიგო და 14 მარტს რუსეთს უმასპინძლებს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი)

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.)

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია)

7 ლელო: მამუკაშვილი, გორგაძე, კაჭარავა, საღინაძე, საჯარიმო, თაფლაძე, მათიაშვილი

1 გარდასახვა: მათიაშვილი

სხვა შეხვედრები

რუსეთი - რუმინეთი 32:25

ბელგია - ესპანეთი 23:30

სატურნირო მდგომარეობა

ალო
აბა დაიკრიფეთ გულზე ხელი და იყავით სხვისი წყალობის შემყურე, არაფერი მოითხოვო, არ ეცადო და გაიხარეთ რუსეთთან თამაშით
იდალგო
და კომენტარებიც იგივე დონის არის - "კი მარა", "გვაგ" "სად ვითამაშებთ სად არა" და ა. შ. როგორც დიდი ილიას დროს, ახლაც არ გვაწყენდა წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ან მსგავსი საზოგადოებრივი აქტივობა.
იდალგო
კაცმა თქვა - "სხვა ფორმატი უნდა შეიქმნას ბიჭების განვითარებისთვისო". რომ უნდა ვეძებოთ სხვა შესაძლებლობებიც - გავიგეთ, რომ 6 ერში არ გვეპატიჟებიან, მაგრამ რუსეთზე და პორტუგალიაზე ძლიერები არ არსებობენ? სამხრეთ აფრიკას დავესიზმრეთ თუ მოხერხდა ხომ კონტაქტი? მთქმელს გამგები უნდა და და არა დისლაიქის წკაპუნი
123 321
ჯერ გამათული ქაღთული ისწავლეთ და მერე წერეთ სტატიები. როცა ჟურნალისტი ვერ მეტყველებს ათმაგად გამაღიზიანებელია. ბორჯღალოსნებმა პორტუგალია კიარ დაამარცხა, არამედ დაამარცხეს. როგორი ჟღერადობა ექნებოდა რომ დაგეწერთ: საქართველომ პორტუგალია დაამარცხეს?
იდალგოს
კი მარა ჩვენი გადასაწყვეტია სად ვითამაშებთ სად არა? გვაგ შანსი სადმე უკეთეს ჯგუფში ვითამაშოტ და ჩვენები უარს ამბობენ? რეებს იყვიტ რა.დდდ
FAN
უკვე ყველასთვის ცხადია, რომ მაისაშვილის კომპეტენცია არ შეესაბამება საქართველოს ნაკრების დღევანდელ რანგს. სასწრაფოდაა მოსაწვევი მაღალკვალიფიციური მწვრთნელი. მაგრამ მთლიანად ქართულ რაგბიში ახლა ისეთი "ბარდაკია", რომ ამის პერსპექტივაც არ ჩანს ახლო მომავალში.
gogia
ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს რაგბი ევროპის ჩემპიონობას,ეს თამაში კლასის ხარჯზე მოვიგეთ, შეცდოიმები მრავლად იყო..თუ რანგით მაღალ ტურნირში არ ვიასპარეზეთ ძლიერ მეტოქეებთან ვერ გავიზრდებით
samtredski
მე მაინც მგონია რომ ესფორმატი რაგბი ევროპა ამუხრუჭებს ჩვენს განვითარებას რაც შეეხება პორტუგალიის გაქაჩვას არაა გასაკვირი გუშინდელი თამაში მაგათთვის იყოს დაახლოებით ისე ჩვენ რომ ზელანდიას ვეთამაშოთ გვაფხაკურონ და ბოლოს ისე უბრალოდ მოგვიგონ მაგ თამაშის გარჩევა არაფრის მომცემია ახალი ფორმატზე ვარჩიოთ საქმეები.
ლონდონიდან
დაბეჭდეთ ,თქვე კაიდედმამისშვილებო, პარიზში რომ მოვხვდეთ 2023 წელს, როდის უნდა მოვიგოთ 21-22 წლებში ?თუ უკვემოვიგეთ 19-20 წ. ეხლა მოგებით ამ დონის ევროპისა. მილტონ ჰეიგისგან რომ ისწავლა და ამბობს "წნეხში" მოვექეცითო, მისნაირადვე რატომ ამ წნეხიდან სწრაფად გამოსვლა , რატომ ვერ ისწავლა? შეცვლებს ოც ოცი წუთით რომ აგვიანებს. ნუ აყოვნებთ ახალზელანდიელი ჰეგის დარი მწვრთნელის მოწვევას მათი სტილის ქართულთან შეზავებით ცვლა რ გვაწყობს რეგრესს დაგმართავს.მათიაშვილსაც ბოლო ლელოზე გაუმართლა მის მიერ ფეხით დარტყმულზე და ცოტა მიკერძოებული მსაჯიც რომ ყოფილიყო ? ასიან ტექნიკურ ლელოსაც გაგვიჯანჯლებდა, ნამიბიასთან ინგლისში კინაღამ რომ წაგვაგებინა მსაჯმა , და გამოგვივიდოთა უუფს! ამ თამაშშიც და მაშინაც.დასკვნები ყველამ გავაკეთოთ! გილოცავთ ევროზე გამარჯვებას!!!
გუსანი
ვულოცავ ბიჭებს, მეტი და ლაღი თამაშის ხილვა გვინდა , მაგრამ ეტყობა ამისთვის ჯერ არ ვართ მზად, პორტუგალიამ უფრო ლაღად ითამაშა, არ ეყო კლასი და ფიზიკა. რაღაც მგინია ვერ ვიზრდებით, 20 იანებს მიხედეთ, 12 ში ადგილი რომ შევინარჩუნოთ,-...?! არც მინდა ვიფიქრო
იდალგო
ვიც არ ეთანხმებით თქვით მაინც რატომ უნდა გავაგრძელოთ ტამაში ამ ჯგუფში? თქვით გვმატებს რამეს?
სოსო
შეტევაში,აშკარად ვაჯობეთ,მაგრამ პორტუგალიამ,ფაქტობრივად შეტევის გარეშე,კინაღამ მოგვიგო.კარში და საერთოდ დარტყმები,უკვე დიდ პრობლემად გადაგვექცა.ვულოცავ ბიჭებს ვადამდელ გამარჯვებას,მაგრამ ამ გათამაშებაში,არც ერთი ლელო არ გაგვიშვია,დიდი ბრძოლის შემდეგ.ყველა ძალიან მარტივად გავუშვით.უკვე ისე გამოდის,რომ თუ შეტევაში ვთამაშობთ კარგად,დაცვა გვრჩება პირდაღებული.თუ დაცვაში ვართ კარგები,მაშინ შეტევა არა გვყავს საერთოდ.არ გამოგვდის ბალანსის დაცვა.
Daviti
მთავარია იგივე არ დაგვემართოს რაც თითქმის ყველგან და ყველაფერში, განვითარება არ შევაჩეროთ!!! რაც შეიძლება ბევრი პროფესიონალი, მე რაც შემეხება ნებისმიერ შემთხვევაში მთელი არსებით ვუგულშემატკივრებ ყველა ჩვენს ნაკრებს!!!
Giguha
იაპონია,ფიჯი,ტონგა,სამოა.საქართველო,იტალია.ასეთი უნდა იყოს.იტალიას 6 ში რა უნდა.?ეგრე სომხებიც შემოუშვან,აზრი?
kuxe
კაით რა ხალხო პორტუგალია რუმინეთი და ესპანეთი ჩვენს ნაკრებს ჩამორჩებიან ძალიან ბევრით რუსეთი და ბელგია სათქმელიც არაა რაღაც სხვა ფორმატი უნდა შეიქმნას ბიჭების განვითარებისთვის ეს უკვე ერთ წრეზე სიარულია.
kuxe
კაით რა ხალხო პორტუგალია რუმინეთი და ესპანეთი ჩვენს ნაკრებს ჩამორჩებიან ძალიან ბევრით რუსეთი და ბელგია სათქმელიც არაა რაღაც სხვა ფორმატი უნდა შეიქმნას ბიჭების განვითარებისთვის ეს უკვე ერთ წრეზე სიარულია.
თერჯოლელი
ულოცავ ბიჭებს,თუმცა ხარვეზები ძალიან ბევრია,მომავალში მდგომარეობა საგრძნობლად გამოსასწორებელია.

ანგარიშში სხვაობა კიდევ არ ასახავს დაშვებულ შეცდომებს. ისკი არა, გვიგებდნენ კიდეც რამდენჯერმე . მწვრთნელმა გამოცდილი უკანა ხაზი დააყენა, რომელსაც ბლომად შეცდომა მოუვიდა დაცვაში. ასეთ ახალბედა პორტუგალიას ბოლოში რომ გატეხავს ჩვენი დონის გუნდი, მართლა დასაფიქრებელია. ბოლოს ფიზიკურად გატყდნენ, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე საკმაოდ მცირე სხვაობა იყო.
მი-6
ფსიქოლოგიურად რატომ არ მოამზადეს ბიჭები? დიდი ათიდან უნდა ეთამაშებინა მაისაშვილს ახალგაზრდა რაგბისტები სრული დატვირთვით.ნუთუ არ გვესმოდა რომ პაღი -ში თამაში ეროვნულ ნაკრებში მათტვის უდიდესი შანსი იყო სათანადო ანაზღაურებით ტოპ 14 ის გუნდებში თამაშისა - ერელ ნანახს ასჯერ გაგონილი რომ არ სჯობს რატომ დაგვავიწყდა ? შეცვლებიც დაგ იანებული იყო ვიმეორებ კიდევ და კიდევ ჰეიგზე არანაკლები ახალზელანდიელი მწვრთნელი გვესაჭიროება ჯერ ჯერობით მისი ნაყოფი იძლევა შედეგს და ფრანგი ლეგიონერების ტოპ14ში თამაშის გამოცდილებამაგრამ როდემდე ? თუ ეს გზა და ეროვნული ლივის გაძლიერება არ განვაგრძეთ.ნუ ვეხებით ღობე ყორეს ეხლა სამხრეთაფრიკული რაგბიო? პორტუგალიასთან ბერი ერთ ადგილზ ტკეპნა გამოჩნდა ეს გუნდი უნდა დაგვეღეჭა.გილოცავთ! მომავალ მსოფლიოზე გასვლას ქართველებს, სისწრაფეების და ხელ და ხელ ზუსტად თამაშის ზრდას ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ჯახისას და ჟინი და ძალისმიერი თავდადება რომ თუ არ ვზარმაცობთ და არ ვგულგრილობთ ყოველთვის ბლომად, ზედმეტადაც კი სხვაზე, გვქონდა და გვ... ჰკა მაგათ! ყველას, ვინც ჩვენს დაჯაბვნას აპირებს , სპორტშიც და....ჯიშისა და გენისა ქარყველთა...
kako
ყოჩაღ პორტუგალიას!
giorgi 3
კარგია ესეთი თამაშებიც, (და არა მარტო ბელგიასთან და რუმინეთთან გასეირნება) ბევრი ხარვეზი დავინახეთ, რომელსაც მომავალში იმედია გაითვალისწინებენ
Nukri
Kargia mogeba, magram chven ufro tavisuflad mogeba gvmartebda,bevri iyo shecdomebi, tu gvinda did donis gundebtan tanabrad tamashi, uketesobaa sachiro
გიორგი
მორიგი ჩაგდებული თამაში. ბევრი ქულა გაუშვეს.
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა