"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალია დაამარცხა და ვადამდე გახდა ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მარტს, პარიზის "ჟან ბუანზეს" სტადიონზე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიგაში დაბრუნებულ პორტუგალიას 39:24 სძლია.

მივყვეთ თანმიმდევრობით: მატჩი საქართველოს ნაკრების იერიშით დაიწყო და შალვა მამუკაშვილის ლელოთი და სოსო მათიაშვილის გარდასახვით დასრულდა. თუმცა, მეტოქემ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მე-10 წუთზე ბექა გორგაძემ ჩვენი გუნდი ლელოთი ისევ წინ გაიყვანა, მათიაშვილმა კი გარდასახვა ვერ გამოიყენა. 24-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ბურთი დაკარგა, სწრაფი კოტრიერიში პორტუგალიამ ლელოთი და გარდასახვით დაასრულა და 14:12 დაწინაურდა. 30-ე წუთზე მათ ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ
ანტუნეშმა 45 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა გააცუდა.

35-ე წუთზე დათო კაჭარავამ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა. ბოლოს დამიწებისას ბექა საღინაძეს ბურთი დაუვარდა და პირველი ტაიმი დასრულდა - 17:14.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების მორიგი შეცდომით დაიწყო და მოწინააღმდეგე გატანილი ლელოთი და ზუსტად შესრულებული გარდასახვით ისევ წინ გაიჭრა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ვერ გამოიყენეს.

58-ე წუთზე საღინაძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ რთული პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა და 22:21. მერე პორტუგალია ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა. ამას "ბორჯრალოსნების" იერიში და საჯარიმო ლელო მოჰყვა. ცოტა ხანში დემე თაფლაძემ ლელო გაიტანა, აფრასიძემ კი გარდასახვა ვერ გამოიყენა.

შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მათიაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა - 39:24.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ვადამდე მოიგო და 14 მარტს რუსეთს უმასპინძლებს.


საქართველო


ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი)

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.)

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია)

7 ლელო: მამუკაშვილი, გორგაძე, კაჭარავა, საღინაძე, საჯარიმო, თაფლაძე, მათიაშვილი

1 გარდასახვა: მათიაშვილი


სხვა შეხვედრები

რუსეთი - რუმინეთი 32:25
ბელგია - ესპანეთი 23:30

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჯერ გამათული ქაღთული ისწავლეთ და მერე წერეთ სტატიები. როცა ჟურნალისტი ვერ მეტყველებს ათმაგად გამაღიზიანებელია. ბორჯღალოსნებმა პორტუგალია კიარ დაამარცხა, არამედ დაამარცხეს. როგორი ჟღერადობა ექნებოდა რომ დაგეწერთ: საქართველომ პორტუგალია დაამარცხეს?
123 321
08 მარტი 2020 16:55
0
და კომენტარებიც იგივე დონის არის - "კი მარა", "გვაგ" "სად ვითამაშებთ სად არა" და ა. შ. როგორც დიდი ილიას დროს, ახლაც არ გვაწყენდა წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ან მსგავსი საზოგადოებრივი აქტივობა.
იდალგო
08 მარტი 2020 19:37
1
კი მარა ჩვენი გადასაწყვეტია სად ვითამაშებთ სად არა? გვაგ შანსი სადმე უკეთეს ჯგუფში ვითამაშოტ და ჩვენები უარს ამბობენ? რეებს იყვიტ რა.დდდ
იდალგოს
08 მარტი 2020 12:08
5
აბა დაიკრიფეთ გულზე ხელი და იყავით სხვისი წყალობის შემყურე, არაფერი მოითხოვო, არ ეცადო და გაიხარეთ რუსეთთან თამაშით
ალო
09 მარტი 2020 17:22
0
კაცმა თქვა - "სხვა ფორმატი უნდა შეიქმნას ბიჭების განვითარებისთვისო". რომ უნდა ვეძებოთ სხვა შესაძლებლობებიც - გავიგეთ, რომ 6 ერში არ გვეპატიჟებიან, მაგრამ რუსეთზე და პორტუგალიაზე ძლიერები არ არსებობენ? სამხრეთ აფრიკას დავესიზმრეთ თუ მოხერხდა ხომ კონტაქტი?

მთქმელს გამგები უნდა და და არა დისლაიქის წკაპუნი
იდალგო
08 მარტი 2020 16:58
4
უკვე ყველასთვის ცხადია, რომ მაისაშვილის კომპეტენცია არ შეესაბამება საქართველოს ნაკრების დღევანდელ რანგს. სასწრაფოდაა მოსაწვევი მაღალკვალიფიციური მწვრთნელი. მაგრამ მთლიანად ქართულ რაგბიში ახლა ისეთი "ბარდაკია", რომ ამის პერსპექტივაც არ ჩანს ახლო მომავალში.
FAN
08 მარტი 2020 11:19
8
ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს რაგბი ევროპის ჩემპიონობას,ეს თამაში კლასის ხარჯზე მოვიგეთ, შეცდოიმები მრავლად იყო..თუ რანგით მაღალ ტურნირში არ ვიასპარეზეთ ძლიერ მეტოქეებთან ვერ გავიზრდებით
gogia
08 მარტი 2020 10:35
1
მე მაინც მგონია რომ ესფორმატი რაგბი ევროპა ამუხრუჭებს ჩვენს განვითარებას რაც შეეხება პორტუგალიის გაქაჩვას არაა გასაკვირი გუშინდელი თამაში მაგათთვის იყოს დაახლოებით ისე ჩვენ რომ ზელანდიას ვეთამაშოთ გვაფხაკურონ და ბოლოს ისე უბრალოდ მოგვიგონ მაგ თამაშის გარჩევა არაფრის მომცემია ახალი ფორმატზე ვარჩიოთ საქმეები.
samtredski
08 მარტი 2020 10:34
2
დაბეჭდეთ ,თქვე კაიდედმამისშვილებო, პარიზში რომ მოვხვდეთ 2023 წელს, როდის უნდა მოვიგოთ 21-22 წლებში ?თუ უკვემოვიგეთ 19-20 წ. ეხლა მოგებით ამ დონის ევროპისა. მილტონ ჰეიგისგან რომ ისწავლა და ამბობს "წნეხში" მოვექეცითო, მისნაირადვე რატომ ამ წნეხიდან სწრაფად გამოსვლა , რატომ ვერ ისწავლა? შეცვლებს ოც ოცი წუთით რომ აგვიანებს. ნუ აყოვნებთ ახალზელანდიელი ჰეგის დარი მწვრთნელის მოწვევას მათი სტილის ქართულთან შეზავებით ცვლა რ გვაწყობს რეგრესს დაგმართავს.მათიაშვილსაც ბოლო ლელოზე გაუმართლა მის მიერ ფეხით დარტყმულზე და ცოტა მიკერძოებული მსაჯიც რომ ყოფილიყო ? ასიან ტექნიკურ ლელოსაც გაგვიჯანჯლებდა, ნამიბიასთან ინგლისში კინაღამ რომ წაგვაგებინა მსაჯმა , და გამოგვივიდოთა უუფს! ამ თამაშშიც და მაშინაც.დასკვნები ყველამ გავაკეთოთ! გილოცავთ ევროზე გამარჯვებას!!!
ლონდონიდან
08 მარტი 2020 10:16
3
ვულოცავ ბიჭებს, მეტი და ლაღი თამაშის ხილვა გვინდა , მაგრამ ეტყობა ამისთვის ჯერ არ ვართ მზად, პორტუგალიამ უფრო ლაღად ითამაშა, არ ეყო კლასი და ფიზიკა. რაღაც მგინია ვერ ვიზრდებით, 20 იანებს მიხედეთ, 12 ში ადგილი რომ შევინარჩუნოთ,-...?! არც მინდა ვიფიქრო
გუსანი
08 მარტი 2020 01:25
2
შეტევაში,აშკარად ვაჯობეთ,მაგრამ პორტუგალიამ,ფაქტობრივად შეტევის გარეშე,კინაღამ მოგვიგო.კარში და საერთოდ დარტყმები,უკვე დიდ პრობლემად გადაგვექცა.ვულოცავ ბიჭებს ვადამდელ გამარჯვებას,მაგრამ ამ გათამაშებაში,არც ერთი ლელო არ გაგვიშვია,დიდი ბრძოლის შემდეგ.ყველა ძალიან მარტივად გავუშვით.უკვე ისე გამოდის,რომ თუ შეტევაში ვთამაშობთ კარგად,დაცვა გვრჩება პირდაღებული.თუ დაცვაში ვართ კარგები,მაშინ შეტევა არა გვყავს საერთოდ.არ გამოგვდის ბალანსის დაცვა.
სოსო
08 მარტი 2020 00:05
4
მთავარია იგივე არ დაგვემართოს რაც თითქმის ყველგან და ყველაფერში, განვითარება არ შევაჩეროთ!!! რაც შეიძლება ბევრი პროფესიონალი, მე რაც შემეხება ნებისმიერ შემთხვევაში მთელი არსებით ვუგულშემატკივრებ ყველა ჩვენს ნაკრებს!!!
Daviti
08 მარტი 2020 00:02
3
იაპონია,ფიჯი,ტონგა,სამოა.საქართველო,იტალია.ასეთი უნდა იყოს.იტალიას 6 ში რა უნდა.?ეგრე სომხებიც შემოუშვან,აზრი?
Giguha
07 მარტი 2020 23:32
5

სიახლეები პოპულარული